შინაარსზე გადასვლა

ბრაზილიის მეორე რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაზილიის ისტორია
ბრაზილიის გერბი
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
პრეისტორიული ბრაზილია
ბრაზილიის კოლონიზაცია
პორტუგალია, ბრაზილია, ალგარვი
დამოუკიდებლობის დეკლარაცია
ბრაზილიის იმპერია
ბრაზილიის ძველი რესპუბლიკა
ვარგასის ერა
მეორე რესპუბლიკა (1945-1964)
სამხედრო გადატრიალება
სამხედრო დიქტატურა (1964-1985)
  •  •  

ბრაზილიის მეორე რესპუბლიკა (პორტ. Segunda República Brasileira) — პერიოდი ბრაზილიის ისტორიაში, რომელიც გრძელდებოდა 1945-1964 წწ. ანუ ჟეტულიუ ვარგასის ახალი სახელმწიფოს დამხობიდან, 1964 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად დამყარებულ სამხედრო დიქტატურამდე. აღინიშნებოდა პოლიტიკური არასტაბილურობით.

1945 წელს ჟეტულიო ვარგასის უსისხლოდ დამხობის შემდეგ მისი გავლენა კვლავ ძალაშია მეორე რესპუბლიკის არსებობის პირველ ათწლეულში. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში სამი პოლიტიკური პარტია დომინირებს, რომელთაგან ორი – ლეიბორისტული და სოციალ-დემოკრატიული პარტიები – პროვარგასულია, ხოლო მესამე – ეროვნულ-დემოკრატიული კავშირი ანტივარგასულ პოზიციაზე დგას.

ვარგასის დამხობის შემდეგ დროებითი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჟოზე ლინარესი, რომელსაც 1946 წლის 31 იანვარს სამხედრო ეურიკუ გასპარ დუტრა ჩაენაცვლა, ესტადო-ნოვოს სამხედრო მინისტრი. ჟეტულიუ ვარგასი მხარს უჭერდა მის პოლიტიკას. ამან განაპირობა ის, რომ ვარგასი გადატრიალების შემდეგ ქვეყნიდან არ გაქცეულა. პირიქით 1946 წელს იგი აირჩიეს სენატორად რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატიდან, თუმცა სენატის სხდომებში აქტიურ მონაწილეობას არ იღებდა. 1951 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად თავად ჟეტულიუ ვარგასი იკავებს მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას. 1954 წელს ვარგასმა თავი მოიკლა, რასაც მოყვა მოკლე ვადით მმართველი პრეზიდენტების მთელი სერია.

1964 წლის სამხედრო გადატრიალებამ ბოლო მოუღო, როგორც მოკლე ვადით მმართველ პრეზიდენტებს, ასევე მეორე რესპუბლიკას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]