აზერბაიჯანი მეორე მსოფლიო ომში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Emblem of the Azerbaijan SSR.svg
წინა ხაზზე გასაგზავნი ბატალიონი, ბილაჯარის სადგურისკენ მიმავალ გზაზე

აზერბაიჯანი, ოფიციალურად მისი სრული სახელით — აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, მეორე მსოფლიო ომში მთელ საბჭოთა კავშირთან ერთად, 1941 წლის 22 ივნისს ჩაება. გერმანული სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობდა ბაქოს ნავთობის აუზებზე, რისთვისაც კავკასიის ბრძოლისას დაიდო ამოცანა ბაქოს ნავთობისა და გაზის აუზებზე კონტროლის დამყარება. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლიდან 1945 წლამდე, აზერბაიჯანიდან 600 ათასზე მეტი ადამიანი გაიწვიეს წითელ არმიაში.

სექციების სია

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლა კავკასიისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანელთა შეტევა: 1942 წლის ივნისი–ნოემბერი

ბაქო და ჩრდილოეთი კავკასია მთლიანი სსრკ-ის ეკონომიკის ნავთობის მთავარი წყარო იყო.[1] მთელი სსრკ-ის ნავთობის 80% მოიპოვებოდა აზერბაიჯანში. უკრაინის დაკარგვის შემდეგ, კავკასიისა და ყუბანის მნიშვნელობა, როგორც მარცვლეულის წყარო, მკვეთრად გაიზარდა. ამ ადგილებში იყო სტრატეგიული ნედლეულის რეზერვები, როგორიცაა ვოლფრამ-მოლიბდენის მადნის მარაგი. კავკასიის დაკარგვა შეიძლება გამოეწვია მნიშვნელოვანი გავლენა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად მიმდინარეობაზე და სწორედ ამიტომ ჰიტლერმა ეს მიმართულება აირჩია ძირითად მიმართულებად.[2] კავკასიაზე თავდასხმისთვის შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფებას მიენიჭა კოდური სახელი „A“.

ჯგუფ „A“-ს ამოცანა იყო შემდეგი: სამხრეთი ფრონტის ალყაში აყვანა და განადგურება დონის როსტოვის სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით, რომელიც მდინარე დონზე გადიოდა, და ჩრდილოეთ კავკასიის ხელში ჩაგდება. ამის შემდეგ იგეგმებოდა ერთი ჯგუფის დიდი კავკასიონის სამხრეთიდან გადაკვეთით ნოვოროსიისკისა და ტუაფსეს დაკავება, ხოლო აღმოსავლეთიდან გროზნოსა და ბაქოს ნავთობის რეგიონების დაკავება. პარალელურად იგეგმებოდა კავკასიონის გადალახვა ცენტრალურ ნაწილში და საქართველოს დაკავება.

1942 წლის 1 თებერვალს, საბჭოთა საევაკუაციო კომიტეტთან არსებული ცენტრალური სადაზვერვო სამსახურმა ჩაატარა სსრკ-ის საფრთხის ქვეშ მყოფი რაიონის მოსახლეობის აღწერა, სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის ბრძანებით. აღწერის მონაცემებით, 2745 ადამიანი ევაკუირებული იყო აზერბაიჯანის სსრ-ის ზაქათალის, ბეილაგანის, იმიშლისა და ბილიასუვარის რაიონებიდან, რომელთა შორის 114 რუსი, 65 უკრაინელი, 2 545 ებრაელი, 15 პოლონელი და ასევე სომხები, თათრები, მოლდოველები და ქართველები იყვნენ.[3] 1942 წლის 1 თებერვლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით 387 რუსი, 386 ებრაელი, 168 უკრაინელი, 73 სომეხი, 5 ქართველი, 7 აზერბაიჯანელი, 11 პოლონელი, 8 თათარი და ევაკუირებული სხვა ერის წარმომადგენელი, ჩამოვიდა ბაქოს გოროდსკოისა და ძერჟინსკის რაიონში.[3]

