შინაარსზე გადასვლა

საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი— ლექსიკონი, რომელიც გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ 1987 წელს, მომზადდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მონაწილეობით.

სარედაქციო საბჭო: ირაკლი აბაშიძე (თავმჯდომარე), ალექსანდრე კობახიძე, ქეთევან ლომთათიძე, ა. საყვარელიძე, ც. ცერცვაძე, მ. ჭაბაშვილი. რედაქტორები: შუქია აფრიდონიძე, თ. ზურაბიშვილი. ლექსიკონის მიზანია გეოგრაფიულ სახელთა სწორი ქართული დაწერილობის დანერგვა. იგი გათვალისწინებულია გეოგრაფების, კარტოგრაფების, უმაღლესი და საშუალო სკოლის მასწავლებლების, გამომცემლობათა მუშაკების, ჟურნალისტებისათვის და დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

გამოცემა მოიცავს უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული ობიექტებისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სახელწოდებებს (დაახლოებით 9 300 ერთეული).

ლექსიკონი მოამზადა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სატრანსკრიფციო ჯგუფმა ივანე გიგინეიშვილის, მ. ჭაბაშვილისა და კონა გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]