მაისური (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
მაისური
კანად. ಮೈಸೂರು
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 12°18′31″ ჩ. გ. 76°39′11″ ა. გ. / 12.30861° ჩ. გ. 76.65306° ა. გ. / 12.30861; 76.65306
ფართობი 132000000 კვადრატული მეტრი
ცენტრის სიმაღლე 763±1 მეტრი
სატელეფონო კოდი 821
საფოსტო ინდექსი 570001
მაისური (ქალაქი) — ინდოეთი
მაისური (ქალაქი)

მაისური (ინგლ. Mysore; ოფიციალურად მისურუ; ინგლ. Mysuru) — მეტროპოლიური ქალაქი სამხრეთ ინდოეთში, კარნატაკის შტატში.[1] მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მაისური მესამე ადგილზეა შტატის მასშტაბი. თითქმის ექვსი საუკუნის მანძილზე (1399-1947) მაისურის სამეფოს დედაქალაქი იყო. ამჟამად მაისურის რაიონია და მაისურის დანაყოფის შტაბია. ცნობილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და სასახლეებით, მათ შორის, ცნობილი მაისურის სასახლით. ქალაქი ცნობილია საკუთარი კულტურით. ხშირად „სასახლეების ქალაქად“, „მემკვიდრეობის ქალაქად“[2] და „კარნატაკის კულტურულ დედაქალაქად“ მოიხსენიებენ.[3]

მაისური ჩამუნდის მთისწინეთებზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 770 მეტრის სიმაღლეზე. ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 12° 18′ 26″ განედი და აღმ. 76° 38′ 59″ გრძედი. შტატის დედაქალაქ ბენგალურუდან 140 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ქალაქის ფართობი (მეზობელი ქალაქების ჩათვლით) 156 კმ²-ია.[4] მეტროპოლიური ტერიტორია მაისურსა და მის მეზობლად მდებარე ქალაქებსაც მოიცავს. 2023 წლის მონაცემებით, მეტროპოლიური ტერიტორიისმოსახლეობა 1 288 000 ადამიანს შეადგენს.[5]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ხედის ჩამუნდის მთებიდან
მაისურის სასახლის ხედი ჩამუნდის მთებიდან

ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 12.30° განედი და აღმ. 74.65° გრძედი. მაისური ზღვის დონიდან 770 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[6] გაშენებულია კარნატაკის სამხრეთ რეგიონში, ჩამუნდის მთების ძირში. მაისური კარნატაკის ყველაზე სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქია. სამხრეთით ტამილნადუსა და კერალის შტატის ქალაქები ესაზღვება. შტატის ქალაქებიდან მახლობლად მადიკერი, ჩამარაჯანაგარა და მანდია მდებარეობს. მაისურის მოსახლეობის უმრავლესობა ენის მედიუმად კანადას იყენებს. მაისურში არაერთი ტბა მდებარეობს, როგორებიცაა: კუკარაჰალი, კარანჯი და ლინგამბუდი. 2001 წლის მონაცემებით, მაისურის ტერიტორიის 39.9% საცხოვრებელ ტერიტორიას მიეკუთვნება, 16.1% — გზებს, 13.74% — პარკებსა და ღია სივრცეებს, 13.48% — სამრეწველო ტერიტორიებს, 8.96% — საზოგადოებრივ საკუთრებას, 3.02% — კომერციული ტერიტორიაა, 2.27% — სასოფლო-სამეურნეო, ხოლო 2.02% — საწყლოსნო ტერიტორია.[7]:35 ქალაქი ორ მდინარეს შორის მდებარეობს: კავერის, რომელიც ქალაქს ჩრდილოეთით ჩამოუდის, და კაბინს შორის, რომელიც კავერის შენაკადია და სამხრეთ ნაწილში მიედინება.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, მაისური ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელშია (BSha) მოქცეული და ცხელი ნახევრად უდაბნოს ზონას ესაზღვრება. ძირითადი სეზონებია: ზაფხული, რომელიც მარტიდან მაისამდე იწყება, მუსონების სეზონი, რომელიც ივნისიდან ოქტომბრამდე იწყება და ზამთარი, რომელიც ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება.[6] მაისურში დაფიქსირებული უმაღლესი ტემპერატურა 39.4 °C-ია (103 °F), რომელიც 1917 წლის 4 აპრილს დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა 2012 წლის 16 იანვარს დაფიქსირდა.[8][9][10] ქალაქის საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 798.6 მმ-ს უდრის.


კარნატაკის შტატის ბუნებრივი კატასტროფების მონიტორინგის ცენტრი მაისურის ტალუკს 4 ჰობლად ჰყოფს. 2022 წლის მონაცემებით, თითოეულ ჰობლიში ნალექიანობის მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: მაისურის — 1 358 მმ; ელივალა — 1 257 მმ; ჯაიაპურა — 1 405 მმ; ვარუნა — 1 383 მმ. საერთო ჯამში, 2022 წელს მაისურის ტალუკში 67%-ით მეტი ნალექი მოვიდა.

