ზიბა განიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზიბა განიევა
Zibə Qəniyeva
ეროვნება აზერბაიჯანელი
დაბადების თარიღი 20 აგვისტო 1923
დაბადების ადგილი შემახა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
გარდაცვალების თარიღი 2010 (86-87 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი რუსეთის დროშა რუსეთი
კუთვნილება საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ჯარის სახეობა სახმელეთო
სამხედრო სამსახურის წლები 1941-1943
წოდება უმცროსი ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები

ზიბა ფაშა კზი განიევა (აზერ. Qəniyeva Zibə Paşa qızı; დ. 20 აგვისტო 1923, შემახა, აზერბაიჯანი — გ. 2010, მოსკოვი,[1] რუსეთი) — აზერბაიჯანელი სნაიპერი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რადიო ოპერატორი და ჯაშუში. ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი აზერბაიჯანელი ქალი-სნაიპერი.[2] დაჯილდოვდა წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, „მოსკოვის თავდაცვის“ და I ხარისხის სამამულო ომის ორდენით. 1941 წლის 7 ნოემბერს, მოსკოვის კომუნისტური დივიზიის მე-3 ნაწილის შემადგენლობაში მონაწილეობდა წითელ მოედანზე აღლუმზე. მის ანგარიშზეა 129 მოკლული მტრის ჯარისკაცი.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიბა განიევა დაიბადა 1923 წლის 20 აგვისტოს აზერბაიჯანის ქალაქ შემახაში. ზიბას მამა აზერბაიჯანელი, დედა უზბეკი იყო. 14 წლის ასაკში გოგო ობოლი ხდება, როდესაც მშობლები ცოცხალი ჰყავს. 1937 წელს, ზიბას დედა სტალინის რეპრესიების მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი მამა - ფაშა განიევი, იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის ქალიშვილზე, რომ იგი გადაერჩინა.[3] იმავე წელს, ზიბა წავიდა ტაშკენტში, სადაც ის სასწავლებლად უზბეკეთის ფილარმონიის ქორეოგრაფიულ განყოფილებაში ჩააბარა. 1940 წელს, ზიბა გადმოდის მოსკოვში, სადაც შედის რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. უკვე, როგორც ლუნაჩარსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტი, ომის პირველ დღეებში, როგორც ასობით ათასი საბჭოთა სტუდენტი, ისიც მოხალისედ ჩაეწერა ფრონტზე. განიევას აგზავნიან მოკლევადიან კურსებზე, რომ შეისწავლოს ავტომატით სარგებლობა და სნაიპერული შაშხანიდან სროლა, ასევე ეცნობა დაზვერვის ხელოვნებას. 1941 წლის 7 ნოემბერს, მოსკოვის კომუნისტური დივიზიის მე-3 ნაწილის შემადგენლობაში მონაწილეობს წითელ მოედანზე აღლუმზე, რომლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ ფრონტზე მიდის.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაწვევა და სამხედრო სამსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლის 16 ოქტომბრიდან განიევა გახდა რკკა-ს (მუშა-გლეხთა წითელი არმია) წევრი. გაწვევის ადგილი – მოსკოვის ოლქის ქ. მოსკოვის კრასნოპრესენკის რაიონი.[4] იბრძოდა ლენინგრადის და ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე. როგორც რადიო ოპერატორი, 16-ჯერ გადავიდა სადაზვერვოდ ფრონტის ხაზი, საიდანაც რაციით გადმოსცა მტრის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.[5] დივიზიის ერთ-ერთ საუკეთესო სნაიპერად ითვლებოდა.[6]

1941 წლის ოქტომბერში, ზაბა ხდება მოსკოვის კომუნისტური დივიზიის მე-3 ნაწილის მსროლელი, სადაც აუმჯობესებს სნაიპერის უნარს. 1942 წლის იანვარში მოსკოვის კომუნისტური დივიზიის მე-3 ნაწილის ბაზაზე იქმნება 130-ე ქვეითი დივიზია. იმავე წლის გაზაფხულზე, დივიზიის შემადგენლობაში ჩამოდის ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე და იღებს საბრძოლო მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას. თავის მეგობარ კომსომოლ ნინა სოლოვეითან ერთად, ზიბა გახდა დივიზიაში სასნაიპერო ბრიგადის შექმნის.[7] 1942 წლის 12 აპრილიდან 23 მაისამდე, 151-ე ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში ზიბამ ლენინგრადის ოლქში 20 გერმანელი სამხედრო მოკლა, მათ შორის ორი ოფიცერი. სრული სამხედრო სამსახურის მანძილზე გაანდგურა 129 ოკუპანტი.

გმირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წლის 23 მაისს, ლენინგრადის ილქის მოლტოვიცკოს რაიონის სიფელ ვრაგოვოს ბრძოლისას, ზიბა განიევამ გმირობა ჩაიდინა. უფროსობისგან ბრძანების თანახმად, რომელიც შეიცავდა გარმანული გარნიზონის განადგურებას სოფ. ვრაგოვოსთან, განიევამ სოფლის აღმოსავლეთიდ სტრატეგიული აღმართი დაიკავა. როდესაც სატანკო თავდასხმის შედეგად გერმანელები დაიწყეს სოფლიდან უკან დახევას, განიევამ 9 კაციანი ჯგუფი შექმნა და წამოიწყო სასნაიპერო ცეცხლი გერმანელების წინააღმდეგ. თვითონ ზიბამ წინ წამოეწია და 6 გერმანელი მოკლა. ამ დროს უმცროსი ლეიტენანტის მარჩენკოს მეთაურობით ოპერატიული ჯგუფი უკვე სოფელში იმყოფებოდა. შემდეგ მარჩენკომ განიევას სთხოვა საცეცხლო მხარდაჭერა. განიევა უფროსობისგან ბრძანების მიღების მომენტში, შეკრიბა 15 კაციანი ჯგუფი და წავიდა მარჩენკოს დასახმარებლად. გზად სოფელში, ჯგუფი ავტომატიდან ცეცხლის ქვეშ მოექცა. განიევამ კიდევ ერთ მებრძოლთან ერთად შემოუარა შენობას, საიდან ისროდნენ, და მოკლა მტერი. ამ დროს, იწყება ძლიერი სროლა ნაღმტყორცნებიდან, რის შედეგადაც განიევა დაიჭრა. მაგრამ იმ დროისთვის მარჩენკოს ჯგუფი მოაღწია და ერთობლივი ძალებით შეუტიეს გერმანელებს.[8]

ჰოსპიტალში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მძიმე დაჭრილობით განიევამ ჰოსპიტალში 11 თვე გაატარა. ამ დროის მანძილზე მას უვლიდა რუსი ექთანი მარია ფედეროვნა, რომელიც მიხეილ კალინინის პოსტის მემკვიდრის, ნიკოლოზ შვერნიკის მეუღლეა. 11 თვის შემდეგ მარიამ ზიბა განიევა შვილად იაყვანა.[9]

სამხედრო წვლილისთვის განიევამ სხვადასხვა ორდენი მიიღო.[10]

ომის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შემდეგ განიევამ ცნობილ აზერბაიჯანელ დიპლომატს ტოფიკ კადიროვს გაყვა ცოლად, რომელიც იმ მომენტისთვის სსრკ-ს ელჩი იყო თურქეთში. შემდეგ განიევამ ქმართან ერთად მოსკოვში დაბრუნდა საცხოვრებლად.[11] მათ ეყოლათ ვაჟიშვილი - მარათ კადიროვი.[12] განიევა დაკავდა ისტორიით და გახდა აღმოსავლეთმცოდნე, შემდეგ პროფესორად და ბოლოს ფილოლოგიური მეცნიერების კანდიდატი.[13]

განიევა გადაიღეს ფილმში «Тахир и Зухра» (თაჰირი და ზუჰრა), სადაც ითამაშა სპარსელი შაჰინშაჰის როლი.[3]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • В. С. Мурманцева — «Женщины в солдатских шинелях». Воениздат, М. 1971 г.
  • Александр Гритченко: «Героизм сынов и дочерей Азербайджана». Баку, «Военное Издательство», 2009.
  • Исбах А. А.: «Вставай, страна огромная… Рассказы о Великой Отечественной войне. Зиба Ганиева.» Худож. лит., 1969. — Т.2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azerbaijani women snipers: fragile, but fearless(ინგლისური)
  2. Ганиева Зиба-первая Азербайджанская женщина снайпер. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-09-11.
  3. 3.0 3.1 3.2 Таир Салахов «Город моей молодости»[მკვდარი ბმული]
  4. Ганиева Зиба — архивные документы
  5. МОУ Красноярская СОШ: «Женщины в годы войны».
  6. «Из боевого пути нашей части. НА защите Москвы!»[მკვდარი ბმული]
  7. Справка политотдела 53-й гвардейской краснознаменной стрелковой дивизии о комсомольской организации дивизии, в частности, о подвигах бойцов членов ВЛКСМ[მკვდარი ბმული]
  8. СНАЙПЕР-РАЗВЕДЧИК РККА ЗИБА ГАНИЕВА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-15. ციტირების თარიღი: 2016-09-11.
  9. Удивительная судьба и подвиги Зибы Ганиевой для нас, молодежи послевоенной страны, служили примером беззаветной храбрости и патриотизма.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2016-09-11.
  10. Ганиева Зиба
  11. Белые страницы Москвы: Зиба Паша кызы Ганиева. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-12. ციტირების თარიღი: 2016-09-11.
  12. Белые страницы Москвы: Марат Кадыров. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: 2016-09-11.
  13. Советские женщины в Великой Отечественной войне