ბელგაუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ბელგაუმი
ინგლ. belgum
ჰინ. बेलगाउं
ტელუგ. బెల్గావి
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 15°51′25″ ჩ. გ. 74°30′16″ ა. გ. / 15.85694° ჩ. გ. 74.50444° ა. გ. / 15.85694; 74.50444
ფართობი 94 კმ²
ცენტრის სიმაღლე 762±1 მეტრი, 784 მეტრი
მოსახლეობა 488 157 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 831
საფოსტო ინდექსი 590001 to 590020
ოფიციალური საიტი http://www.belgaumcity.gov.in/
ბელგაუმი — ინდოეთი
ბელგაუმი

ბელგაუმი (ასევე ცნობილი როგორც ბელგაონი;[1] ოფიციალურად ― ბელაგავი)[2][3] ― ქალაქი ინდოეთის შტატ კარნატაკაში. მდებარეობს შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთ გატების გასწვრივ. არის ამავე სახელწოდები მქონე ბელაგავის დანაყოფისა და ბელაგავის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. კარნატაკის მთავრობამ წამოაყენა იდეა, რომ ბელგაუმი კარნატაკის შტატის მეორე დედაქალაქი გახდეს ბანგალორთან ერთად, რამდენადაც შტატის მეორე ადმინისტრაციული შენობა სუვარნა ვიდჰანა სოუდჰა 2012 წლის 11 ოქტომბერს სწორედ ბელგაუმში გაიხსნა.[4]

ბელგაუმი ერთ-ერთია ინდოეთის 100 ქალაქიდან და პირველი ფაზის 20 ქალაქიდან, რომლებიც გონიერი ქალაქის მისიის ფარვლებში გონიერ ქალაქად უნდა გარდაიქმნან.[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგაუმის რუკა, 1896 წელი

ბელგაუმი XII საუკუნის ბოლოს რატას დინასტიამ დააარსა, რომელიც მახლობელი საუნდატიდან გადმოსახლდა. 1204 წელს რატა ბიჩირაჯამ ქამალ ბასადი, ჯაინისტური ტაძარი ააშენა, რომელიც ნემინათჰას ეძღვნება. ბელგაუმის ფორტის შიგნით ნაპოვნ სვეტებზე წარწერები კანადაზეა შესრულებული. ქალაქის თავდაპირველი სახელწოდება იყო ვენუგრამი, რომელიც სანსკრიტული სიტყვაა და „ბამბუკის სოფელს“ ნიშნავს. ადრეულ ინდურ ტექსტებში ქალაქს ვენუგრამადაც მოიხსენიებენ.[6]

XIII საუკუნის დასაწყისში ბელგაუმი იადავის დინასტიის სამეფოს (სევუნასი) ნაწილი გახდა. ამას ადასტურებს წარწერა, რომელიც 1261 წლით თარიღდება და იავადის დინასტიის წარმომადგენელ მეფე კრიშნას ეკუთვნის. XIV საუკუნეში რეგიონში დელის სასულთნოს ხილჯის დინასტია შეიჭრა. მცირე ხნის შემდეგ ვიჯაიანაგარის იმპერია დაარსდა და ბელგაუმი ვიჯაიანაგართა მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. 1474 წელს ბელგაუმი ბაჰმანის სასულთნომ დაიპყრო.[7]

2006 წელს კარნატაკის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ბელგაუმი შტატის მეორე დედაქალაქი გახდებოდა და შტატის საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიური 15 დღიანი ზამთრის სესიის ჩატარების ადგილი იქნებოდა.[8]

სახელწოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 1-ელ ნოემბერს კარნატაკის მთავრობის გადაწყვეტილებითა და ინდოეთის ცენტრალური მთავრობის თანხმობით, 12 ქალაქს სახელი შეეცვალა. მათ შორის ბელგაუმსაც, რომელსაც ბელაგავა ეწოდება.[9][10] მაჰარაშტრასა და მარათებს შორის ბელგაუმი ბელგაონის სახელწოდებითაა ცნობილი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგაუმის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 5.87° განედი და აღმ. 74.5° გრძედი. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 751 მეტრია. ბელგაუმი კარნატაკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ორი შტატის: მაჰარაშტრისა და გოას საზღვართან, დასავლეთ გატებზე. იგი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია შტატის მასშტაბით. ბელგაუმი ბანგალორიდან ― 502 კმ-ით, მუმბაიდან ― 500 კმ-ით, ჰაიდარაბადიდან ― 515 კმ-ით, ხოლო მაისურიდან 600 კმ-ითაა დაშორებული. ოლქი 1 278 სოფლისგან შედგება. საერთო ფართობი 31 415 კმ²-ია. 2011 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 4.8 მილიონ ადამიანს შეადგენს. ბელგაუმის ოლქი კარნატაკის უდიდესი ოლქია. მდებარეობს დასავლეთ გატების მთისწინეთებზე, ზღვის დონიდან 779 მეტრის სიმაღლეზე, არაბეთის ზღვიდან 100 კმ-ის დაშორებით. მახლობლად მდინარე მარკანდეია მიედინება.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ბელგაუმი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელში (Aw) მდებარეობს. ცნობილია მთელი წლის მანძილე სასიამოვნო კლიმატით. ჰაერის ტემპერატურა მინიმუმს (კარნატაკაში ტემპერატურის მინიმუმი ჩვეულებრივ ბელგაუმში ფიქსირდება) ზამთარში აღწევს. ივნისიდან სექტემბრამდე ბელგაუმში უწყვეტი მუსონური წვიმებია. ზოგჯერ აპრილში სეტყვაც მოდის.

