ახალი ციმბირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი ციმბირი
მშობ. სახელი: Новая Сибирь

ახალი ციმბირის კუნძული ახალი ციმბირის არქიპელაგის რუკაზე
გეოგრაფია
მდებარეობა აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა
კოორდინატები 75°03′00″ ჩ. გ. 148°28′00″ ა. გ. / 75.05000° ჩ. გ. 148.46667° ა. გ. / 75.05000; 148.46667
ფართობი 6200 კმ²
უმაღლესი წერტილი 62 მ
ფედ. სუბიექტი სახა (იაკუტია)
ახალი ციმბირი — რუსეთი
ახალი ციმბირი

ახალი ციმბირი[1] (რუს. Новая Сибирь) — კუნძული ახალი ციმბირის კუნძულების არქიპელაგში, ანჟუს კუნძულების ჯგუფში. ფართობი დაახლ. 6,2 ათასი კმ². დასავლეთით ბლაგოვეშენსკის სრუტით (უმცირესი სიგანე 32 კმ) გამოყოფილია კუნძულ კოტელნისგან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აკრავს სანიკოვის სრუტე. სანაპირო ხაზის უდიდესი ნაწილი ფლატოვანია (სიმაღლე 10–25 მეტრი). რელიეფში ჭარბობს დაჭაობებული ვაკე მზრალურ- სოლიფლუქციური ფორმებით. სიმაღლე 62 მეტრი (არქიპელაგის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კუნძული). ფართოდაა გავრცელებული ნამარხი ყინული. გაბატონებულია არქტიკული უდაბნოს ლანდშაფტები. შედის უსტ-ლენის ნაკრძალში. ახალი ციმბირი 1806 წელს აღმოაჩინეს რუსმა მრეწველებმა, 1886 წელს გამოიკვლია ედუარდ ფონ ტოლმა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 26.
  2. Новая Сибирь // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 134.