კამპანია „ედელვეისი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის ჯარი მიუახლოვდა სამხრეთ კავკასიას. განსაზღვრული იყო ბაქოს აღების თარიღიც — 1942 წლის 26 სექტემბერი.[4] შეიქმნა თავდაცვის რაიონები ნალჩიკი, ვლადიკავკაზის, გროზნოს, მაჰაჩყალასა და ბაქოს გარშემო. კავკასიის ბრძოლის პირველი ეტაპი 1942 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იყო. გერმანულ-რუმინულმა არმიამ, რომელმაც დიდი დანაკარგი განიცადა, დიდი კავკასიონისა და მდინარე თერგის მიდამოებს მიაღწია. თუმცა, ზოგადად გერმანელების გეგმა „ედელვეისმა“ ჩაიშალა. ბრძოლის მხოლოდ პირველ ეტაპზე ჯგუფმა „A“-მ 100 000 ადამიანი დაკარგა,[5] შედეგად გერმანელებმა სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში შეჭრა ვერ შეძლეს.

კამპანია „თანხმობა“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლის 25 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე, დიდმა ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა ჩაატარა ერთობლივი კამპანია კოდური სახელით „თანხმობა“. გერმანიის არმიისა და მათი მოკავშირეების ხელში ჩაგდებისგან, ირანული ნავთობის მარაგებისა და აუზების დაცვის მიზნით, ასევე სატრანსპორტო კორიდორის (სამხრეთის დერეფანი) დაცვისთვის, რომლის მიხედვით მოკავშირეები საბჭოთა კავშირს ამარაგებდნენ, მიიღეს გადაწყვეტილება ირანის პრევენციული ოკუპაციის. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროს, რეზა-შაჰ ფეჰლევიმ უარი განაცხადა დიდი ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირის ჯარების განთავსების თხოვნის. მაგრამ, საბჭოთა რუსეთისა და ირანის 1921 წლის შეთანხმების მე-5 და მე-6 პუნქტებით, სსრკ-ის უფლება ჰქონდა ირანის ტერიტორიაზე თავისი ჯარების განლაგების, თუ მისი სამხრეთი საზღვრებიდან მომდინარეობდა საფრთხე.

კამპანიის მიმდინარეობისას, მოკავშირეების შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ ირანში და ჩამოაგდეს რეზა ფაჰლევი და დაამყარეს კონტროლი ქვეყნის რკინიგზებზსა და ნავთობის საბადოებზე. იმავდროულად, გაერთიანებული სამეფოს ჯარებმა დაიკავეს სამხრეთ ირანი, ხოლო საბჭოთა კავშირის ჯარებმა ქვეყნის ჩრდილოეთით (ირანის აზერბაიჯანი).

ტრანს-ირანული ლენდ-ლიზის მარშრუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარშრუტის რუკა

აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან ტვირთის მიწოდება ხორციელდებოდა ლენდ-ლიზი პროგრამის ფარგლებში, ტრანს-ირანული მარშრუტით. ტვირთის მიწოდება ხორციელდებოდა კასპიის ფლოტილიის გემებით, ხოლო ავტომობილები გადიოდნენ შემდეგ მარშრუტებს: თეირანი-აშხაბადი, თეირანი-ასტარა-ბაქო და ჯულფა-ვლადიკავკაზი.

აზერბაიჯანის რკინიგზის მომსახურე პერსონალი, ახორციელებდა ჯულფა-თავრიზის სარკინიგზო მაგისტრალის ტექნიკურ მომსახურებას და ზოგად ექსპლუატაციას, ომის წესების მიხედვით.[6]

აზერბაიჯანის სსრ-ის მოსახლეობა ფრონტსა და სახლში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიუბოვ ორლოვა აცილებს ჯარისკაცებს ბილაჯარის სადგურში (ბაქო)

