არუნდატი როი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არუნდატი როი
Arundhati Roy W.jpg
არუნდატი როი 2013 წელს
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1961 (1961-11-24) (59 წლის)
დაბადების ადგილი მეგჰალაია, ინდოეთი
საქმიანობა მწერალი, ესეისტი და აქტივისტი
ენა ინგლისური ენა[1]
ეროვნება ინდოელი
მოქალაქეობა Flag of India.svg ინდოეთი
ალმა-მატერი დელის უნივერსიტეტი
პერიოდი 1997-დღემდე
მიმდინარეობა ანტიგლობალიზმი, ჰუმანიზმი
Magnum opus „წვრილმანების ღმერთი“
ჯილდოები ნორმან მაილერის პრემია, Sydney Peace Prize, ბუკერის პრემია[2], National Film Award for Best Screenplay, Lannan Cultural Freedom Prize, Sahitya Akademi Award in English[3] , Time 100 და ორუელის პრემია
მეუღლე Pradip Krishen[4]
ხელმოწერა ArundhatiRoy Autograph.jpg

არუნდატი როი (ჰინ. अरुन्धती रॉय; დ. 24 ნოემბერი, 1961)[5] — ინდოელი ავტორი. მისი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარია „წვრილმანების ღმერთი“, რომლისთვისაც 1997 წელს ბუკერის პრემია მიენიჭა. როი აგრეთვე პოლიტიკური აქტივისტია ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხებში.[6]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როი მეგჰალაიის შტატის ქალაქ შილონგში დაიბადა.[7] მისი დედა, მარი როი, სირიელ ქრისტიან ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი იყო კერალიდან, ხოლო მამა, რეჯიბ როი კალკუტელი იყო და ბენგალელ ინდოელთა ჩაის პლანტაციას მართავდა.[8] როცა როი ორი წლის იყო, მისი მშობლები განქორწინდნენ, რის შემდეგაც გოგონა დედასთან და ძმასთან ერთად კერალას შტატში გადავიდა საცხოვრებლად.[8] გარკვეული დროის მანძილზე, ოჯახი ქალაქ ტამილნადუს შტატში როის ბაბუასთან ცხოვრობდა. როცა გოგონა ხუთი წლის გახდა, მისი ოჯახი კერალაში დაბრუნდა, სადაც დედამისმა სკოლა გახსნა.[8]

სკოლაში როი ჯერ კერალაში, შემდეგ კი ტამილნადუში დადიოდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ მან სწავლა ნიუ-დელის დაგეგმარებისა და არქიტექტურის სკოლაში გადაგრძო, სადაც იგი თავის პირველ მეუღლეს, არქიტექტორ ჯერარდ დე კუნიას შეხვდა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ჯერ დელიში, შემდეგ კი გოაში, თუმცა ერთმანეთს მალევე დაშორდნენ.[8]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განქორწინების შემდეგ როი დელიში დაბრუნდა, სადაც ეროვნულ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა.[8] 1984 წელს მან გაიცნო დამოუკიდებელი კინორეჟისორი პრადიპ კიშენი, რომელმაც მას თავის ფილმში როლი შესთავაზა.[9] როი მალევე მასზე დაქორწინდა. წყვილი ერთად მუშაობდა სატელევიზიო სერიებზე და სხვადასხვა ფილმებზე. როიმ კინოსამყაროში საკუთარი ადგილი ვერ იპოვა, რის შემდეგაც საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროში სცდიდა. იგი მეუღლეს დაშორდა. საბოლოოდ როიმ მყარი ფინანსური მდგომარეობა 1997 წელს პირველი რომანის, „წვრილმანების ღმერთის“ გამოქვეყნების შემდეგ მოიპოვა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა: სცენარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როიმ კარიერა სცენარების წერით დაიწყო. იგი სატელევიზიო სერიებსა და ფილმებზე მუშაობდა. კრიშენთან ქორწინების პერიოდში მან დაწერა სცენარები მისი შემდეგი ფილმებისთვის: „ელექტრო მთვარე“ და „In Which Annie Gives It Those Ones“, რომელშიც მთავარ როლს თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მის სტუდენტურ გამოცდილებას ეყრდნობა. 1988 წელს როიმ საუკეთესო სცენარისთვის ეროვნული კინემატოგრაფიული ჯილდო მიიღო.