ჰავის მონაცემები — მაისური
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 32.8 36.1 37.8 39.4 39.0 37.4 35.8 33.9 33.5 35.0 32.2 32.0 39.4
საშუალო მაღალი °C 28.9 31.1 33.3 34.2 33.4 29.7 28.5 28.3 29.4 29.1 28.5 28.0 30.2
საშუალო დაბალი °C 16.3 17.5 19.4 20.9 21.0 20.1 19.6 19.6 19.6 19.7 18.6 16.8 19.1
რეკორდულად დაბალი °C 7.7 8.6 10.4 14.9 15.6 12.6 15.8 16.5 13.4 12.9 9.6 8.7 7.7
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 1.5 2.9 9.8 70.6 114.9 74.6 80.3 88.4 110.7 164.5 64.9 15.7 798.6
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.3 0.3 0.9 3.9 6.6 6.2 8.0 7.2 7.5 8.8 4.3 1.3 55.2
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 49 47 43 49 58 71 74 73 70 69 66 60 61
საშუალო UV ინდექსი 10 12 12 12 12 12 12 12 12 12 10 10 12
წყარო 1: India Meteorological Department[11][12]
წყარო 2: Weather Atlas[13]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიები მისურში (2011)[14]
რელიგია %
ინდუიზმი
  
73.65%
ისლამი
  
21.92%
ქრისტიანობა
  
2.71%
ჯაინიზმი
  
1.13%
სხვა ან უარი პასუხზე
  
0.59%

2011 წლის მონაცემებით, მაისურის მოსახლეობა 920 550 ადამიანს შეადგენს: 461 042 კაცი და 459 508 ქალი. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მაისური მესამე ადგილზეა კარნატაკის მასშტაბით. მაააირის ურბანული აგლომერაცია სიდიდით მეორეა შტატის ურბანულ აგლომერაციებს შორის. ურბანული აგლომერაციის მოსახლეობა 1 060 120 ადამიანს შეადგენს: 497 132 კაცი და 493 762 ქალი. 2001 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობსი 73.65% ინდუიზმის მიმდევარია. 21.92% ― მუსლიმია, 2.71% ― ქრისტიანები, 1.13% ― ჯაინიზმის მიმდევარია, ზოლო დანარჩენი სხვა აღმსარებლობისაა. 2011 წლის მონაცემებით, წერა-კითხვის ცოდნის დონე 86.84%-ის ტოლია, რაც შტატის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. მოსახლეობის უმრავლესობა კანადაზე საუბრობს. მოსახლეობის 19% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხოლო 9% ბიდონვილებში ცხოვრობს.[15]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mysore CDP 2031. ციტირების თარიღი: 23 April 2019
  2. Civil Engineering textbooks lack finer aspects of heritage en-US (15 February 2023). ციტირების თარიღი: 6 March 2023
  3. Mysuru - the cultural capital of Karnataka! en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი 2023. ციტირების თარიღი: 6 March 2023
  4. Bruhat Mysuru Mahanagara Palike en (8 December 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2022. ციტირების თარიღი: 21 September 2022
  5. Updated population info. ციტირების თარიღი: 25 July 2023
  6. 6.0 6.1 Raman, Afried (1994). „Climate and clothing“, Bangalore – Mysore. Hyderabad, India: Orient Longman, გვ. 110. ISBN 0-86311-431-8. 
  7. Mysore City Development Plan. Jawaharlal Nehru National Urban Renewal Mission, Government of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 25 September 2007
  8. Kumar, R. Krishna (10 April 2007). „Severe heat wave likely to hit Mysore in the next few weeks“. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 October 2007. ციტირების თარიღი: 25 September 2007.
  9. Indian Meteorological Department – Meteorological Centre – Bengaluru. Government of India – Ministry of Earth Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2017. ციტირების თარიღი: 19 February 2017
  10. Karnataka's coldest day in 100 years, 7 dead in Andhra Pradesh. IBN Live (18 January 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 4 March 2012
  11. Station: Mysore Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 517–518. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 10 April 2020
  12. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 10 April 2020
  13. Climate and monthly weather forecast Mysore, India. Weather Atlas. ციტირების თარიღი: 20 July 2022
  14. C-01 Population By Religious Community: Karnataka. Census of India.
  15. Kahuri, Searh Kabui (2010). Engendered land administration system—Mysore slums upgrading (PDF) (PDF). Enschede, Netherlands: International Institute for Geo-information Science and Earth Observation. p. 3. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 18 May 2013. ციტირების თარიღი: 28 March 2012.