აზერბაიჯანის სსრ-ის 3,4 მილიონი მოსახლეობიდან ფრონტზე 681 ათასი ადამიანი წავიდა, ხოლო სსრკ-ის 300 000-მდე მოქალაქე და 10 000 ქალი, აზერბაიჯანიდან წასული, დაიღუპა ბრძოლის ველზე. 15 000 ექთანი და სანიტარი, 750 ოპერატორი და 3 000 მძღოლი გაიარა მომზადება სამხედრო შენაერთებისთვის. ომში აზერბაიჯანელი ქალებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ: პარტიზანი ალია რუსტამბეიოვა, სნაიპერი ზიბა განიევა, პირატი ალმაზ იბრაგიმოვა, კაპიტანი შოვქათ სალიმოვა და სხვები.

აზერბაიჯანის სსრ-იდან წასული ჯარისკაცების მთავარი ბრძოლები იყო: ბრესტის ციხის დაცვა, ლენინგრადის ბლოკადა, მოსკოვის ბრძოლა, სტალინგრადის ბრძოლა, კავკასიისა და კურსკის ბრძოლა, უკრაინის, ყირიმის ნახევარკუნძულის, ასევე ბალტიისპირეთის ოპერაცია, აღმოსავლეთ ევროპისა და ბერლინის ბრძოლა.

წითელი არმიის ეროვნული სამხედრო შენაერთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის სსრ-ის ტერიტორიაზე შეიქმნა შემდეგი სამხედრო შენაერთები:

  • 87 ბატალიონები
  • 1123 თავდაცვითი რაზმები

აზერბაიჯანის სსრ-ის ტერიტორიაზე შეიქმნა შემდეგი დივიზიები:[7]

  • 77-ე მსროლელთა დივიზია
  • 223-ე მსროლელთა დივიზია
  • 396-ე მსროლელთა დივიზია
  • 402-ე მსროლელთა დივიზია
  • 416-ე მსროლელთა დივიზია

სამხედრო შენაერთები და ფორმირებები, სადაც აზერბაიჯანის მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო ჩართული:[8]

  • 416-ე ტაგანროგის, წითელი დროშის, სუვოროვის მსროლელთა დივიზია
  • ვოროშილოვის სახელობის 76-ე სამთო-სადაზვერვო დივიზია
  • 77-ე სიმფეროპოლის წითელი დროშის, სუვოროვის დივიზიისა და სერგო ორჯონიკიძეს სამთო-სადაზვერვო დივიზია
  • 223-ე ბელგრადის წითელი დროშის აზერბაიჯანული მსროლელთა დივიზია
  • 227-ე მსროლელთა დივიზია
  • 396-ე მსროლელთა დივიზია
  • 402-ე მსროლელთა დივიზია

აზერბაიჯანის მოქალაქეები საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის 128 მოქალაქეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაჩვენები სამხედრო წვლილისთვის. ჰაზი ასლანოვმა ეს წოდება ორჯერ მიიღო. 42 ეთნიკურ აზერბაიჯანელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება და აქედან 14-ს გარდაცვალების შემდეგ. ლეიტენანტი ისრაფილ მამედოვი გახდა პირველი აზერბაიჯანელი საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით.

დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში პარტიზანული რაზმები და ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი ქვეყანა/რესპუბლიკა მეთაური
აზერბაიჯანული პარტიზანული რაზმი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ჰიუსეინრზა მამედოვი
აზერბაიჯანული პარტიზანული რაზმი – „რუსკაია ჩეტა“[9][10] იტალიის დროშა იტალია ჰავად ჰაქიმლი
მე-8 აზერბაიჯანული პარტიზანული რაზმი – „წითელი პარტიზანები“[11] ყირიმის ასსრ მამედ ალიევი
დარბევის პარტია „პრავდა“ პარტიზანული რაზმი ბელორუსიის სსრ მამედ ალიევი