„წვრილმანების ღმერთი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როიმ პირველი რომანი, „წვრილმანების ღმერთი“ 1992-1996 წლებში დაწერა.[10] რომანი ნახევრად ავტობიოგრაფიულია და მისი ძირითადი ნაწილი მწერლის ბავშვობის შესახებ მოგვითხრობს.[7]

„წვრილმანების ღმერთის“ გამოქვეყნებამ როის საერთაშორისო ცნობადობა და აღიარება მოუტანა. 1997 წელს მან რომანისთვის ბუკერის პრემია მიიღო. ამავე წელს ნიუ-იორკ ტაიმზმა „წვრილმანების ღმერთი“ წლის მნიშვნელოვან წიგნებს შორის დაასახელა.[11] რომანი ასევე ნიუ-იორკ ტაიმზის ბესტსელერების სიაში მეოთხე ადგილზე მოხვდა.[12]

სადებიუტო რომანმა ავტორს დიდი კომერციული წარმატება მოუტანა: ავანსის სახით როის ნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.[13] „წვრილმანების ღმერთი“ მაისში გამოქვეყნდა, ხოლო ივნისის ბოლო უკვე 18 ქვეყანაში იყიდებოდა.[10]

როი 2010 წელს[14]

კარიერის მომდევნო პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როის კალამს თანამედროვე პოლიტიკისა და კულტურის შესახებ არერთი ესე ეკუთვნის, რომლებიც 2014 წელს გამომცემლობამ Penguin India 5 ნაწილად გამოაქვეყნა.[8]

2017 წელს როის ახალი რომანი, „უზენაესი ბედნიერების სამინისტრო“ გამოქვეყნდა, რომელიც ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა და 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

აქტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის ბირთვული პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთში, რაჯასტანის შტატის ქალაქ ფოხრანში ჩატარებული ბირთვული იარაღის ტესტირების საპასუხოდ როიმ 1998 წელს კრიტიკული წერილი „წარმოსახვის დასასრული“ დაწერა, რომელიც 1999 წელს მის კრებულში „ცხოვრების ფასი“ გამოქვეყნდა. წერილში როიმ ინდოეთის ბირთვულ პოლიტიკასთან ერთად ქვეყნის ცენტრალურ შტატებში ჰიდროელექტრო კაშხლების აგების ფართომასშტაბიანი პროექტები გააკრიტიკა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს როიმ სადებიუტო რომანისთვის, „წვრილმანების ღმერთი“ ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ბუკერის პრემია მიიღო. პრიზის სახით მიღებული 30 ათასი ამერიკული დოლარი მწერალმა ქველმოქმედებაში დახარჯა.[15]

1989 წელს როიმ მიიღო ეროვნული კინემატოგრაფიული ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის ფილმისთვის „In Which Annie Gives It Those Ones“. 2015 წელს ინდოეთში გაზრდილი რელიგიური არატოლერანტობისა და მემარჯვენეთა ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად მან ჯილდო უკან დააბრუნა.[16]

2004 წელს როიმ სოციალურ კამპანიებში მონაწილეობისა და ძალადობასთან ბრძოლაში გაწეული დამსახურებისთვის სიდნეის მშვიდობის პრემია მიიღო.[17]

2011 წელს მწერალს ნორმან მეილერის სახელობის პრემია გადაეცა.

2014 წელს როი ჟურნალმა ტაიმმა წლის 100 ყველაზე გავლენიან გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.[18]

როი 2014 წელს

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წვრილმანების ღმერთი“ — 1997
  • „უზენაესი ბედნიერების სამინისტრო“ — 2017

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]