ალდაბრა
ატოლი ალდაბრა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
NASA-ს ფოტო | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, ix, x |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 9°24′00″ ს. გ. 46°22′00″ ა. გ. / 9.40000° ს. გ. 46.36667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1982 (მე-6 სესია) |
ნომერი | 185 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 185 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ალდაბრა (ინგლ. Aldabra, ფრანგ. Aldabra) — მსოფლიოს მეორე უდიდესი მარჯნის ატოლი, მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, ალდაბრის კუნძულების ჯგუფში, წარმოადგენს სეიშელის კუნძულების კუთვნილებას. დაუსახლებელი და ექსტრემალურად იზოლირებული ალდაბრა ადამიანთაგან ფაქტობრივად ხელშეუხებელია. შესვლა ამ უნიკალურ ბუნებრივ ნაკრძალში მკაცრად კონტროლდება. მას გააჩნია განსხხვავებული, კუნძულის ფაუნა, რომელიც მოიცავს ალდაბრის გიგანტურ კუებს. 1982 წლიდან ატოლი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, როგორც ბუნების უნიკალური ძეგლი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სიდიდით მეორე ატოლია მსოფლიოში კირიბატიში არსებულ შობის კუნძულის (ანუ კირიტიმატი) შემდეგ. მისი ზომების: 34 კმ სიგრძეში და 14,5 კმ სიგანეში, სიმაღლე 8 მეტრამდე ზღვის დონიდან. ლაგუნის ფართობია — 224 კმ².
ატოლი შედგება შემდეგი ძირითადი კუნძულებისაგან:
- Isla Sur (Grand Terre, 116,1 კმ²).
- Isla Media (Malabar, 26,8 კმ²).
- Isla Oeste (Picard, 9,4 კმ²).
- Polymnie (4,75 კმ²).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალდაბრა პირველად 1511 წელს პორტუგალიელმა მეზღვაურებმა მოინახულეს. ის ბევრად ადრე იყო ცნობილი არაბებისთვის, რომლებისგანაც მან თავის სახელი მიიღო. XVIII საუკუნის შუა წლებში, კუნძულთა ჯგუფი საფრანგეთის რეიუნიონის კოლონიის შემადგენლობაში შევიდა, საიდანაც გიგანტური კუების დასაჭერად ექსპედიციები ეწყობოდა.
1810 წელს, მავრიკი, რეიუნიონი, სეიშელები და სხვა კუნძულები დიდი ბრიტანეთის მფლობელობაში შევიდა. შემდგომში რეიუნიონი კვლავ საფრანგეთს დაუბრუნდა, ალდაბრა კი სეიშელის სხვა კუნძულებთან ერთად მავრიკის შემადგენლობაში დარჩა. კუნძულის წინა მოსახლეობას სეიშელელი ემიგრანტები წარმოადგენდნენ. დიდი ხნის განმავლობაში სეიშელის კუნძულებს მეკობრეები განაგებდნენ. XIX საუკუნეში აქ მეზღვაურები ჩერდებოდნენ და კუებზე თავდასხმებს ახორციელებდნენ, რომლებსაც ისინი საკვებად იყენებდნენ. 1842 წელს, ორი გემი იუწყებოდა, რომ მათ 1200 კუ დაიჭირეს. 1900 წლისთვის ისინი გაქრობის პირას მივიდნენ და ხშირად ეკიპაჟს ერთი კუს საპოვნელად სამი დღე სჭირდებოდა.[1]
1965 წლიდან ატოლი ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორიებს მიეკუთვნებოდა, 1976 წელს კი ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული სეიშელის კუნძულების შემადგენლობაში შევიდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Aldabra at the Ministry of Environment, Seychelles დაარქივებული 2009-01-07 საიტზე Wayback Machine.
- Aldabra at the Seychelles Islands Foundation დაარქივებული 2006-08-22 საიტზე Wayback Machine.
- Aldabra Marine Programme
- Aldabra Atoll at the UNESCO World Heritage Site
- "Expedition Aldabra" დაარქივებული 2007-02-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Carpin, Sarah,(1998) Seychelles, Odyssey Guides, p.162, The Guidebook Company Limited, Retrieved on June 22, 2008