ანსემბურგის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანსემბურგის ციხესიმაგრე

ანსემბურგის ციხესიმაგრე (ლუქს. Buerg Aansebuerg, ფრანგ. Vieux Château d'Ansembourg, გერმ. Burg Ansemburg) ცნობილი, როგორც ანსემბურგის ძველი ციხესიმაგრე — ცენტრალურ ლუქსემბურგში, რომელიც ერთ-ერთი იმ ციხეთაგანია, რომელიც შედის ვალეის შვიდი ციხესიმაგრის შემადგენლობაში. მდებარეობს პატარა სოფლის ანსემბურგის შემაღლებულ ადგილას. შუა საუკუნეების ციხესიმაგრე არის კერძო რეზიდენცია ანსემბურგის გრაფისა და გრაფინიის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანსემბურგის ციხესიამგრის ძველი ნახატი, ჟან-ბატისტ ფრესეზი (1857)

საკუთრების უფლებაზე პირველად ნახსენები იყო 1135 წელს, როდესაც ციხესიმაგრის ლორდი იყო ჰაბერტ დ'ანსემბურგი. ფორტიფიკაციები აიგო დაახლოებით შუა XII საუკუნეში. სამხრეთ-დასავლეთის კოშკის კარიბჭე და ჩრდილოეთის მთავარი გოდოლი აშენდა ჯოფროიტ დ'ანსემბურგის მიერ XIV საუკუნის დასაწყისში. ჯეიკობ II დე რავილეს დროიდან, როგორც ჩანს ციხესიმაგრე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მთავარი შესასვლელი თარიღდება 1565 წლით. 1683 წელს ციხესიმაგრე დაანგრია საფრანგეთის მარშალ დე ბუფლერსის ჯარმა. XVII საუკუნეში სარემონტო სამუშაოები განხორციელდა ბიდარტისა და მარჩანტ ერ დ'ანსემბურგის ოჯახების მიერ, რომელთაც ააგეს ანსემბურგის ახალი ციხესიამგრე.

ბოლოდროინდელი განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღესდღეობით ციხესიმაგრის მფლობელია გასტონ-გეტანი გრაფი დე მარჩანტ ეტ დ'ანსემბურგი, რომელსაც გადაეცა ქონება მამის სიკვდილის შემდეგ. 2008 წლის დასასრულში ლუქსემბურგის მთავრობამ შეიძინა მათი საოჯახო ბიბლიოთეკა (დაახლოებით 6000 წიგნამდე), ასევე შესთავაზეს საოჯახო არქივი. ინტერესი კოლექციაზე გაიზარდა მარიენდალენსის გრაგნილის შემდეგ, სადაც მოთხრობილი იყო ვიანდენის მმართველის იოლანდას ამბავი, რომელიც ნაპოვნი იქნა 1999 წელს ენათმეცნიერის გუი ბერგის მიერ. გრაგნილი თარიღდება XIV საუკუნის დასასრულით ან XV საუკუნის დასაწყისით, ის დაწერილი იყო მოსელე ფრანციონიანურ დიალექტზე (ეს ხელნაწერს განსაკუთრებულობას სძენს), რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული თანამედროვე ლუქსემბურგულ ენასთან.

ციხესიმაგრე დღესდღეობით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხესიმაგრე მკაცრად კერძო საკუთრებაა და არაა ღია ვიზიტორებისთვის.

ცოტა ხნის წინ (2016 წლის მაისში) ანსემბურგის გრაფმა გახსნა მეტად განსაკუთრებული მოდური სასტუმრო ციხესიმაგრის მიმდებარე ერთ-ერთ შენობაში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]