შინაარსზე გადასვლა

მოსი (ხალხი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოსი — ხალხი დასავლეთ აფრიკაში. შეადგენენ ბურკინა-ფასოს მოსახლეობის 50 %-ს; ცხოვრობენ აგრეთვე ჩრდილოეთ განაში. 1978 წლის აღწერით საერთო რაოდენობაა 5,4 მლნ. ადამიანი. ენა — მოსი; განეკუთვნება გურის ენათა ჯგუფს. მოსის უმრავლესობა ინარჩუნებს ძველ, ტრადიციულ რწმენას, ნაწილი — ქრისტიანი და მუსლიმია. ძირითადი საქმიანობაა სათოხნი მიწათმოქმედება, ნაწილობრივ წვრილფეხა მესაქონლეობა, ზოგიერთ რაიონში მეცხენეობა. დასახლების სიმჭიდროვისა და უნაყოფო მიწების გამო ხშირია მიგრაციები. საშოვარზე დადიან განის მაღაროებსა და კოტ-დ’ივუარის პლანტაციებში.