შინაარსზე გადასვლა

ბორის კოზო-პოლიანსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის კოზო-პოლიანსკი
დაბ. თარიღი 8 (20) იანვარი, 1890
დაბ. ადგილი აშხაბადი, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 21 აპრილი, 1957(1957-04-21)[1] (67 წლის)
გარდ. ადგილი ვორონეჟი, სსრკ[1]
დასაფლავებულია კომინტერნის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ბოტანიკოსი, ბიოლოგი და ევოლუციური ბიოლოგი
მუშაობის ადგილი ვორონეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი ლენინის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი მედალი 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის

ბორის მიხეილის ძე კოზო-პოლიანსკი (8 (20) იანვარი1890, აშხაბადი — გ. 21 აპრილი, 1957, ვორონეჟი) — რუსი საბჭოთა ბოტანიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1932). მოსკოვის უნივერსიტეტის დასრულების (1914) შემდეგ მუშაობდა ვორონეჟის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, 1918 წლიდან — ვორონეჟის უნივერსიტეტში (1920 წლიდან პროფესორი). იყო უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის ორგანიზატორი და დირექტორი (1937-დან). მისი ძირითადი შრომები ეძღვნება უმაღლეს მცენარეთა ფილოგენეტიკურ სისტემატიკასა და მორფოლოგიას, ევოლუციას. კვლევები სისტემატიკის შესახებ ეფუძნება მთელი მცენარეთა სამყაროს ანალიზს. განავითარა ყვავილის წარმოშობის ეუანტური თეორია (ყლორტიდან სახეშეცვლილი ფოთლის სახით) და მასზე დაყრდნობით შეიმუშავა ფარულთესლოვანთა (ყვავილოვანთა) ორიგინალური სისტემა. განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ქოლგოსანთა ოჯახის ფილოგენიის კვლევას და შუა რუსეთის მაღლობის ცარცული ფლორის რელიქტების შესწავლას. ევოლუციის თეორიის საკითხებით დაკავების შემდეგ დარვინიზმის დამცველად და ნომოგენეზის სწავლების წინააღმდეგ გამოდიოდა. ერთ-ერთმა პირველმა გაუწია პროპაგანდა სიმბიოგენეზის თეორიას, იკვლევდა მცენარეებში ბიოგენეტიკური კანონის გამოვლინებებს, ევოლუციის ტემპების უთანაბრობას (ე.ი. ნიშან-თვისებათა ჰეტეროქრონიის კანონს). ავტორია რიგი შრომებისა ბოტანიკის ისტორიის შესახებ. დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით.[3]

  1. 1.0 1.1 1.2 Козо-Полянский Борис Михайлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Сытин А. К., Сластунов Д. Д. В.Л. Комаров и авторы «Флоры СССР», Vladimir Komarov and the authors of “Flora of the USSR” // Историко-биологические исследования — 2021. — Т. 13, вып. 1. — С. 24–71. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24411/2076-8176-2021-11002
  3. Сытин А. К. Козо-Полянский, Борис Михайлович // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 427.