ტარსტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარსტონი
გეოგრაფია
72°06′ ს. გ. 99°00′ დ. გ. / 72.100° ს. გ. 99.000° დ. გ. / -72.100; -99.000
მდებარეობა ანტარქტიდა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 15 700 კმ²
სიგრძე 215 კმ
სიგანე 90 კმ
უმაღლესი წერტილი 750 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 0

ტარსტონი (ინგლ. Thurston Island) — ყველა მხრიდან ყინულით დაფარული კუნძული ანტარქტიდაში, რომელსაც უშუალოდ ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ელსუორტის მიწიდან დაახლოებით ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ტარსტონის სიგრძე შეადგენს 215 კილომეტრს, ხოლო სიგანე 90 კილოემეტრს, კუნძულის ფართობია 15 700 კმ². იგი მესამეა ფართობით ანტარქტიდაში ალექსანდრეს მიწის და ბერკნერის შემდეგ. კონტინენტის სანაპიროსთან დაკავშირებულია აბოტის შელფური მყინვარის მეშვეობით[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული 1940 წლის 27 თებერვალს ჰაერიდან აღმოაჩინა კონტრ-ადმირალმა რიჩარდ ბერდმა, რომელმაც მას სახელი ნიუ-იორკის ქსოვილების მწარმოებლის, ქარდამცავი ტანსაცმლის — «Byrd Cloth»-ის დიზაინერის და ანტარქტიდის ექსპედიციების სპონსორის ვ. ჰარი ტარსტონის პატივსაცემად დაარქვა.

კუნძული თავიდან რუკებზე დატანილი იყო, როგორც ნახევარკუნძული, მხოლოდ 1960 წელს აღმოაჩინეს სრუტე, რომელიც მას გამოყოფს კონტინენტისგან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Antarctic Gazetteer: Thurston Island. Australian Antarctic Division. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-16. ციტირების თარიღი: 2008-08-02.