აარონ კრესველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აარონ კრისველი)
აარონ კრესველი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
აარონ უილიამ კრესველი
დაბადების
თარიღი
15 დეკემბერი, 1989 (1989-12-15) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
ლივერპული, ინგლისი
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვესტ ჰემ იუნაიტედი
ნომერი 2
ახალგაზრდული კარიერა
2005–2008 ტრანმირ როვერსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008–2011 ტრანმირ როვერსი 70 (5)
2011–2014 იფსვიჩ თაუნი 132 (6)
2014– ვესტ ჰემ იუნაიტედი 283 (10)
ეროვნული ნაკრები
2016–2017 ინგლისი 3 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 მაისი, 2023

აარონ უილიამ კრესველი (ინგლ. Aaron William Cresswell; დ. 15 დეკემბერი, 1989) — ინგლისელი ფეხბურთელი. „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ მარცხენა მცველი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ ლივერპულში. ფეხბურთის თამაში დაიწყო 8 წლის ასაკიდან, 12 წლის ასაკიდან აარონი ირიცხება „ტრანმირ როვერსის“ რიგებში, სადაც ის 2011 წლამდე რჩება, მან ამ გუნდში 70 თამაშში 5 გოლის გატანა მოახერხა. შემდეგ გადავიდა „იფსვიჩ თაუნში“, სადაც 3 წელი გაატარა და 132 თამაშში 6 გოლი შეაგდო. 2014 წლიდან იცავს „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ღირსებას.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კრესველი პირველად 2016 წლის 7 ნოემბერს გამოიძახეს, მას შემდეგ, რაც დენი დრინკუოტერს ტრავმის გამო გუნდის დატოვება მოუწია.[1] ინგლისელებს იმ დროს ორი შეხვედრა უნდა ჩაეტარებინათ — პირველი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი შოტლანდიასთან და მეორე, ამხანაგური მატჩი ესპანეთთან.

კრესველის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის 15 ნოემბერს, „უემბლიზე“, ესპანეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა, მოედანზე იგი დენი როუზის ნაცვლად შემოვიდა. შეხვედრა ფრედ 2–2 დამთავრდა.[2]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვესტ ჰემ იუნაიტედი

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „იფსვიჩ თაუნის“ წლის საუკეთესო მოთამაშე: 2011–12[4]
  • „იფსვიჩ თაუნის“ სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი: 2012–13[5]
  • ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის წლის გუნდის წევრი: 2013–14[6]
  • „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ წლის საუკეთესო მოთამაშე: 2014–15[7]
  • „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ წლის ჩაქუჩი: 2014–15[7]

სანაკრებო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „England call up Aaron Cresswell and Jordan Pickford for Scotland qualifier“. The Guardian. London. 7 ნოემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. McNulty, Phil (15 ნოემბერი, 2016). „England 2–2 Spain“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. Stone, Simon (7 ივნისი, 2023). „Fiorentina 1–2 West Ham United: Jarrod Bowen goal decides Europa Conference League final“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. Gooderham, Dave (22 აპრილი, 2012). „Aaron Cresswell wins Supporters Player of the Year“. East Anglian Daily Times. Ipswich. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-06. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. „Chambers Players' Player of the Year“. TWTD.co.uk. 13 აპრილი, 2019. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. „Luis Suarez: Liverpool striker wins PFA Player of the Year award“. BBC Sport. 28 აპრილი, 2014. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. 7.0 7.1 Aaron completes Player Awards hat-trick!. West Ham United F.C. (6 მაისი, 2015).