გეენა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
გეენა((ებრ. גהנום, גהנם, ბერძ. γέεννα) — იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ხეობა, რომელიც ქრისტიანობასა და იუდაიზმში ასოცირდება განკითხვის დღედ, ხოლო მუსულმანურ რელიგიაში ნიშნავს ჯოჯოხეთს.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერძნულად (ძვ. ბერძ. γεεννα) ეს სიტყვა გვხვდება ახალ აღთქმაში, რომელიც არის არამეული სიტყვის Gēhannā (ܓܗܢܐ) ფონეტიკური ტრანსკრიფცია.
ყურანში „გეენა“ (არაბ. جهنم, Gahannam, ჯაჰანნამ) — გვევლინება ჯოჯოხეთის სინონიმად და ენათესავება სემიტურ ენებიდან სხვა სიტყვებს (არამ. ܓܗܢܐ, Gēhannā; ებრ. גהנם, Gehinnam).
თალმუდში გვხვდება როგორც Gehinnam (ებრ. גהנם) ან Gehinnom (ებრ. גהנום). ებრაულად Ge Hinnom არსებითად აღნიშნავს „ჰინომის ვაკეს“, რომელიც თორაში ცნობილია როგორც Gai Ben-Hinnom, სიტყვასიტყვით — „ჰინომის ძეთა ვაკე“.
ჰინომის ვაკე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰინომის ვაკე, ჰინომიანთა ვაკე (იესო 15:8; იესო 18:16) ან ჰინომის ძეთა ვაკე (4 მეფ. 23:10; 2 ნეშტ. 28:3; იერ.7:32) (ებრ. גיא בן הִנֹּם) — ერთ-ერთი ორ ვაკეთაგან (მეორე კედრონის ვაკე) ძველ ქალაქ იერუსალიმის მახლობლად. არაბული დასახელებაა — ვადი ერ რაბაბი. თავდაპირველად ამ ადგილის სახელწოდება არ ასოცირდებოდა დასჯასა და ცეცხლთან. ეს ვაკე მდებარეობდა იერუსალიმის სამხრეთით, ე.წ. მზის კარიბჭის მახლობლად. მხილველები ადასტურებდნენ, რომ ამ ადგილზე წვავდნენ ნაგავს და მკვდარ ცხოველებს. აქედან გამომდინარე თანამედროვე ლექსიკონები ამ ადგილს განმარტავენ დასჯის ადგილად, სადაც იკრიბება ყველაფერი უვარგისი, რათა დაიწვას. თუმცა გეენის სიმბოლიკას გააჩნია გაცილებით ღრმა ფესვები. ჰინომის ვაკე იყო ადგილი, სადაც ტარდებოდა წარმართული რიტუალები ცეცხლით.
ძველ აღთქმაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აქ მდებარეობდა თოფეთი, სადაც კერპთაყვანისმცემლები მოლოხს სწირავდნენ ბავშვებს.
„ააშენეს თოფეთის საკერპო ბენ-ჰინომის ველზე, რათა თავიანთი ვაჟები და ასულები მსხერპლად დასწვან, რაც არ მიბრძანებია მათთვის და ფიქრადაც არ მომსვლია“ (იერ. 7:31).
ბიბლია გვამცნობს, რომ იერუსალიმზე ღვთის განკითხვის შემდეგ ამ ადგილს მკვდართა დასამარხი ადგილის სიმცირის გამო ეწოდებოდა „მკვლელობათა ვაკე“ (იერ. 19:6,11).
ახალ აღთქმაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალ აღთქმაში სიტყვა გეენა გვხვდება 9-ჯერ. მათეს სახარებაში — 5:22; 5:29-30; 10:28; 18:8-9; 23:15; 23:33; მარკოზის სახარებაში — 9:43; 9:45-47; ლუკას სახარებაში — 12:5 და იაკობის ეპისტოლეში — 3:6.
აქედან 6-ჯერ განკითხვის დღის კონტექსტიდან გამომდინარე და ექვსჯერვე მათეს სახარებაში (მათ. 5:22; 5:29-30; 10:28; 18:8,9; 23:15; 25:33).
იუდაიზმში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიშნაში დაწერილია რაბინთა დიდი შიშის შესახებ განკითხვის დღისადმი. „ჩემს წინაშეა ორი გზა: ერთი ედემში მიმავალი, მეორე — ცეცხლოვან გეენაში, და მე არ ვიცი რა გზას გამაყოლებენ. როგორ არ ვიტირო?“.
შუა საუკუნეების ებრაული გადმოცემა იუწყება, რომ შაბათის წინ გეენის ცეცხლი ქრება, სადაც ცოდვილები ისყიდიან თავიანთ ცოდვებს, ხოლო მათი სულები შაბათის დროს თავისუფლდებიან. შაბათის დასრულების შემდეგ კი ეს დაღუპულიი სულები ისევ გაანაში ბრუნდებიან.