ბორნეოს ორანგუტანი
იერსახე
ბორნეოს ორანგუტანი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დედალი ნაშიერთან ერთად | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pongo pygmaeus (Linnaeus, 1760) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 17975 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ბორნეოს ორანგუტანი,[1] კალიმანტანური ორანგუტანი (ლათ. Pongo pygmaeus) — ადამიანის მსგავსი მაიმუნი. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანსა და კუნძულ სუმატრაზე. მამლის სხეულის სიგრძე 130-150 სმ, მასა — 100 (იშვიათად 250) კგ აღწევს. დედალი ტანად გაცილებით პატარაა. ხელების შლილი 3 მ-მდეა. აქვს გრძელი და განიერი მტევნები. ცერი რუდიმენტულია, ფეხები — შედარებით მოკლე. კუდი და საჯდომი კორძები არ აქვს. სახე ტიტველია. ცხოვრობს ტყეში. ხიდან მიწაზე იშვიათად ჩამოდის. მაკეობა 275 დღე გრძელდება. შობს ერთ ნაშიერს, რომელსაც ძუძუს აწოვებს 3-4 წლამდე, სქესობრივად მწიფდება 10-12 წლისა. ცოცხლობს 30 წლამდე. ღამის გასათევად ორანგუტანი ხეზე მიწის ზედაპირიდან 10-20 მ სიმაღლეზე იკეთებს ბუდეს. იკვებება მცენარეებით, ფრინველების კვერცხებით. ორანგუტანის დაჭერა აკრძალულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 552.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ როსნერი, ჰილარი. პალმის ზეთის კრიზისი. National Geographic Magazine - საქართველო (2018). ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2022