ჰავის მონაცემები — ბელგაუმი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 35.7 38.4 40.0 41.9 41.2 39.2 33.6 31.7 34.3 36.6 34.6 34.6 41.9
საშუალო მაღალი °C 29.8 32.7 35.3 36.4 35.1 28.9 26.1 25.9 28.0 29.4 29.1 28.8 30.5
საშუალო დაბალი °C 14.6 15.7 18.5 20.7 21.7 21.5 20.6 20.3 19.8 19.7 17.3 15.2 18.8
რეკორდულად დაბალი °C 7.2 6.7 10.0 12.0 15.6 11.4 13.1 15.7 14.5 12.2 9.3 8.4 6.7
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 0.3 0.4 9.1 36.8 60.1 249.6 353.8 252.3 94.2 114.7 23.6 7.6 1 202,3
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.0 0.0 0.6 2.5 4.4 13.2 18.3 17.5 8.0 6.4 1.8 0.4 73.1
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 67 60 56 61 70 85 91 92 88 83 73 71 75
წყარო: India Meteorological Department[11][12]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია ბელგაუმში (2011)[13]
რელიგია პროცენტი
ინდუიზმი
  
73.24%
ისლამი
  
20.62%
ჯაინიზმი
  
4.22%
ქრისტიანობა
  
1.10%
სხვა ან არცერთი
  
0.82%

1881 წლის აღწერის მიხედვით, ბელგაუმის მოსახლეობის 64.39% კანადაზე საუბრობდა, ხოლო 26.04% ― მარათულზე.[14]

2011 წლის აღწერის მიხედვით, ბელგაუმის მოსახლეობა 490 045 ადამიანს შეადგენდა. მათგან 246 537 კაცი იყო, ხოლო 243 508 ― ქალი. ბელგაუმში წერა-კითხვის ცოდნის საშუალო დონე 88.92%-ია: ქალებს შორის ― 85.84%, ხოლო კაცებს შორის ― 93.78%. მოსახლეობის 10.71% 6 წლამდე ასაკის მოსახლეობას მიეკუთვნება. კასტები და ტომები შესაბამისად, მოსახლეობის 7.84%-ს და 3.26%ს შეადგენენ.[15]

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის 37.46% კანადაზე საუბრობს, ხოლო 32.91% ― მარათულ ენაზე. მოსახლეობის 19.82%-ისთვის მშობლიური ენა ურდუა, 2.64%-ისთვის ― კონკანი, 2.42%-ისთვის ― ჰინდი, ხოლო 1.92%-ისთვის ― ტელუგუ.[16]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Malleson, Colonel (31 January 2021). KAYE and MALLESONS HISTORY OF INDIAN MUTINY. London: William Clowes and Sons, გვ. 22. 
  2. Official Website of Belgaum District. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 28 June 2015
  3. Belgavi, Encyclopædia Britannica
  4. Decision on second capital status for Belgaum soon. The Times of India (13 August 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 July 2011
  5. Only 98 cities instead of 100 announced: All questions answered about the smart cities project (28 August 2015).
  6. (1996) Encyclopaedia of Indian Temple Architecture. American Institute of Indian Studies, გვ. 255. ISBN 978-81-86526-00-2. 
  7. History of Belgaum. Central Excise Belgaum. ციტირების თარიღი: 17 May 2015
  8. „Belgaum to be made Karnataka's second capital“. Outlook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 February 2009. ციტირების თარიღი: 31 May 2022.
  9. „It'll be 'Bengaluru' from 1 Nov“. 8 October 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 April 2012. ციტირების თარიღი: 4 January 2011.
  10. „New name for cities“. The Hindu. ციტირების თარიღი: 1 November 2014.
  11. Climatological Normals 1981–2010 გვ. 115–118. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 18 April 2020
  12. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 18 April 2020
  13. Table C-01 Population By Religion - Karnataka. Registrar General and Census Commissioner of India.
  14. „Karnataka-Maharashtra border dispute Explained: What is Belagavi border dispute between Karnataka and Maharashtra“. The Times of India (ინგლისური). 28 January 2021. ციტირების თარიღი: 31 May 2022.
  15. District Census Hand Book: Belgaum. Registrar General and Census Commissioner of India (2011).
  16. Table C-16 Population by Mother Tongue (Urban): Karnataka. Registrar General and Census Commissioner of India.