მიხეილ კუზმინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ კუზმინი
დაბადების თარიღი 6 (18) ოქტომბერი, 1872[1] [2] ან 18 ოქტომბერი, 1872(1872-10-18)[3] [2]
დაბადების ადგილი იაროსლავლი
გარდაცვალების თარიღი 1 მარტი, 1936(1936-03-01)[4] [5] [6] [7] [3] [2] (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
საქმიანობა კომპოზიტორი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი და პოეტი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორია
ჟანრი პოეზია, რომანი, ლირიკა და მოთხრობა
ნათესავ(ებ)ი Ekaterina Ofrena
ხელმოწერა

მიხეილ კუზმინი (რუს. Михаил Кузмин, დ. 18 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 6 ოქტომბერი] , 1872, იაროსლავლი — გ. 1 მარტი, 1963,ლენინგრადი) — რუსი პოეტი, ვერცხლის საუკუნის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მთარგმნელი, პროზაიკოსი, კომპოზიტორი. დაიბადა 1872 წლის 6 (18) ოქტომბერს, ქალაქ იაროსლავლში, აზნაურ ალექსეი კუზმინისა და მისი მეუღლის, ნადეჟდა კუზმინას ოჯახში. მისი ოჯახი 1884 წელს საცხოვრებლად სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც მიხეილი ჯერ მე-8 გიმნაზიაში, ხოლო შემდეგ კი კონსერვატორიაში სწავლობდა ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვთან. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია გიორგი ჩიჩერინთან მეგობრობამ და მიმოწერამ, ასევე ეგვიპტეში, იტალიასა და შემდგომ უკვე რუსეთის ჩრდილოეთში მოგზაურობამ. გარდაიცვალა 1936 წლის 1 მარტს, კუიბიშევის (მარიინსკის) საავადმყოფოში, ლენინგრადში. დაკრძალულია ვოლკოვოს სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]