პარტიზანები დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის წინააღმდეგობის რაზმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიზანი ქვეყანა/რესპუბლიკა
ნურუ აბდულაევი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ჰასან ალიევი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მაზაიმ ალიევი იტალიის დროშა იტალია
მამედ სამად ოღლი ბაგიროვი პოლონეთის დროშა პოლონეთი
ვალი ვალიევი[12] საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მიქაილ ჰიუსეინოვი[12] საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მეჰდი ჰიუსეინზადე იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია,
იტალიის დროშა იტალია
ხანჩობან ჯაფაროვი[13] იტალიის დროშა იტალია
ფაშა ჯაფარხანლი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
აჰმადია ჯაბრაილოვი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ფეიზულა ყურბანოვი[12] საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ჰიუსეინრზა მამედოვი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ყურბან მამედოვი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მირზახან მამედოვი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მამედ მამედოვი[14] ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
მირზალი მამედლი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ნურუშ მეჰდიევი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ჯალილ რაფიევი იტალიის დროშა იტალია
ალი თაღიევი[15] იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია,
იტალიის დროშა იტალია
ჯავად ჰაქიმლი იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია,
იტალიის დროშა იტალია
მირზა შაჰვერდიევი იტალიის დროშა იტალია
მაში ეილაზოვი პოლონეთის დროშა პოლონეთი

კასპიის ფლოტილია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასპიის ფლოტილიამ პირველი ადგილი დაიკავა ტვირთის ბრუნვით, მეორე მსოფლიო ომის დროს.[16] სსრკ-ის ყველა ზღვაში გადატანილი ტვირთის დაახლოებით მესამედი კასპიის ზღვით იყო გადატანილი. ამის მიზეზი ნავთობის საბადოების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და ბამბის საწყობების სიახლოვე იყო. კავკასიისა და შუა აზიის რეგიონში ხის და პურის ტრანსპორტირება, რომლებიც კასპიის ზღვიდან გადაჰქონდათ ვოლგასა და ურალის გავლით, რაც ასევე განაპირობა ტვირთების ბრუნვის მაღალი დონე. ტრანსპორტირების ძირითად პროდუქტებს შეადგენდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელიც ბაქოდან ასტრახანამდე გადადიოდა, ხოლო იქიდან სსრკ-ის სხვა რეგიონებში, მდინარე ვოლგას გავლით გადიოდა. აზერბაიჯანის ტერიტორია, ძირითადად ბაქო-ბილაჯარის სარკინიგზო და საზღვაო გზების გადაკვეთაზე მდებარე ტერიტორია, მნიშვნელოვანი სარკინიგზო დერეფანი იყო სამხრეთ კავკასიაში.

ბაქოს ნავთობის ტრანსპორტირება ხდებოდა სსრკ-ის ყველა რეგიონში, ხოლო აზერბაიჯანში ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო სურსათის ტრანსპორტირება. ბაქოს პორტი გამოირჩეოდა ტვირთის გატარების მაღალი სიხშირით და გამტარუნარიანობის შესაძლებლობით. პორტის ძირითადი დანიშნულება იყო ნავთობის ტრანსპორტირება მდინარე ვოლგამდე.[16]

ბაქოს საჰაერო თავდაცვის არმია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს საჰაერო თავდაცვის არმია შეიქმნა 1942 წლის 5 აპრილს, სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის დადგენილებით. მისი ადმინისტრაცია შეიქმნა მე-3 საჰაერო თავდაცვის კორპუსის რეფორმირებული ადმინისტრაციის საფუძველზე. თავდაპირველად, ამიერკავკასიის საჰაერო თავდაცვის ზონის ნაწილი იყო. 1944 წლის აპრილში ამიერკავკასიის საჰაერო თავდაცვის ფრონტის ნაწილი გახდა. 1942 წლის მაისსა და ოქტომბერში, გერმანიის სადაზვერვო თვითმფრინავების მიერ ჯარის პასუხისმგებლობის არეალის დროს, ჯარის შემადგენლობაში შედიოდა შემდეგ ქვედანაყოფებში:

  • მე-8 გამანადგურებელი ბომბდაშენების ქვედანაყოფი
  • 7 ანტი-საჰაერო საარტილერიო ქვედანაყოფი
  • 1 საზენიტო ტყვიამფრქვევების პოლკი
  • 1 საძიებო პოლკი
  • აეოსტატიკური დაბრკოლების პოლკი
  • საჰაერო სადამკვირვებლო პოლკი
  • სხვა ნაწილები.

