ანატოლი ალექსანდროვი (ფიზიკოსი)
ანატოლი ალექსანდროვი (რუს. Анато́лий Петро́вич Алекса́ндров; დ. 13 თებერვალი, 1903, ტარაშჩი — გ. 3 თებერვალი, 1994, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანატოლი პეტრეს ძე ალექსანდროვი დაიბადა 1903 წლის 13 თებერვალს უკრაინის ქალაქ ტარაშჩიში. 1930 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი, ხოლო შემდგომ მუშაობა დაიწყო სსრკ ფიზიკურ პრობლემათა ინსტიტუტში. 1946-1955 წლებში მუშაობდა სსრკ პრობლემათა ინსტიტუტში.
მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდროვის პირველი მეცნიერული ნაშრომი 1929 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში შეასრულა. ეს ნაშრომი ეხებოდა დაელექტროების ფიზიკის სფეროს შესახებ. ამის შემდგომ მან მუშაობა გააგრძელა ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში და შრომების კომპლექსი შეასრულა დიელექტრიკების ელექტრული სიმტკიცის საკითხებზე. აქ აღმოაჩინა დიელექტრიკში „სუსტი“ ადგილების როლი. მიღებული მასალები შემდეგში მის მიერ იქნა გამოყენებული მასალათა მყიფე მსხვრევის პრობლემის ანალიზისა და მყარი სხეულების სიმტკიცის სტატისტიკური თეორიის დამუშავებისას.
1936 წელს ალექსანდროვის ხელმძღვანელობისთ დამუშავებულ იქნა მაგნიტური ნაღმებისაგან გემების დაცვის მეთოდის მეცნიერული საფუძვლები. დიდი სამამულო ომის დროს ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენეს.
1943 წელს იგი აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
30 წლის განმავლობაში ალექსანდროვი მუშაობდა ბირთვული რეაქტორების მშენებლობაზე. მისი მეცნიერული ხელმძღვანელობით მიღწეულმა შედეგებმა საბჭოთა კავშირს საშუალება მისცა ლიდერული პოზოცია დაეკავებინა ატომური მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის მრავალ დარგში. მისი მონაწილეობით შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ატომური ელექტროსადგური, ხოლო შემდგომში სერიული წყალბადის რეაქტორები (მათი სიმძლავრე 440 ათას კილოვატს უდრიდა). ეს რეაქტორები დააყენეს ნოვოსიბირსკისა და კოლსკის ატომურ ელექტროსადგურებზე, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკაში, ფინეთში და სხვა. მანვე განახორციელა ორიგინალური რეაქტორის სამეცნიერო პროგრამა, რომლის ცირკონიუმის მილებში სითბოგამტარად მდუღარე წყალი მოძრაობდა და ელექტროსადგურის ტურბინაზე ორთქლი უშუალოდ პირდაპირ მიიმართებოდნენ.
ალექსანდროვმა ძალზე დიდი წვლილი შეიტანა საკვლევი რეაქტორების ИРТ შექმნაში. მისივე ხელმძღვანელობითაა შექმნილი მასალათმცოდნეობის საუკეთესო რეაქტორები: МР, MИR და CM. დიდი შრომა გასწია ალექსანდროვმა მოკავშირე რესპუბლიკების ბირთვული ცენტრების განვითარებაში. მისივე უშიალო მონაწილეობით დაგეგმარებულ და აგებულ იქნა ენერგეტიკული დანადგარები გემებზე. გემი სახელად „ლენინი“ (მსოფლიოში პირველი ატომური ყინულმჭრელი გემი) და არქტიკა“ წარმატებით დასცურავდნენ ჩრდილოეთის საზღვაო გზებზე.
1953 წელს ალექსანდროვი არჩეულ იქნა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, ხოლო ამ აკადემიის პრეზიდიუმის წევრად იგი 1960 წელს აირჩიეს.
ანატოლი ალექსანდროვი იყო სკკპ წევრი, სკკპ ცენტრალური სოციალისტური შრომის გმირი, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და შვედეთის სამეფო საინჟინრო აკადემიის წევრი. იგი კარგად უთავსებდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას დიდ სამეცნიერო-ორგანიზაციულ, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ მუშაობას. ალექსანდროვი დიდ ინტერესს იჩენდა ყოველი ახალი აღმოჩენის მიმართ და სწორედ ამ თვისებით იგი შესანიშნავ მაგალითს აძლევდა ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებსაც მუდამ დაუზარელად ეხმარებოდა.
იგი გარდაიცვალა 1994 წლის 4 თებერვალს, მოსკოვში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ., 257-260, თბ., 1980.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Russian Scientists – Johnson's Russia List 2-13-03". Archived from the original on 7 August 2009. Retrieved 29 March 2012.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 parish register
- ↑ Homeland heroes — 2000.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Колчинский Э. И. Реорганизационные пертурбации: историки биологии в БИНе в 1970-х гг., Challenges of Restructuring: Historians of Biology in the Komarov Botanical Institute in the 1970s // Историко-биологические исследования — 2014. — Т. 6, вып. 3. — С. 95–107. — ISSN 2076-8176; 2500-1221
- დაბადებული 13 თებერვალი
- დაბადებული 1903
- გარდაცვლილი 3 თებერვალი
- გარდაცვლილი 1994
- მოსკოვში გარდაცვლილები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრის დაცვაში წარჩინებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ლენინგრადის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- სტალინგრადის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- შრომის ვეტერანის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- სოციალისტური შრომის გმირები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლის მედლით დაჯილდოებულები
- რუსი ფიზიკოსები
- სსრკ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები