განათლება ფილიპინებში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Department of Education.svg

განათლება ფილიპინებში - განათლების სისტემა ფილიპინებში. ფილიპინებში განათლებას უზრუნველყოფენ საჯარო და კერძო სკოლები, კოლეჯები, უნივერსიტეტები და ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლები. საჯარო განათლებას აფინანსებს ფილიპინების მთავრობა. ქვეყანაში განათლების სხვადასხვა სფეროს კონტროლი ნაწილდება სამი სახელმწიფო უწყების შორის - განათლების დეპარტამენტი არეგულირებს საბაზო განათლებას, აწესებს სტაბდარტულ პროგრამას და ტესტებს. კერძო სკოლებს აქვთ სასწავლო გეგმის შეცვლის გარკვეული თავისუფლება კანონთან შეთანხმებით. უმაღლეს განათლებას არეგულირებს უმაღლესი განათლების კომისია (CHED) ტექნიკურ და პროფესიულ განათლებას - ტექბიკური და პროფესიული განათლების ავტორიტეტი (TESDA).

კანონის თანახმად, განათლება სავალდებულოა ცამეტი წლის განმავლობაში (საბავშვო ბაღი და 1–12 კლასი) და იყოფა სამ დონედ: დაწყებითი სკოლა (საბავშვო ბაღი – მე –6 კლასი), უმცროსი საშუალო სკოლა (7–10 კლასები) და უფროსი საშუალო სკოლა (11-12 კლასი). არსებობს სხვა დაყოფაც - პირველი ეტაპი (საბავშვო ბაღი – მე –3 კლასი), მეორე ეტაპი (4-6 კლასები), მესამე ეტაპი (7–10 კლასები) და მეოთხე ეტაპი (11–12 კლასები). ბავშვები, როგორც წესი, საბავშვო ბაღში 5 წლის ასაკში შედიან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (უნივერსიტეტი ან კოლეჯი) იყოფა სახელმწიფოდ და კერძოდ, სკოლები - საჯაროდ და კერძოდ. 2017–2018 სასწავლო წლის მონაცემებით სკოლის მოსწავლეების დაახლოებით 83% სწავლობდა საჯარო სკოლებში, ხოლო 17% კერძო სკოლებში ან შინაურად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრე-კოლონიური განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრე-კოლონიური პერიოდის განმავლობაში ბავშვების უმეტესობა მხოლოდ პროფესიულად იწვრთნებოდა მშობლების, ტომის აღმზრდელების ან ტომში გარკვეული სპეციფიური როლის მქონე პირევის მიერ (მაგ. შამანი) . ტომების უმეტესობაში მოთხრობები, სიმღერები, პოეზია, ცეკვები, მედიცინა და ცხოვრებისეული გამოცდილება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა. ზოგიერთ ტომში არსებობდა დამწერლობის სისტემებიც.

კოლონიური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების განათლების სისტემაზე დიდი გავლენა იქონია ქვეყნის კოლონიზაციამ ესპანეთის, ამერიკის და იაპონიის მიერ [1].

ევროპული სახის განათლება პირველად ესპანელმა კოლონიზატორებმა შემოიღეს, მას უმეტესად რელიგიური ხასიათი ჰქონდა და ეკლესია აკონტროლებდა.

განათლებისთვის ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ამერიკული ოკუპაცია (1898) აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში ოფიციალური ენა ინგლისური გახდა და პირველად გაჩნდა სისტემატიზირებულკ საბაზო განათლება, რომელივ აშშ-ს მთავრობამ საკუთარ სისტემაზე დაფუძვნა. ამ სისტემით დაწყებითი განათლება ექვსწლის დაწყებითი და ოთხწლიანი საშუალო სკოლისგან შედგებოდა, რაც მათ შემდგომში უმაღლესი განათლების მისაღებად ამზადებდა. პირველად მასწავლებლები ამერიკელი ჯარისკაცები იყვნენ და პროგრამასაც ჯარისკაცები ირჩევდნენ, შემდეგ ფილიპინების სხვადასხვა რეგიონში შეერთებული შტატებიდან კვალიფიცირებული მასწავლებლების გაგზავნა დაიწყო [2]. დღეს ფილიპინების განათლების სისტემა დიდწილად ამერიკულს ეყრდნობა.

პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების სკოლების დიდი ნაწილი განიცდის საკლასო სივრცის, სახელმძღვანელოების, მერხების უკმარისობას, ასევე ბევრ სკოლას აკლია ბიბლიოთეკა, კომპიუტერები და სამეცნიერო ლაბორატორია. საჯარო სკოლების უმეტესობა მუშაობს ორ ან სამ ცვლაში დიდი ზომის კლასებში.

დიდი პრობლემაა ასევე სწავლის ფინანსური ხელმისაწვდომობა. უფრო დსბალი სოციალური სტატუსის მქობე ბავშვები ხშირად უარესად უმკლავდებიან სწავლას, იგრძნობა სკოლის მიტოვების დიდი პროცენტი ღარიბ ოჯახებში. სხვა პრობლემებია უმუშევრობა განათლებამიღებულთა შორის [3][მკვდარი ბმული] და ინტენსიური ტვინის გადენა. [4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Francia, Luis (2010). A History of the Philippines: from indios bravos to filipinos. New York: The Overlook Press. pp. 40–44. ISBN 978-1-59020-285-2.
  • Hernandez Kahayon, Alicia; Limdico, Magdalena; Santiago, E M (1989). Panitikang Filipino: kasaysayan at pag-unlad: pangkolehiyo. Metro Manila: National Book Store Publishing Inc. pp. 32–33. ISBN 978-9-71084-374-9.
  • P. N. Abinales; Donna J. Amoroso (2005). State and Society in the Philippines. Rowman & Littlefield. pp. 92–93. ISBN 978-0-7425-1024-1.
  • Estioko SVD, Leonardo (1994). History of Education: A Filipino Perspective. LOGOS Publications, Inc. pp. 163–200.