შინაარსზე გადასვლა

შალვა აბრამიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აბრამიშვილი, შალვა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბრამიშვილი.

შალვა იოსების ძე აბრამიშვილი (დ. 26 აგვისტო, 1903, თიანეთი ― გ. 5 აპრილი, 1973, თბილისი) — ქართველი მხატვარ-რესტავრატორი.

1929 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1930-იდან მუშაობდა მხატვარ-რესტავრატორად. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961). აბრამიშვილმა აღადგინა შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის მრავალი ძეგლი (ალავერდი, გელათის მონასტერი, ვანის ქვაბები, ვარძია, კორცხელი, ნეკრესი, სამთავისი, სამთავრო, უდაბნო, ყინწვისი, წალენჯიხა). მისივე ხელმძღვანელობით მოიხსნა და საგანგებოდ იქნა დაცული წილკნისა და ზედაზნის ფრესკები, სვეტიცხოვლის მხატვრობის ნაწილი.