შინაარსზე გადასვლა

აზიური ავაზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზიური ავაზა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ქვერიგი:  კატისნაირნი
ოჯახი:  კატისებრნი
გვარი:  პანთერა
სახეობა:  ავაზა
ქვესახეობა:  აზიური ავაზა
ლათინური სახელი
Acinonyx jubatus venaticus (Griffith, 1821)
სინონიმები
  • Acinonyx jubatus raddei Hilzheimer, 1913
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 220

აზიური ავაზა (ლათ. Acinonyx jubatus venaticus) — ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა. ავაზის ქვესახეობა. წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის მიმდებარე რეგიონებში,[1][2] ახლა კი მხოლოდ ირანშია შემორჩენილი. პოპულაცია ძალზე მცირეა.

გარეგნულად იგი პრაქტიკულად არ განსხვავდება აფრიკული ქვესახეობებისგან (თუმცა, მათ შორის გენეტიკური განსხვავებები მნიშვნელოვანია), გამონაკლისია მისი მოკლე ბეწვი.[3] მამრები ზომებით მდედრებს აღემატებიან. მათი სხეულის საშუალო სიგრძეა 110-150 სმ, კუდის სიგრძე 60-80 სმ, სიმაღლე მინდაოში — 70-85 სმ, წონა მერყეობს 40-იდან 60 კგ-მდე.

ძველად აზიური ავაზა ფართოდ იყო გავრცელებული არაბეთის ნახევარკუნძულიდან და პალესტინიდან ცენტრალურ ინდოეთამდე, ხოლო ჩრდილოეთით თანამედროვე ყაზახეთამდე (მათ შორის: ყიზილყუმის უდაბნო, კასპიისპირა რეგიონები, თანამედროვე პაკისტანი), მაგრამ იგი ინტენსიურად ნადგურდებოდა ბრაკონიერების მხრიდან (ძირითადად ხარისხიანი ტყავის გამო), ასევე არისტოკრატებისთვის პოპულარულ სანადირო ცხოველს წარმოადგენდა (მათ წვრთნიდნენ) და თანაც შემცირდა მისი მთავარი საკვები (ჩლიქოსნები). ამ მიზეზების გამო აზიური ავაზა 1947 მთლიანად გაქრა ინდოეთში,[4] ხოლო უკვე 1960-1980 — მთელ ახლო აღმოსავლეთში (ირანის გარდა, სადაც მათი პოპულაცია ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა). 2000 წლიდან, ველური ბუნების დაცვის საზოგადოებამ ირანის მეცნიერებთან თანამშრომლობით დაიწყო ზომების მიღება რათა ქვეყნის ხუთ რეგიონში მოამრავლონ ავაზის პოპულაცია. 2000-იანი წლების დასაწყისის მონაცემებით ველურ ბუნებაში 50-დან 100-მდე ცოცხალი ინდივიდი ბინადრობს.[5][6] აგრეთვე არსებობს გეგმები ინდოეთსა და პაკისტანში აზიური ავაზის რეინტროდუცირებისა.[7] გავრცელების ძირითადი არეალია მთიანი მხარეები, ასევე ნახევრად უდაბნოები და სტეპები, ტყის ზონაში იშვიათია.

მისი მთავარი სანადირო ობიექტი ადრე იყო დიდი ჩლიქოსანი ცხოველები (მთის ცხვარი, თხა, ქურციკი),[8] მაგრამ ახლა იმის გამო, რომ შემცირება ჩლიქოსანთა რაოდენობა, აზიურმა ავაზებმა დაიწყეს ნადირობა მცირე ზომის ნადირზე, პერიოდულად თავს ესხმის შინაურ პირუტყვს. ისინი როგორც წესი მარტოხელა ცხოველები არიან, მაგრამ ნადირობისას მან შეიძლება შექმნას 4 წევრიანი ჯგუფი.

აზიური ავაზის კნუტები დხარვადში, 1897 წელი.

გამრავლება და ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდედრის მაკეობა გრძელდება 85-95 დღე-ღამის განმავლობაში. შობს 2-დან 6-მდე კნუტს.[9] ახალგაზრდა ცხოველი დამოუკიდებლად ცხოვრებას 12-20 თვის ასაკში იწყებს. ველურ ბუნებაში მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 20-25 წელია. დღეს აზიური ავაზა ტყვეობაში თითქმის არ არსებობს.

მდედრების მიერ ნაშიერების წარმატებულად აღზრდის მტკიცებულება ნაკლებია. ირანში დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მდედრი ყოველწლიურად 6-მდე ნაშიერს შობს. 2003 წლის აპრილში ბუნაგში აღმოჩენილი იქნა ოთხი თვალაუხელელი კნუტი. 2004 წლის ნოემბერში ფოტო-ხაფანგით იქნა დაფიქსირებული 6-8 თვის ინდივიდი. გამრავლების წარმატებულობა დამოკიდებულია საკვების არსებობაზე.[9] 2008 წლის იანვარში 7-8 თვის ასაკის კნუტი ცხვრის მწყემსისგან იქნა წამოყვანილი და ტყვეობაში გადაყვანილი.[10]

  1. Nowell K. and Jackson P. (1996). „Cheetah Acinonyx jubatus Schreber, 1776“, Wild Cats. Status Survey and Conservation Action Plan. IUCN/SSC Cat Specialist Group, Gland. 
  2. Mallon D. P. (2007). „Cheetahs in Central Asia: A historical summary“ (PDF). Cat News (46): 4–7.
  3. Pocock, R. I. (1939). „Acinonyx jubatus“, The Fauna of British India, including Ceylon and Burma. Mammalia. – Volume 1. London: Taylor and Francis Ltd., გვ. 324–330. 
  4. Divyabhanusinh (1999). The End of a Trail: the Cheetah in India. Banyan Books, New Delhi. 
  5. Asadi, H. (1997). The environmental limitations and future of the Asiatic cheetah in Iran. Unpublished project progress report. 
  6. Jourabchian, A.R., Farhadinia, M.S. (2008). Final report on Conservation of the Asiatic cheetah, its natural habitats and associated biota in Iran. Project Number IRA/00/G35 (GEF/UNDP/DoE), Tehran, Iran.
  7. Jackson, P.F.R. (1985). „Cheetah reintroduction—more to add“. Oryx. 19 (03): 167. doi:10.1017/s0030605300025357.
  8. Farhadinia, M.S.; Hosseini-Zavarei, F.; Nezami, B.; Harati, H.; Absalan, H.; Fabiano, E.; Marker, L. (2012). „Feeding ecology of the Asiatic cheetah Acinonyx jubatus venaticus in low prey habitats in northeastern Iran: Implications for effective conservation“. Journal of Arid Environments. 87: 206–211. doi:10.1016/j.jaridenv.2012.05.002.
  9. 9.0 9.1 Farhadinia, M.S. (2007). Ecology and conservation of the Asiatic cheetah in Miandasht Wildlife Refuge, Iran. Tehran: Iranian Cheetah Society. 
  10. Jowkar, H., Ostrowski, S., Hunter, L. (2008). Asiatic Cheetah cub recovered from a poacher in Iran. Cat News 48: 13.