ლენდ-ლიზი

ლენდ–ლიზი (ინგლ. lend — გასესხება და lease — იჯარით გაცემა) — სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით. სანაცვლოდ, ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდასა და კარიბის ზღვაში. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.
პროგრამის ფარგლებში ამერიკამ გასცა 50,1 მილიარდი დოლარის (2007 წლის ფასებით, დაახლოებით 700 მილიარდის ეკვივალენტი) ღირებულების დახმარება: 31,4 მილიარდი ბრიტანეთს, 11,3 მილიარდი საბჭოთა კავშირს, 3,2 მილიარდი საფრანგეთს და 1,6 მილიარდი ჩინეთს. საპირისპიროდ ლენდ–ლიზმა (მოკავშირეთა მიერ აშშ–სთვის გაწეული დახმარება) შეადგინა 7,8 მილიარდი დოლარი, აქედან 6,8 მილიარდი მოდის ბრიტანეთსა და თანამეგობრობის ქვეყნებზე.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Lend-Lease Shipments, World War II (Washington: War Department, 1946)
- Lend-Lease to the Soviet Union
- The Voice of Russia on the Allies and Lend-Lease Museum, Moscow
- Official New Zealand war history of Lend-lease, from War Economy
- Official New Zealand war history; termination of Mutual Aid from 21 December 1945, from War Economy
- Allies and Lend-Lease Museum, Moscow