მირზა შაფი ვაზეჰი
მირზა შაფი ვაზეჰი | |
---|---|
აზერ. میرزا شفیع واضح | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 1794[1] |
დაბადების ადგილი | განჯა |
გარდაცვალების თარიღი | 16 ნოემბერი, 1852 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონი |
ფსევდონიმი | Vazeh |
საქმიანობა | პოეტი, კალიგრაფი, მწერალი, პედაგოგი და მასწავლებელი |
ენა | აზერბაიჯანული ენა და სპარსული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია განჯის სახანო |
ჟანრი | პოეზია |
მირზა შაფი ვაზეჰი (აზერ. Mirzə Şəfi Vazeh, დ. დაახლ. 1792-1796, განჯა, — გ. 16 ნოემბერი, 1852, თბილისი) — აზერბაიჯანელი პოეტი, განმანათლებელი, კალიგრაფი.
დაიბადა განჯის ხანის ჯავადის კარის ხუროთმოძღვრის ოჯახში. საწყისი განათლება მშობლიურ განჯაში, მადრასაში მიიღო, სადაც არაბული და სპარსული ენები შეისწავლა. ოჯახის წევრების გარდაცვალების შემდეგ სწავლა შეწყვიტა. ამ პერიოდში თავის რჩენა გადამწერობით უხდებოდა, მოგვიანებით კი მუშაობდა მდივნად და ხარჯთაღმწერად ჯავად-ხანის ქალიშვილის ფუსთა-ხანუმის მამულში. 1840 წლიდან თბილისის სამაზრო სასწავლებელში ასწავლიდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებს. 1844 წელს დააარსა ლიტერატურულ-ფილოსოფიური წრე „სიბრძნის სკოლა“. 1846-1850 წლებში მასწავლებლობდა განჯაში, შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდა. ვაზეჰის შემოქმედება შეიცავს ფილოსფიურ ლირიკას, სატირული ჟანრის ნაწარმოებებს, სატრფიალო ლექსებს და სხვ. თბილისს უძღვნა ლექსი „დამშვიდობება თბილისთან“. მისი თხზულებების დედნები, მცირე გამონაკლისის გარდა, შემორჩენილი არ არის. მსოფლიო მას იცნობს გერმანელი პოეტის ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტის თარგმანით („ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“, 1850 და „მირზა შაფის სიმღერები“, 1851).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოდენშტედტი ფ., ათას ერთი დღე აღმოსავლეთში, თბ., 1965.
- შაყულაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- Рафили М., Мирза Шафи в мировой литературе, Баку, 1958.
- Сейдзаде А. А., Мирза-Шафи Садыкоглы Вазех, Баку, 1969.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Národní autority České republiky