გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 971

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Small Flag of the United Nations ZP.svg
გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუცია 971
This apartment block was filled with refugees from Abkhazia. I believe it was demolished a couple of months ago..jpg
ამ შენობაში ჩასახლებულია აფხაზეთიდან დევნილები.
თარიღი 12 იანვარი 1995
სხდომა № 3488
კოდი S/RES/971 (დოკუმენტი)
თემა აფხაზეთი და საქართველო
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 971 მიიღეს ერთხმად 1995 წლის 12 იანვარს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს წინა რეზოლუციები 849 (1993), 854 (1993), 858 (1993), 876 (1993), 881 (1993), 892 (1993), 896 (1994), 901 (1994), 906 (1994) და 934 (1994), 937 (1994), საბჭომ გადაავადა გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში (UNOMIG), 1995 წლის 15 მაისამდე.[1]

უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, და დევნილების უფლება სახლში დაბრუნებაზე, რომლის თაობაზეც შეთანხმებას ხელი მოეწერეს. მხარეებს მოუწოდეს, რომ ისინი არ მიიღონ რაიმე ცალმხრივი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის პოლიტიკურ პროცესს. ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების და დევნილების დაბრუნებისთვის არასაკმარისი პროგრესის გამო, საბჭომ მხარეებს მოუწოდა ითანამშრომლონ ამ მხრივ, განსაკუთრებით აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსზე. საბჭომ, კმაყოფილება გამოთქვა გაეროს მეთვალყურეთა მისიისა და დსთ-ს სამშვიდობო ძალების თანამშრომლობაზე.

მას შემდეგ, რაც საბჭომ გადაავადა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი 1995 წლის 15 მაისამდე, გენერალურ მდივანს, ბუტროს ბუტროს-გალის სთხოვეს მოხსენება გაეკეთა აფხაზეთსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ამ რეზოლუციის მიღებიდან ორი თვის ვადაში. ორივე მხარეს, განსაკუთრებით აფხაზურ მხარეს, მოუწოდეს შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, დაკავშირებული იძულებით გადაადგილებულ პირების სახლში დაბრუნებაზე. გენერალურ მდივანს სთხოვეს ითანამშრომლოს დსთ-ს სამშვიდობო ძალებთან, რათა უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება სახლებში, ხოლო წევრ ქვეყნებს მოუწოდეს, შეიტანონ წვლილი ნებაყოფლობით ფონდში.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. United Nations, Dept. of Public Information (1995). The United Nations and the situation in Georgia. United Nations, Dept. of Public Information, გვ. 12. 
  2. Bothe, Michael (2002). International Peacekeeping: The Yearbook of International Peace Operations. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 222. ISBN 978-90-411-1920-9.