აზერბაიჯანის ეკონომიკა ომის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ნავთობის ტანკერები ფრონტისკენ მიდიან.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, აზერბაიჯანის სსრ სექტორის ლოკომოტივი იყო: ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი მიმწოდებელი, ნავთობის სექტორში სპეციალისტების სამშობლო და ნავთობპროდუქტების აღჭურვილობის მწარმოებელი. სამხედრო მოქმედებების მიუხედავად, ბაქო საწვავის მთავარი მიმწოდებელი იყო. აზერბაიჯანელმა მენავთოებმა, ომის დროს მთელი სსრკ-ის საწვავის 80% აწარმოებდა. ომის პირველ წელს, ბაქომ ფრონტზე 23,5 მილიონი ტონა ნავთობი გაგზავნა. მეორე მსოფლიო ომის დროს, სამხედრო საჭიროებისთვის 75 მილიონი ტონა ნავთობი გაგზავნეს. გიორგი ჟუკოვი — საბჭოთა კავშირის მარშალი წერდა:[17]

„ბაქოს მენავთოებმა ფრონტსა და ქვეყანას მისცეს იმდენი საწვავი, რომ ჩვენ შევძელით ჩვენი სამშობლოს დაცვა და მტერზე სწრაფი გამარჯვების მოპოვება.“

ვასილი ისტრატოვი, რუსეთის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში წერდა:[18]

„მეორე მსოფლიო ომის დროს ვერ მოვიპოვებდით გამარჯვებას, რომ არა აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსები“.

აზერბაიჯანელი მენავთოების სლოგანი „ყველაფერი ფრონტისთვის! ყველაფერი გამარჯვებისთვის!“, სსრკ-ის პროფკავშირისა და ცენტრალური საბჭოს მიერ დაჯილდოვებული იყო წითელი „ნიშნით“, რაც გაწეული სამუშაოების მაღალ შეფასებას ნიშნავდა.

ბაქოში დაბადებული ნიკოლაი ბაიბაკოვი, სპეციალური შტაბის ხელმძღვანელი იყო, რომელიც სამხედრო ნაწილების საწვავით აღჭურვის კოორდინაციას უწევდა. 1942 წელს ბაიბაკოვს სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის უფლებამოსილი პირი გახდა, რომელსაც კავკასიის რეგიონში ნავთობის ჭაბურღილების და ნავთობპროდუქტების საწარმოების განადგურება დაევალა. მან შემდეგნაირად ორგანიზება გაუწია სამუშაოებს: მტრის შემოსევის დროს, ყველა ღირებული ტექნიკა მოხსნეს და ქვეყნის აღმოსავლეთით გაგზავნეს, ხოლო გაჟღენთილი ჭაბურღილები დაუყოვნებლივ ჩამოანგრიეს, მაგრამ მნიშვნელოვანი ჭაბურღილები მარტო ექსტრემალურ ვითარებაში ანგრევდნენ. შედეგად, გერმანელებმა ვერ გამოიყენეს კრასნოდარის ნავთობის რესურსები. მოგვიანებით ბაიბაკოვი სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი გახდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო კავკასიის რეგიონების ნავთობისა და აღჭურვილობის აღმოსავლეთში გადატანისთვის. 1941 წელს, სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტმა გადაწყვიტა ბაქოს ნავთობის საწარმოების ნაწილების გადატანა, მოსახლეობის ევაკუაცია და სატრანსპორტო ნაკადის რეორგანიზაცია. ბაიბაკოვის განცხადებით, „ბაქოს მოსახლეობის დიდი განსახლება ხდება“. 10 ათასზე მეტი ადამიანი გაიგზავნა კრასნოვოდსკში ოჯახებით და ნავთობგადამამუშავებელი მოწყობილობებით, ტანკერების მეშვეობით, შემდეგ კი მატარებლით დაუსახლებელ რეგიონებში. ბაიბაკოვი თავის წიგნში „აზერბაიჯანი — ჩემი სამშობლო“ წერდა:[19]

