ანჟუს კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანჟუს კუნძულები
მშობ. სახელი: Острова Анжу

ანჟუს კუნძულების ჯგუფი ახალი ციმბირის არქიპელაგის რუკაზე
გეოგრაფია
მდებარეობა ლაპტევების ზღვა, აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა
კოორდინატები 75°28′30″ ჩ. გ. 143°02′31″ ა. გ. / 75.47500° ჩ. გ. 143.04194° ა. გ. / 75.47500; 143.04194
კუნძულთა რაოდენობა 3
ფედ. სუბიექტი სახა (იაკუტია)
ანჟუს კუნძულები — რუსეთი
ანჟუს კუნძულები

ანჟუს კუნძულები[1] (რუს. Острова Анжу) — ახალი ციმბირის კუნძულების არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულთა ჯგუფი (რუსეთის ტერიტორია). მდებარეობს არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში, ლაპტევებისა და აღმოსავლეთ ციმბირის ზღვებში. ანჟუს კუნძულებში შედის: კოტელნი (23,2 ათ. კმ²[2]), ახალი ციმბირი (6,2 ათ. კმ²) და ბელკოვის (500 კმ²). რელიეფში ჭარბობს დაჭაობებული ვაკეები, სიმაღლით 62 მეტრიდან (კ. ახალი ციმბირი) 361 მეტრამდე (კ. კოტელნი). დაფარულია არქტიკული ხავს-მღიერიანი ტუნდრით. ადგილ-ადგილ თერმოკარსტული ტბები და პატარა მდინარეებია. ნაპირებზე — ფრინველთა ბაზრები. სახელი ეწოდება პეტრე ანჟუს პატივსაცემად.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 21.
  2. Генкал, С. И.; Габышев, В. А. (2020). „ДИАТОМОВЫЕ (BACILLARIOPHYTA) ВОДОЕМОВ И ВОДОТОКОВ ОСТРОВА КОТЕЛЬНЫЙ (НОВОСИБИРСКИЕ ОСТРОВА)“. Ботанический журнал (რუსული). 105 (8): 750–761. doi:10.31857/S0006813620080049. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. Анжу Острова // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 749.