ზარბეგ ბერიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბერიაშვილი, ზარბეგ)
ზარბეგ ბერიაშვილი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ზარბეგ ივანეს ძე ბერიაშვილი
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 10 სექტემბერი, 1939
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 22 აპრილი, 2020 (80 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
სიმაღლე 172 სმ
წონა 70–74 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სახეობა თავისუფალი ჭიდაობა
კლუბი „ბურევესტნიკი“ (თბილისი) „სპარტაკი“ (თბილისი)
მწვრთნელი გიორგი როსტიაშვილი
ჯილდოები
საპატიო ნიშნის ორდენი საქართველოს ღირსების ორდენი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1969
მედლები
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი სოფია 1963 -70 კგ
ბრინჯაო მანჩესტერი 1965 -70 კგ
ვერცხლი დელი 1967 -70 კგ
ოქრო მარ-დელ-პლატა 1969 -74 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო კარლსრუე 1966 -70 კგ
ოქრო სტამბული 1967 -70 კგ
ოქრო ბერლინი 1970 -74 კგ

ზარბეგ ივანეს ძე ბერიაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1939, ავჭალა, თბილისი — გ. 22 აპრილი, 2020, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1964). საბჭოთა კავშირის ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი (1963) და IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967). 1964 წლის ტოკიოსა და 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადების მონაწილე. საბჭოთა კავშირის მრავალგზის (1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1969), ევროპის ოთხგზის (1965, 1966, 1967, 1970) და მსოფლიოს ჩემპიონი (1969). დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლით.

2015 წლის 20 თებერვალს, თბილისში, ჭიდაობის ფედერაციის წინ გაიხსნა ზარბეგ ბერიაშვილისა და როსტომ აბაშიძის ვარსკვლავი.[1] მრავალი წლის მანძილზე, თბილისში მის პატივსაცემად თავისუფალ ჭიდაობაში „ზარბეგ ბერიაშვილის სახელობის თასიც“ ტარდებოდა.[2]

2019 წელს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

გარდაიცვალა 2020 წლის 22 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.[2] დაკრძალულია ავჭალის სასაფლაოზე.

2021 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით გლდანის რაიონში, რევოლუციის ქუჩას ზარბეგ ბერიაშვილის სახელი მიენიჭა.[3]

საერთო შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახეობა ადგილმდებარეობა წონითი კატეგორია ტურნირი ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა გერმანიის დროშა გფრ, კარლსრუე -70 კგ ევროპის ჩემპიონატი 1966 1st
თავისუფალი ჭიდაობა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გდრ, ბერლინი -74 კგ ევროპის ჩემპიონატი 1970 1st
თავისუფალი ჭიდაობა დროშა: თურქეთი თურქეთი, სტამბოლი -70 კგ ევროპის ჩემპიონატი 1967 1st
თავისუფალი ჭიდაობა დროშა: არგენტინა არგენტინა, მარ-დელ-პლატა -74 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1969 1st
თავისუფალი ჭიდაობა ინდოეთის დროშა ინდოეთი, დელი -70 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1967 2nd
თავისუფალი ჭიდაობა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო, მანჩესტერი -70 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1965 3rd
თავისუფალი ჭიდაობა დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი, სოფია -70 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1963 2nd

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად ზარბეგ ბერიაშვილი საქართველოს მერვე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჭიდაობის ფედერაციის წინ როსტომ აბაშიძისა და ზარბეგ ბერიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. reportiori.ge. რეპორტიორი (20 თებერვალი, 2015). ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022
  2. 2.0 2.1 გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ზარიბეგ ბერიაშვილი. goal.ge. გოლ.ჯი (23 აპრილი, 2020). ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022
  3. განკარგულება ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, რევოლუციის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის სპორტსმენის ზარბეგ ბერიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. tbsakrebulo.gov.ge. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მარტი, 2021). ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022
  4. თინათინ ლეკვეიშვილი — № 1 // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1970, № 256 (4250), გვ. 1.