გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 896

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Small Flag of the United Nations ZP.svg
გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუცია 896
Georgia, Ossetia, Russia and Abkhazia (ka).svg
საქართველო და მისი ოკუპირებული რეგიონები
თარიღი 31 იანვარი 1994
სხდომა № 3332
კოდი S/RES/896 (დოკუმენტი)
თემა აფხაზეთი, საქართველო
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 896 მიიღეს ერთხმად 1994 წლის 31 იანვარს. ქართულ-აფხაზური ომის შესახებ, უშიშროების საბჭოს წინა 849 (1993), 854 (1993), 858 (1993), 876 (1993), 881 (1993) და 892 (1994), ასევე გაეროს სამშვიდობო ძალების უსაფრთხოებაზე 868 რეზოლუციის დამტკიცებით, საბჭომ განიხილა აფხაზეთსა და საქართველოში სამშვიდობო ძალების შესაძლო ჩამოყალიბება და სამშვიდობო პროცესი.

უშიშროების საბჭო მიესალმა ჟენევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის კომუნიკეს ხელმოწერას, რომელშიც აღენიშნა ურთიერთგაგების მემორანდუმი და ორივე მხარის თანხმობა, მათი ვალდებულებების შესრულებისკენ. ორივე მხარე დათანხმდა გაეროს სამშვიდობო ძალების ან სხვა ძალების განთავსებას, რომლებიც გაეროს მიერ ავტორიზაციის ქვეშ მოექცევიან. საბჭო მიესალმა 1994 წლის 8 თებერვალს მოსკოვში დაგეგმილი მოლაპარაკებებს და გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის და მისი სპეციალური წარმომადგენლის განზრახვას, 1994 წლის 22 თებერვალს, მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების შესახებ. საქართველოში, სადაც აფხაზეთიდან დაახლოებით 300 ათასი დევნილი იმყოფებოდა, სიტუაციის სიმძიმე აღიარეს.

მხარეებს მოუწოდეს მალევე განაახლონ მოლაპარაკებები და მიუთითეს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, სადაც საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა ყოფილიყო. ამავე დროს, ხაზი გაესვა, რომ პროგრესი უნდა მოხდეს აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსზე.[1] 1994 წლის 7 მარტამდე გადავადდა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი საქართველოში (UNOMIG), საჭიროების შემთხვევაში მისი ძალაუფლების გაზრდის მიზნით.

აღინიშნა გენერალური მდივნის მიერ აფხაზეთში სამშვიდობო მისიის ჩამოყალიბების შესახებ ორი ვარიანტი და მას ასევე მოეთხოვა მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება და ნებისმიერი გარემოება, რომლის მიხედვითაც საჭირო იქნება ძალის გაგზავნა. ეს ყველაფერი კი იქნება დამოკიდებული მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესზე.

რეზოლუციამ აღიარა, რომ ყველა ლტოლვილს და იძულებით გადაადგილებულ პირს, ჰქონდა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება და ყველა მხარეს უნდა უზრუნველყო ეს პროცესი და შეათანხმა საამისო გრაფიკი. აფხაზეთის დემოგრაფიული შემადგენლობის შეცვლის ყველა მცდელობა, მათ შორის უცხო პირების ჩამოსახლების გზით, დაგმეს. საბოლოო ჯამში, ყველა მხარეს მოუწოდეს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტას შესახებ რეჟიმს და უზრუნველყონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პერსონალის უსაფრთხოება, აგრეთვე წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, ხელი შეუწყონ საქართველოში შემოწირულობებს, კონფლიქტის შედეგების დასაძლევად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kohen, Marcelo G. (2006). Secessión: international law perspectives. Cambridge University Press, გვ. 117. ISBN 978-0-521-84928-9.