შინაარსზე გადასვლა

ანარ ქერიმოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანარ ქერიმოვი
Anar Kərimov
ანარ ქერიმოვი Anar Kərimov
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 იანვარი 2021 – დღეისათვის
პრეზიდენტი  ილჰამ ალიევი
წინამორბედიაბულფაზ ყარაევი

იუნესკოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 მაისი 2014 – 20 ივნისი 2020

დაბადებული3 ივნისი, 1977 (1977-06-03) (47 წლის)
ფუზულის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ
შვილები3
განათლებაბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (1998)
აზერბაიაჯნის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფოს მართვის აკადემია(2003)

ანარ გაბილ ოღლუ ქერიმოვი (აზერ. Anar Qabiloğlu Kərimov; დ. 3 ივნისი, 1977, ფუზულის რაიონი) — 2021 წლის 5 იანვრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი.[1]

ანარ ქერიმოვი დაიბადა 1977 წლის 3 ივნისს ფუზულიში. 1998 წელს დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით არაბული ენისა და ფილოლოგიის სპეციალობით. 2003 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფოს მართვის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სპეციალობით. ანარ ქერიმოვი მონაწილობას იღებდა დიპლომატიურ კურსებზე ერაყში (ალ მუსტანსირის უნივერსიტეტი), ეგვიპტეში (დიპლომატიური კვლევების ინსტიტუტი), ავსტრიაში (ვენის დიპლომატიური აკადემია), იტალიაში (სან-რემოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტი), პოლონეთში (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი).[2]

დიპლომატიური კარიერა 2000 წელს ატაშეს რანგში დაიწყო, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების, დემოკრატიზაციისა და ჰუმანიტარული საკითხების მართვის განყოფილებაში მესამე მდივნად.

2004 – 2008 წლებში მუშაობდა მესამე და მეორე მდივნად აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში.

2008 – 2009 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა პირველი მდივნის მოვალეობას ასრულებდა.

2010 – 2014 წლებში იყო მრჩეველი, დროებითი რწმუნებული იუნესკოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლობაში. 2014 წლის 23 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით ანარ ქერიმოვი იუნესკოში აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.[3]

2019 წლის 9 ივნისს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭა.[4]

2020 წელს გამოხმობილ იქნა იუნესკოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან.

2020 წლის 20 ივნისს აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა,[5] ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 20 ივნისის განკარგულებით ანარ ქერიმოვს კულტურის მინისტრის მოვალოების შესრულება დაევალა.[6]

2021 წლის 5 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრად დაინიშნა.

ფლობს რუსულ, ინგლისურ, არაბულ და ფრანგულ ენებს.[1][7]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანარ_ქერიმოვი“-დან