ბოზდაღი
იერსახე
ბოზდაღი | |
---|---|
ბოზდაღის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის თანამგზავრული ფოტოსურათი | |
კოორდინატები: 40°49′35″ ჩ. გ. 46°47′40″ ა. გ. / 40.82639° ჩ. გ. 46.79444° ა. გ. | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ტერიტორიული ერთეული | გოიგოლის რაიონი გორანბოის რაიონი |
სიმაღლე | 524,4 მ |
სიგრძე | 60 კმ |
ბოზდაღი (აზერ. Bozdağ) — ქედი აზერბაიჯანში. გაწოლილია კავკასიონის სამხრეთი კალთის პარალელურად, მტკვრის მარჯვენანაპირეთში. სიგრძე დაახლოებით 60 კმ. ქედის აღმოსავლეთ ნაწილს კვეთს მდინარე მტკვარი, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მინგეჩაურის წყალსაცავი.[1] მაქსიმალური სიმაღლე 524,4 მ.[2] აგებულია ნეოგენური თიხებით და ქვიშაქვებით. ფართოდაა განვითარებული თიხოვანი კარსტი და ბედლენდი. გაბატონებულია ნახევარუდაბნოს ლანდშაფტი. ჩრდილოეთის კალთები შემოსილია ღვიანებით. 1958 წელს ქედის კალთებზე შეიქმნა თურიანჩაის ნაკრძალი.[3]