აღმოსავლეთი რეგიონი (ბურკინა-ფასო)
| რეგიონი | |
|---|---|
|
აღმოსავლეთი რეგიონი ფრანგ. Est | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | Fada N’Gourma |
| შიდა დაყოფა | Gnagna Province, Gourma Province, Komondjari Province, Kompienga Province და Tapoa Province |
| კოორდინატები | 12°15′00″ ჩ. გ. 1°00′00″ ა. გ. / 12.25000° ჩ. გ. 1.00000° ა. გ. |
| ფართობი | 46 256 კმ² |
| მოსახლეობა | 1 209 399 კაცი (2006) |
| სიმჭიდროვე | 26,15 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+0]] |
|
| |
აღმოსავლეთი რეგიონი (ფრანგ. Est) — რეგიონი ბურკინა-ფასოს აღმოსავლეთში.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ფადა-ნგურმა.
- ფართობი — 46 256 კმ², მოსახლეობა — 1 209 399 ადამიანი (2006 წელი).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონს სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება აღმოსავლეთ-ცენტრალური რეგიონი, ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილო-ცენტრალური რეგიონი, ჩრდილოეთიდან საჰელის რეგიონი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ნიგერი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ბენინი, სამხრეთიდან ტოგო.
აღმოსავლეთით მდებარე საკმაოდ მეჩხერად დასახლებულ რაიონში განლაგებულია ბურკინა-ფასოს დიდი ეროვნული პარკები და ბუნებრივი რეზერვატები, მათ შორის არლის ეროვნული პარკი. ქალაქ პამას დასავლეთით მდებარეობს კომპიენგას წყალსაცავი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად მიეკუთვნება გურმას ხალხს. დღეისათვის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში ასევე ცხოვრობენ მოსის და ფულბეს ეთნიკური ჯგუფების მრავალრიცხოვანი მიგრანტები.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 5 პროვინციად:
| № | პროვინცია | ადმ. ცენტრი | მოსახლეობა, [1] ად. (2006 წელი) |
|---|---|---|---|
| 1 | ნიანია | ბოგანდე | 407 739 |
| 2 | გურმა | ფადა-ნგურმა | 304 169 |
| 3 | კომონჯარი | გაერი | 80 047 |
| 4 | კომპიენგა | პამა | 75 662 |
| 5 | ტაპოა | დიაპაგა | 341 782 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული, მათ შორის ოქრო და სპილენძი, მოსახლეობის მთავარ საქმიანობად რჩება სოფლის მეურნეობა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ National 2006 census preliminary results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-21. ციტირების თარიღი: 2017-10-01.