შინაარსზე გადასვლა

პეტრე ანჟუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე ანჟუ
რუს. Пётр Фёдорович Анжу
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 15 (26) თებერვალი, 1796
დაბადების ადგილი ვიშნი-ვოლოჩოკი
გარდაცვალების თარიღი 12 (24) ოქტომბერი, 1869 (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ჯარის სახეობა {{{link alias-s}}} დროშა ფლოტი
სამხედრო სამსახურის წლები 1815–1865
წოდება ადმირალი
ბრძოლები/ომები ნავარინოს ბრძოლა
ჯილდოები
წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენიწმინდა ანას II ხარისხის ორდენიწმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენიწმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენიწმინდა ანას I ხარისხის ორდენი
წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენი

პეტრე ანჟუ (15 (26) თებერვალი, 1796, ვიშნი-ვოლოჩოკი — გ. 12 (24) ოქტომბერი, 1869, სანქტ-პეტერბურგი) — არქტიკის რუსი მკვლევარი, ფლოტის ადმირალი. 1820 წელს ლეიტენანტის ჩინით დაევალა ციმბირის ჩრდილოეთ ნაპირის აღწერა. 1821–1823 წლებში დამხმარეებთან ერთად (პ. ილინი, ი. ბერეჟნიხი, ა. ფიგურინი) აღწერა ნაპირები და კუნძულები მდინარეებს ოლენიოკსა და ინდიგირკას შორის. შეადგინა ახალი ციმბირის კუნძულების რუკა. 1825–1826 წლებში მონაწილეობდა კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირისა და არალის ზღვის დასავლეთ ნაპირის აღწერაში. თავი გამოიჩინა 1827 წლის ნავარინოს ბრძოლაში, იყო ლეიტენანტი სახაზო გემ „განგუტზე“. შემდგომში მსახურობდა საზღვაო უწყების დაწესებულებებში. პეტრე ანჟუს სახელს ატარებს ახალი ციმბირის კუნძულების ერთ-ერთი ჯგუფი (იხ. ანჟუს კუნძულები).[1]

  1. Анжу Пётр Фёдорович // Большая российская энциклопедия. т. 1. М., 2005. — стр. 749.