იტამარ ფრანკუ
იტამარ ფრანკუ | |
![]() | |
ბრაზილიის 33-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 დეკემბერი, 1992 – 1 იანვარი, 1995 | |
წინამორბედი | ფერნანდუ კოლორ დე მელუ |
მემკვიდრე | ფერნანდუ კარდოზუ |
დაბადებული | 28 ივლისი, 1930 გემზე, ატლანტის ოკეანე, ბრაზილია |
ეროვნება | ბრაზილიელი |
პოლიტიკური პარტია | PTB (1955-1964), ბდმ (1964- 1980), PMDB (1980-1986), PL (1986-1989), PRN (1989-1992), PMDB (1992-2009), PPS (2009- დან) |
მეუღლე | ანა ელიზა ჟუნერუზი |
იტამარ აუგუსტუ კაუტიერუ ფრანკუ (პორტ. Itamar Augusto Cautiero Franco; დ. 28 ივლისი, 1930, გემზე, ატლანტის ოკეანე, ბრაზილია — გ. 2 ივლისი, 2011, სან-პაულუ) – ბრაზილიელი პოლიტიკოსი. ბრაზილიის ოცდამეცამეტე პრეზიდენტი 1992-1995 წწ. პრეზიდენტ ფერნანდუ კოლორ დე მელუს ვიცე-პრეზიდენტი 1990-1992 წელს, პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ რაც ფერნანდუ კოლორი გადადგა გარდაუვალი იმპიჩმენტის გამო.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იტამარ ფრანკუ დაიბადა სალვადორიდან რიო-დე-ჟანეიროში მიმავალ გემზე[1]. სახელი იტამარ მიიღეს ორი სიტყვის შეერთებით, იტა გემის სახელწოდება, რომელზეც დაიბადა და მარ ( Mar პორტუგალიურად „ზღვა“). იგი გაიზარდა და განათლება მიიღო მინას-ჟერაისის შტატის მუნიციპალიტეტ ჟუის-დი-ფორაში. აქვე 1955 წელს მიიღო ინჟინერის დიპლომი.
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1967–1971 და 1973–1974 წწ. იყო ჟუის-დი-ფორას მერი. თანამდებობიდან გადადგა რათა მონაწილეობა მიეღი ფედერალური სენატის არჩევნებში, მალევე გახდა ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობის პარტიის (Movimento Democrático Brasileiro), სამხედრო რეჟიმის ოფიციალური ოპოზიციის, მთავარი ფიგურა. 1982 წელს ხელახლა აირჩიეს სენატის წევრად.
1989 წელს მიატოვა ლიბერალური პარტია, რომლის წევრიც 1986 წელს გახდა. სულ მალე შეუერთდა შედარებით მცირერიცხოვან ეროვნული რეკონსტრუქციის პარტიას, რომლის რიგებიდანაც 1990 წელს გახდა პრეზიდენტ ფერნანდუ კოლორის ვიცე-პრეზიდენტი. 1992 წელს პრეზიდენტი კოლორი კორუფციაში დაადანაშაულეს და იძულებული იყო იმპიჩმენტამდე გადამდგარიყო თანამდებობიდან. 1992 წლის2 ოქტომბრიდან 29 დეკემბრამდე, კოლორის იმპიჩმენტის გამოცხადებამდე, ფრანკუს დროებითი პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა, ხოლო 29 დეკემბრიდან იგი ბრაზილიის 33-ე პრეზიდენტი გახდა.[2]
ფრანკომ თანამდებობა ჩაიბარა ბრაზილიის ეკონომიკის რთულ პერიოდში, 1992 წელს ინფლაცია 1100 % იყო, ხოლო 1993 წელს 6000 %-ს მიაღწია. ფრანკომ ფინანსთა მინისტრად დანიშნა ფერნანდუ კარდოზუ, რომელმაც შეიმუშავა ეკონომიკის სტაბილიზაციისა და კორუფციის ალაგმვის გეგმა (პორტ. Plano Real). კარდოზუ 1994 წელს გახდა პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი და გაიმარჯვა კიდეც არჩევნებში. თუმცა ფრანკუ გახდა მისი კრიტიკოსი პრივატიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.
პრეზიდენტობის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრეზიდენტის ტანამდებობის დატოვების შემდეგ გახდა ბრაზილიის სრულუფლებიანი და საგანგებო ეჩი პორტუგალიაში, ხოლო 1998 წელს ბრაზილიის ელჩი ამერიკის ქვეყნების ორგანიზაციაში. 1998 წელს აირჩიეს მინას-ჟერაისის შტატის გუბერნატორად, ხოლო 2003 წელს ბრაზილიის ელჩია იტალიაში. 2010 წელს აირჩიეს და 2011 წლის იანვრიდან დაიკავებს სენატორის თანამდებობას.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Brazil’s leader all at sea as economy sinks: Itamar Franco’s course is still uncertain, writes Phil Davison in Rio de Janeiro — World, News — The Independent
- ↑ Brazil's leader all at sea as economy sinks: Itamar Franco's course is still uncertain, writes Phil Davison in Rio de Janeiro, Saturday, 10 April 1993
წინამორბედი: ფერნანდუ კოლორ დე მელუ |
ბრაზილიის პრეზიდენტი 1992 – 1995 |
შემდეგი: ფერნანდუ კარდოზუ |
|