შინაარსზე გადასვლა

შუბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველი მწკრივი შუბს ჰორიზონტალურად იჭერს, ხოლო მეორე მწკრივი იცავს ზემოდან

შუბი — ხის გრძელ ტარზე დაგებული ლითონისწვეტიანი უძველესი საომარი იარაღი. იყენებდნენ საძგერებლად და სატყორცნად. თავდაპირველად წვერწაწვეტებულ ჯოხს ხმარობდნენ. მომდევნო ხანებში მას ქვის, ძვლის, ობსიდიანის წვერს უკეთებდნენ, შემდეგ კი — ლითონისას. გრძელტარიან შუბებს ხმარობდნენ ცხენოსნები, შედარებით მოკლეტარიანს კი — ქვეითნი. ასევე გავრცელებული იყო მოკლეტარიანი, სატყორცნი ხელშუბები. შუა საუკუნეებში ევროპელი რაინდები ხმარობდნენ მაგარ ტარზე დაგებულ, ფოთლისებურწვერიან შუბს, რომელსაც ხელის დასაცავად საგანგებო ფარი ჰქონდა. ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ევროპელთა ქვეითი არმიების მესამედი შუბით იყო შეიარაღბული. ძველ ქართულში შუბს უწოდებდნენ „ჰოროლს“, „ლახვარს“, შუბით აღჭურვილ ჯარისკაცს კი — შუბოსანს. შუბი ძველად ღვთაებათა ატრიბუტად იყო მიჩნეული.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შუბი&oldid=3832455“-დან