„აზერბაიჯანული ნავთობის მრეწველობის მთლიანი არჩევანი ბორბლებზე იყო“

ხელსაწყოები და სპეციალისტები, ოჯახებთან ერთად, გაიგზავნა „მეორე ბაქოს“ რაიონში (ბაშკირეთი, სამარა და პერმი), ახალი ნავთობსაწარმოებისა და ქარხნების შექმნის მიზნით. ასე, ბაქოს ნავთობპროდუქტების საწარმო „კრასნაი პროლეტარი“ გადავიდა სტერლითამაქში, მიასნიკოვის ქარხანა პერმში, დერჟინსკის სახელობის ქარხანა სარაპულში, სტალინის სახელობის ქარხანა იშიმბაიში.[20]

აზერბაიჯანის თანამედროვე ნავთობის საბადოები

1942 წელს, სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის ბრძანებით, ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნა შეჩერდა სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოების მიზნით, რომლის ძირითადი ამოცანა — ავიაციის საკმარისი ბენზინით უზრუნველყოფა იყო.[20] აზერბაიჯანში 17 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტებიდან 13 მილიონი ტონა იყო წარმოებული. დაახლოებით 85% საავიაციო ბენზინის აზერბაიჯანში იყო წარმოებული. 1 მილიონი ტონა „B-78“ მაღალი ხარისხის ბენზინი გაიგზავნა ფრონტზე. ტერმინალები განლაგებული იყო განლაგებული კასპიის ზღვის და მდინარე ვოლგის სანაპიროზე, ასევე სხვა დიდი დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც რკინიგზასთან ახლოს მდებარეობდნენ. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება ბაქოდან ნავთობის ბაზებში და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, ჯერ საზღვაო გზით და შემდეგ სარკინიგზო გზებით იგზავნებოდა. იმავე წლის ივლისში, ვოლგაზე მიმოსვლა შეჩერდა, ვოლგოგრადში გერმანული ჯარების შესვლის გამო. ძირითადი სარკინიგზო გზები, რომლის მეშვეობით ბაქოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტები გადიოდა, გერმანულმა ჯარებმა დაბლოკეს. გერმანულ-ფაშისტური ჯარები კავკასიის კარიბჭესთან იმყოფებოდნენ, ხოლო ომი თავად ბაქოსაც ემუქრებოდა. რადგან ნავთობის ტრანსპორტირების პირდაპირი გზა დაბლოკა, სტალინგრადისთვის ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ახალი გზა იყო მოსაძებნი. გადაწყდა, რომ ნავთობპროდუქტები ერთადერთი გზით, კრასნოვოდსკის უნდა გაეგზავნათ, შემდეგ კი შუა აზიის და ყაზახეთის რკინიგზით სტალინგრადში. მაგრამ ნავთობის ტრანსპორტირებისთვის შუა აზიის რკინიგზას საკმარისი რაოდენობის ცისტერნები არ ჰქონდა. შედეგად, ბაქოს ადმინისტრაციამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სარისკო გადაწყვეტილება მიიღო: ნავთობპროდუქტების ცისტერნების გაგზავნა კრასნოვოდისკენ ბუქსირებით დაიწყეს, შემდეგ კი სარკინიგზო მაგისტრალით.

