ედი ვან ჰალენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედი ვან ჰალენი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ედვარდ ლოდევეიკ ვან ჰალენი
დაბ. თარიღი 26 იანვარი, 1955(1955-01-26)[1] [2]
დაბ. ადგილი ამსტერდამი, ნიდერლანდები[3]
წარმოშობა ამსტერდამი, ნიდერლანდები
გარდ. თარიღი 6 ოქტომბერი, 2020(2020-10-06)[4] [5] [2] (65 წლის)
გარდ. ადგილი სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მუსიკოსი
  • სიმღერების ავტორი
  • პროდიუსერი
  • არანჟირების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1964–2020
ლეიბლ(ებ)ი
საიტი van-halen.com
ედი ვან ჰალენი ვიკისაწყობში

ედვარდ (ედი) ლოდევეიკ ვან ჰალენი (ნიდერლ. Edward Lodewijk van Halen; დ. 26 იანვარი, 1955 — გ. 6 ოქტომბერი, 2020) — ნიდერლანდური წარმოშობის ამერიკელი გიტარისტი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი, ელექტრო გიტარებისა და გამაძლიერებელი აპარატურის კონსტრუქტორი. ამერიკული როკ-ჯგუფის, Van Halen-ის თანადამაარსებელი და წამყვანი გიტარისტი.

ვან ჰალენი დაიაბადა 1955 წლის 26 იანვარს ამსტერდამში,[6] იან და ეჟენია ვან ჰალენების ოჯახში.[7][8] გარკვეული ხნის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ჯერ ნეიმეგენში, ხოლო 1962 წელს აშშ-ში გადავიდა.[8] ექვსი წლის იყო ედი, როდესაც მის უფროს ძმასთან, ალექს ვან ჰალენთან ერთად ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო.[9][10]

1972 წელს ძმასთან ერთად დააარსა როკ-ჯგუფი „Van Halen“, რომელშიც ასევე შედიოდა ბას-გიტარისტი და ბექ-ვოკალი მარკ სტოუნი. მოგვაინებით მათ შეუერთდა ვოკალისტი, დევიდ ლი როთი. 1977 წელს ჯგუფმა კონტრაქტი გააფრომა Warner Records-თან.[11]

ჯგუფის გარეთ ვან ჰალენი სოლო კარიერითა და სხვადასვა პროექტებში მონაწილეობით იყო დაკავებული. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან როგორებიც არიან მაიკლ ჯექსონი,[12] ბრაიან მეი, სემი ჰაგარი, Black Sabbath, როჯერ უოტერსი, Toto და LL Cool J. აგრეთვე მან და მისმა ძმამ მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე ფილმის საუნდტრეკის შექმნაში.

ვან ჰალენს ახასიათებდა გიატარაზე დაკვრის საკუთარი სტილი. იგი მიჩნეულია ტეპინგის ერთ-ერთ პირველ პოპულარიზატორად. 2003 წელს, ჟურნალმა „Rolling Stone“-მა ედი ვან-ჰალენი 100 უდიდეს გიარისტთა შორის 71-ე ადგილზე დაასახელა, ხოლო 2012 წელს, ჟურნალმა „Guitar World“-მა სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტი“ მას პირველი ადგილი მიუჩინა.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. 2.0 2.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  3. Het Parool — 1955. — ISSN 1389-2975; 2588-9966
  4. Eddie Van Halen Dead at 65TMZ, 2020.
  5. https://www.reuters.com/article/us-people-van-halen/rocker-eddie-van-halen-dies-at-65-son-wolfgang-says-on-twitter-idUSKBN26R3EJ
  6. Het Parool, geboorteregister van Amsterdam: Edward L. van Halen. ციტირების თარიღი: 7 სეწტემბერი, 2020.
  7. Kevin Dodds, Edward Van Halen: A Definitive Biography, 2011, p. 2 "Thus was born a Eurasian woman in 1914 with the markedly Dutch name of Eugenia van Beers in the Dutch East Indies."
  8. 8.0 8.1 VH Interviews on Vimeo. Vimeo.com (5 თებერვალი, 2012). ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2013.
  9. Q&A: Eddie Van Halen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-08. ციტირების თარიღი: 6 ოწტომბერი, 2015.
  10. AllMusic.org; ციტირების თარიღი 1 დეკმებერი, 2017.
  11. Obrecht, Jas. „A Legend is Born Eddie Van Halen's First Interview“. Musician's Friend. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 დეკემბერი, 2008. ციტირების თარიღი: 23 ნობერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  12. Shields, Gerard (April 22, 1983). Motown going strong into the '80s. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2012. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2020.. Daily Collegian.
  13. Readers Poll Results: The 100 Greatest Guitarists of All Time. Guitar World. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2014.