ზემო აუზების რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ზემო აუზების რეგიონი
ფრანგ. Hauts-Bassins
ქვეყანა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
ადმ. ცენტრი ბობო-დიულასო
შიდა დაყოფა Houet Province, Kénédougou Province და Tuy Province
კოორდინატები 11°15′00″ ჩ. გ. 4°30′00″ დ. გ. / 11.25000° ჩ. გ. 4.50000° დ. გ. / 11.25000; -4.50000
ფართობი 25 344 კმ²
მოსახლეობა 1 410 284 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 55,65 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+0]]

ზემო აუზების რეგიონი (ფრანგ. Hauts-Bassins) — რეგიონი ბურკინა-ფასოს უკიდურეს დასავლეთში.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბობო-დიულასო.
  • ფართობი — 25 344 კმ², მოსახლეობა — 1 410 284 ადამიანი (2006 წელი).

რეგიონი დაარსდა 2001 წელს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბუკლე-დუ-მუჰუნის რეგიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი, სამხრეთიდან კასკადების რეგიონი, ჩრდილო-დასავლეთიდან მალი.

ზემო აუზების რეგიონში მდებარეობს მდინარე ვოლტის (შავი ვოლტის) სათავე. რეგიონის კლიმატი — ნოტიო, ტროპიკული, რომელიც მცენარეულობისთვის უზრუნველყოფს ხელსაყრელ პირობებს.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ზემო აუზების რეგიონი დაყოფილია 3 პროვინციად:

პროვინცია ადმ. ცენტრი მოსახლეობა,
[1] ად. (2006 წელი)
1 უე ბობო-დიულასო 902 662
2 კენედუგუ ოროდარა 283 463
3 ტუი უნდე 224 159

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემო აუზების რეგიონი — ბურკინა-ფასოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული ინდუსტრიული რეგიონი. აქ არსებობენ ლითონგადამამუშავებელი, საფეიქრო და საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. National 2006 census preliminary results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-21. ციტირების თარიღი: 2017-10-01.