შინაარსზე გადასვლა

შუველიანი (საფეხბურთო კლუბი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუველიანი
სრული სახელი Şüvəlan Futbol Klubu
დაარსდა 2005; 14 წლის წინ
გაუქმდა 2019
სტადიონი აზალ არენა
(ტევადობა: 3,500)
პრეზიდენტი იაჰანგირ ასგაროვი
ლიგა აზერბაიჯანის პირველი დივიზიონი
2018-2019 მე-7
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

შუველიანი (აზერ. Şüvəlan Futbol Klubu, გამოითქმის [ʃyvælan]) — აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი, რომელიც ბაქოში (შუველიანში) მდებარეობდა.

კლუბს მოკლე ისტორიის განმავლობაში სახელი ოთხჯერ შეეცვალა (ოლიმპიკ-ბაქო, ალიმპიკ-შუველიანი, აზალი და ბოლოს შუველიანი). ევროპულ შეჯიბრებებში უეფა კლუბს ჯერ კიდევ ოლიმპიკ-შუველიანის სახელით აღიარებს.

კლუბი ასევე არის ევროპული კლუბთა ასოციაციის წევრი.

იგი დაარსდა 1996 წელს, როგორც ფუტსალის კლუბი; მისი სახელი იყო „AMMK“. იგი ფუტსალის ეროვნულ ლიგაში 1996-97 წლების სეზონიდან 2003-04 წლების სეზონამდე ასპარეზობდა. „AMMK“ ასევე წარმოადგენდა აზერბაიჯანს უეფას ფუტსალის თასის 2003-04 წლების სეზონში.

„AMMK“ პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი 2004 წელს გახდა და აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში ჩაირიცხა. ოლიმპიკ ბაქოსათვის აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ჩატარებული პირველი სეზონი წარმატებული არ აღმოჩნდა. ხორვატი მმართველი სტეჰან კორდასი ორი თვე გუნდისთვის მუშაობის შემდეგ, არასასურველი შედეგის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ადგილს შემდგომ პერიოდში სერბი პეტარ კურციბიჩი იკავებდა თუმცა კარგი შედეგის დაფიქსირება მანაც ვერ შეძლო და გუნდმა სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა. ამ პრეიოდში გუნდს ეძახდნენ „გუნდი ბალკანეთიდან“, რადგან მისი მოთამაშეების დიდი ნაწილი ბალკანეთის ქვეყნიდან იყო (მათშორის იყვნენ: მარკო მიტროვიჩი, სრდჟან ბალიაკი, რასო ბაბიკი, სასა კოვაჩევიჩი, ტომისლავ ვისევიჩი და სხვები).[1]

2006 წლის ივნისში ასგარ აბდულაიევი ოლიმპიკის ახალ მთავარ წვრთნელად დაინიშნა. იგი ჯერ კიდევ მოიხსენიება როგორც ყველაზე წარმატებული მთავარი მწვრთნელი კლუბის ისტორიაში. აბდულაიევის ხელმძღვანელობით ოლიმპიკმა საკუთარი შედეგები გააუმჯობესა: 2007 წლის სეზონი მე-6 ადგილით, ხოლო 2008 - მე-2 ადგილით დაასრულა. ოლიმპიკი ახლოს იყო 2007-08 წლების ლიგის ტიტულის მოგებასთან, თუმცა გუნდი უკანასკნელ შეხვედრაში ყარაბაღის წინააღმდეგ დამარცხდა.[2]

ოლიმპიკის დებიუტი აგრეთვე წარუმატებელი გამოდგა ევროპის ტურნირებზეც: 2008-09 წლის უეფას თასზე გუნდი პირველ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სერბული „ვოივოდინასთან“ დამარცხდა. ამ თასზე რომან ახალკატსი გახდა ოლიმპიკის პირველი მოთამაშე, რომელმაც გოლი ევროპულ ტურნირზე გაიტანა.[3]

2017 წლის 12 მაისს კლბმა სახელი შეიცვალა და ახლა უკვე შუვალან FK დაირქვა.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]