შინაარსზე გადასვლა

ბაქო (საფეხბუთო კლუბი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაქო
სრული სახელი Bakı Futbol Klubu
მეტსახელი Zolaqlılar (ზოლები)
დაარსდა 1997 წელს, როგორც დინამო ბაქო
სტადიონი ბაქოს სავარჯიშო ბაზა (ბაქო, აზერბაიჯანი)
(ტევადობა: 2,500)
პრეზიდენტი ჰაფიზ მამედოვი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ბაქო (აზერ. "Bakı" Futbol Klubu) — აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი, რომელიც 2016 წლიდან სამოყვარულო კლუბადაა გადაქცეული. სამოყვარულო კლუბად ქცევამდე, 18 სეზონის განმავლობაში თამაშობდა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში; კლუბმა ორჯერ მოიგო ქვეყნის შიდა ჩემპიონატი და სამჯერ - ეროვნული თასი.

1997–1998 წლების სეზონში დინამომ მწვრთნელად რუსლან აბდულაევი დანიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა თავიდან ტურნირზე კარგად იასპარეზა, თუმცა მესამე ადგილი და 52 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა ევროპულ თასებზე მონაწილეობისათვის; საბოლოოდ გუნდმა ცხრილში მეექვსე ადგილი დაიკავა.[1] მომდევნო ორი სეზონი დინამომ კვლავ მეექვსე ადგილით დაასრულა. 2000 წელს გუნდის მართვა რუსლანის ვაჟმა, ელხან აბდულაევმა გადაიბარა. 2001–2002 წლების სეზონში ძალიან ცუდი შედეგის დაფიქსირების გამო, დინამო ბაქო აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში გადავიდა, თუმცა კლუბსა და AFFA-ს შორის კონფლიქტების შედეგად ორი სეზონის განმავლობაში გუნდს ტურნირში მონაწილეობა არ შეეძლო.[2][3][4][5]

2004 წელს, თავმჯდომარეს შეცვლის შემდეგ, კლუბმა სახელი შეიცვალა და ბაქო დაირქვა. ახალმა მმართველობამ გუნდში რადიკალური ცვლილებები გამოიწივია. მეორე კვირაში პირველად დამარცხების შემდეგ, ელხან აბდულაევი ასგარ აბდულაევმა ჩაანაცვლა. აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მენეჯერმა შეძლო გუნდის სათამაშო სტილის ჩამოყალიბება. ბაქომ რამდენიმე შეხვედრაში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა; ამ გამარჯვებებით, 2005 წლის თებერვლამდე კლუბი მოწინავე პოზიციებს იკავებდა. სეზონის ბოლო პერიოდში ასგარ აბდულაევი აზერბაიჯანის თასზე კონცენტრირდა და მის ფინალამდე მისვლაც მოახერხა. 2004–05 წლების სეზონი ბაქომ მეხუთე პოზიციაზე დაასრულა.[6]

მიუხედავად ქვეყნისშიდა წარმატებისა, კლუბის ევროთასებზე დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა. 2004–05 წლების უეფას თასის საკვალიფიკაციო მატჩში, ბაქო სლოვაკეთის „MSL ჟილინასთან“ ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა (საშინაო შეხვედრა 1:0 მოიგეს, თუმცა სტუმრად 1:3 დამარცხდნენ).[7][8]

2008 წელს კლუბმა ჯეკო ხადჟუევსკისთან ერთად მეორე ტიტული მოიგო. მისი ხელმძღვანელობით, ბაქო გახდა პირველი აზერბაიჯანული გუნდი, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა.

კლუბის ტრადიციული ფორმა მოიცავს: თეთერ და ლურჯ მაისურს, თეთრ შორტსა და ყავისფერ წინდებს. მათი საშინაო ფორმა მთლიანად მოყავიფსრო-ჟოლოსფერია. ბაქოს ფორმებს ამზადებს „Marcon“.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! კლუბის სრპოსორებია: „Baghlan Group“ და „ZQAN Holding“.[9] კლუბის ლოგო ემყარება მაიდნის კოშკს, აღნიშნულ ღირშესანიშნაობას და აზერბაიჯანის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმბოლოს.

  1. Azerbaijan 1998/99
  2. Azerbaijan 1999/00
  3. Azerbaijan 2000/01
  4. Azerbaijan 2001/02
  5. Azerbaijan 2003/04
  6. Azerbaijan 2004–05
  7. 2005/06 UEFA Cup
  8. 2005/06 UEFA Cup
  9. History. FC Baku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი 2019.