აბისალური ვაკეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბისალური ვაკეები — ღრმა ზღვის ვაკეები ოკეანურ ქვაბულებსა და განაპირა ზღვების ღრმულებში. გავრცელებულია ოკეანის საგებისა და გარდამავალი ზონის ფარგლებში. მორფოლოგიურად გამოყოფენ ბრტყლ და ბორცვიან აბისალურ ვაკეებს.

ბრტყელი აბისალური ვაკე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრტყელი აბისალური ვაკე მოსწორებული ზედაპირია, რომლის დაქანება 0,001 არ აღემატება. აქ მხოლოდ ცალკეული ვულკანური წარმოშობის მთები გვხვდება. ასეთი აბისალური ვაკეები ამოვსებულია ფაშარი ნალექებით (ფორამინიფერული და დიატომური შლამი, ხოლო პოლარულ წყლებში — გლაციალურ-ზღვიური ნალექები). მაგალითად, ჰატერასი, ბისკაისა და ანგოლის აბისალური ვაკეები ატლანტის ოკეანეში.

ბორცვიანი აბისალური ვაკე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასეთი აბისალური ვაკის რელიეფი მეტად დანაწევრებულია. სიღრმეთა სხვაობა 500-დან 1000 მეტრამდეა. ზედაპირი დაფარულია ბორცვებითა და სერებით, ხშირია მთებიც. ფსკერზე ღრმა წყლის ნალექებია. ბორცვიანი აბისალური ვაკეები გავრცელებულია უმეტესად წყნარსა და ინდოეთის ოკეანეებში, ნაკლებად — ატლანტის ოკეანეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]