გორხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორხანა (სპარს. – საფლავის სახლი) — მაჰმადიანური სასაფლაო თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე.

ადგილმდებარეობას მიანიშნებს 1748 წელს აბდულა-ბეგის წინააღმდეგ თბილისთან მეფე ერეკლე II-ის მიერ გამართული ერთ-ერთი ბრძოლის ამასახველი მასალა: „აბდულა-ბეგ წავიდა განჯას... ხუთი ათასი კაცი წამოასხა ყაზილ-ბაშის ჯარი და მოადგა ქალაქს ტფილისს. ტფილისიდან ქუევითი ჯარი გავიდა. გორხანის თავზედ... ტფილის ჯარმან გაიმარჯუა“. ეს მოხდა 1748 წელს, „ბზობის პარასკევი დღე იყო“.[1] აღნიშნული ამბავი პაპუნა ორბელიანსაც აქვს მოთხრობილი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მეფე ერეკლე II „გაბრძანდა ქალაქით ომად... ავიდნენ ესენი თაბორისაკენ“ (ქრონიკებში — „გორხანის თავზედ“, სწორედ იქ, სადაც თაბორია).

1877 წელს მსჯელობა იყო თბილისში არსებული სასაფლაოების მათ შორის „თათრების გორხანა ნარიყალას ციხის ძირში“ გადაეტანათ ქალაქ გარეთ ნავთლუღში.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]