1942 წლის სექტემბერში, სამხრეთ კავკასიაში სამხედრო სიტუაცია გამოცხადდა და ბაქოში არსებული ვითარება კრიტიკული იყო. ტრანსპორტირების დასასრულამდე 6 მილიონი ტონა ნავთობის ნაცვლად, მხოლოდ 1,6 მილიონი ტონა გაიგზავნა. „ნეფთჩალა“ — ერთადერთი საბადო იყო, რომელიც ნავთობით ამარაგებდა.[20] როგორც ბაიბაკოვი წერდა:[19]

საბჭოთა კავშირის სამხედრო მანქანების 75-80%, ბაქოს მოქალაქეთა წარჩინებული მუშაობის წყალობით მოძრაობდა. ომის ბედი მათზე დიდად იყო დამოკიდებული. აზერბაიჯანის დედაქალაქი არ იყო საფრონტო ქალაქი, თუმცა საათობით იყო დაკავშირებული წითელი არმიასთან, თავისი ნავთობის არტერიებით.

კონსტანტინე როკოსოვსკი, საბჭოთა კავშირის მარშალი, თავის წერილში აზერბაიჯანის სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის წერდა:[21]

გამარჯვებაში უდიდესი წილი ეკუთვნის ბაქოს ნავთობებს უშიშარ მომპოვებლებს. მათ დიდი წვლილი ეკუთვნით საბჭოთა ჯარის ყველა სამხედრო თავდასხმაში, საბჭოთა ტანკების ყველა ბრძოლაში, გერმანულ-ფაშისტურ ძალებთან ყოველ გამარჯვებაში.

1945 წლის 28 აპრილს, ფიოდორ ტოლბუხინი, საბჭოთა კავშირის მარშალი თავის სტატიაში სათაურით „დიდება აზერბაიჯანელ ერს“ დაწერა:[21]

„წითელი არმია აზერბაიჯანელი ერის დიდი მოვალეა, ისინი თავისი გაბედული მუშაობით დიდად დაგვეხმარეს მრავალ გამარჯვებაში. სტალინგრადში, დონსა და დონბასში, დნეპრის და დნესტრის სანაპიროებზე, ბელგრადში, ბუდაპეშტსა და ვენაში მყოფი ჯარისკაცები, მადლიერები არიან ბაქოს მუშების მიმართ.“

მეორე მსოფლიო ომი აზერბაიჯანულ მარკებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Баку и Северный Кавказ были основным источником нефти для всей экономики СССР.
  2. Митчем, стр. 135
  3. 3.0 3.1 ВОЙНА И ЭВАКУАЦИЯ В СССР. 1941—1942 годы/Г. А. Куманев.
  4. World War II and Azerbaijan. Vagif Agayev/Fuad Akhundov/Fikrat T. Aliyev/Mikhail Agarunov. Azerbaijan International. Summer 1995 (3.2)
  5. Новая Российская энциклопедия. Т. 3, ч. 1. Битва за Кавказ 1942—43
  6. «Очерки истории стальной магистрали Азербайджана» Б. И. Султанов, Баку, 1997.
  7. აზერბაიჯანული ნაწილები და შენაერთები
  8. აზერბაიჯანი დიდი სამამულო ომის პერიოდში
  9. Все дети - наши
  10. http://www.zerkalo.az/print.php?id=4066
  11. მე-8 აზერბაიჯანული პარტიზანული რაზმი
  12. 12.0 12.1 12.2 Азербайджанский партизан Ахмад Мишель
  13. Kaspiy
  14. Одиссея Медо
  15. Венок от соотечественников
  16. 16.0 16.1 V.A.Belyayeva (1957). Трудовой героизм рабочих Азербайджана в годы Великой Отечественной войны (1941—1945 гг.) (Russian). Baku: Aznefteizdat. 
  17. Братья и сестры по оружию
  18. Василий Истратов: «Без природных ресурсов Азербайджана не было бы победы в Великой Отечественной войне»: Политика, 8 мая 2007
  19. 19.0 19.1 Н. К. Байбаков. Моя родина — Азербайджан.
  20. 20.0 20.1 20.2 Андрей Соколов.. В годину тяжких испытаний. Нефть России. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-14.
  21. 21.0 21.1 В. В. Маяковский: «БАКУ»Страницы Баку.