აზიური სირაქლემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზიური სირაქლემა
Struthio asiaticus.jpg
აზიური სირაქლემის ჩონჩხი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Struthio asiaticus Milne-Edwards, 1871
სინონიმები

აზიური სირაქლემა (ლათ. Struthio asiaticus) — არამფრენი ამომწყდარი უტროპო ფრინველი სირაქლემასებრთა ოჯახისა. მოიცავდა ტერიტორიებს დღევანდელი მაროკოდან ჩინეთსა და მონღოლეთამდე.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავარაუდოდ აზიური სირაქლემა ჩამოყალიბდა ცენტრალური აზიის ღია ლანდშაფტში (მონღოლეთი, ჩრდილოეთი ჩინეთი), სადაც გავრცელებული იყო გვიანი მიოცენიდან (საერთოდ გავრცელებული იყო ზედა პლიოცენიდან ქვედა ჰოლოცენამდე). ფართოდ იყო გავრცელებული ევროპასა და აზიაში. მათ შორის ჩრდილოეთ ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში და სამხრეთ ციმბირი. ცნობილია, რომ ჩინეთში იგი გადაშენდა უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის დროს ან მისი დამთავრებიდან მალევე. აზიის კონტინენტის უდიდეს ნაწილში გადაშენების შემდეგ, იგი დიდი ხნის განმავლობაში მაინც შემორჩა შუა აზიის შიდა რეგიონებში, რაც დასტურდება პეტროგლიფებით, აგრეთვე ისტორიულ ქრონიკებსა და ლარნაკების მოხატულობებში.

აზიური სირაქლემის კვერცხის ნაჭუჭი
აზიური სირაქლემის ძვლები

აზიურმა სირაქლემამ არაერთხელ შეაღწია ტრანსბაიკალში. მისი კვერცხის ნაჭუჭი გვხვდება რამდენიმე პალეონტოლოგიურ უბანსა და უძველესი ადამიანის ნამოსახლარში. მისი კვალი შეინშნება რამდენიმე გამოყოფილ რეგიონში, მაგალითად ერევნინის ტბების მიმდებარე ტერიტორიები. მისი კვერცხის ნაჭუჭი პირველად აღმოაჩინა ზოოლოგმა ა. ტუგარინოვმა, 1927 წელს არქეოლოგ გ. სოსნოვსკის და ტროიცკოსავსკის მუზეუმის დირექტორის — პ. მიხნოს მიერ შეგროვებულ არქეოლოგიურ მასალაში. ეს მასალები აღმოჩენილ იქნა მდინარეების სელენგის, ჩიკოის და ჯიდას ნაპირებზე ქვიშის გროვაში, უძველესი დასახლების ადგილზე, განადგურებულ კულტურულ ფენაში (ფენებში). მოცემული ნაჭუჭი იპოვეს პალეოლითის ხანის ქვის იარაღებთან და ძუძუმწოვართა ძვლებთან ერთად, მათ შორის: მამონტი, ბეწვიანი მარტორქა, დომბა.

1954-1956 წლებში ნაჭუჭის ფრაგმენტები აღმოჩენილი იქნა ლ. ივანიევის მიერ ტოლოგოის პალეონტოლოგიური უბნის ორ ჰორიზონტზე, 10-12 და 24-26 მეტრის სიღრმეზე ტერასის ზედაპირიდან. ქვედა ჰორიზონტის ფაუნაში, რომელიც ნეოგენით თარიღდება გამოირჩევა სამთითა ცხენი, აფთარი, ვეფხვი, ხრახნილრქებიანი ანტილოპა, მარტორქა, ხარი, ირემი და სხვ.

1980-1990-იან წლებში აზიური სირაქლემის კვერცხის ნაჭუჭები რიგი სტრატიფიცირებული მრავალრიცხოვანი დასახლებების არქეოლოგიური გათხრებისას — სუხოტინო-4 (ქვედა ჰორიზონტები), სტუდონოე-2, უსტ-კიახტა-17. სტუდონოე-2-ის დასახლებაში, მდინარე ჩიკოისთან ახლოს ნაჭუჭი ნაპოვნი იქნა უძველესი საცხოვრებელი სახლების ნაშთებში, კულტურულ ჰორიზონტებში ⅘ და 5. იგი მდებარეობს ჭალის მე-2 ტერასის ალუვიური დეპოზიტების შუა ნაწილში. ნახშირისა და ძვლებისგან მიღებული რადიოკარბონის გამოკვლევის, გეოლოგიური პირობების გათვალისწინების შედეგად დადგინდა, რომ კულტურული ჰორიზონტები თარიღდება ძვ. წ. XV-VII საუკუნეებით (16-18 ათასი წლის წინ). კვერცხის ნაჭუჭები გამოიყენებოდა ხარისხიან მასალად. მისგან მზადდებოდა მძივები. ტრანსბაიკალის ტერიტორიაზე აზიური სირაქლემას არსებობის საკითხი კვლავ ღია რჩება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sharpe, R. Bowdler (1899). A Handlist of the Genera and Species of Birds. Vol. I. Red Lion Court Fleet Street, London UK: Taylor and Francis. p. 2. Retrieved 1 February 2010.
  • Иваньев Л. Н. Ископаемые страусы Бурят-Монголии. — 1958.
  • Иваньев Л. Н. Новые находки яичной скорлупы ископаемого страуса в Селенгинской Даурии. — 1960.
  • Гайдученко Л. Л., Тиваненко А. В. Кладка страусов из Забайкалья // Геология и геофизика. — 1978.
  • Михайлов К. Е., Курочкин Е. Н. Скорлупа яиц ископаемых из Палеоантарктики и её место в системе представлении об эволюции // Ископаемые рептилии и птицы Монголии. — М., 1988.
  • Константинов А. В. Древние жилища Забайкалья (Палеолит, мезолит). — Новосибирск, 2001.
  • Природное наследие // Малая энциклопедия Забайкалья. — Новосибирск: Наука, 2009.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sharpe, R. Bowdler (1899)