სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსერვატორია (2013 წლის მდგომარეობით)

ნ. ა. რიმსკი-კორსაკოვის სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორია (რუს. Санкт-Петербургская государственная консерватория имени Н. А. Римского-Корсакова) — მუსიკალური სკოლა რომელიც მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთში. 2004 წელს კონსერვატორიას ჰყავდა ფაკულტეტთა 275 წევრი და 1,400 სტუდენტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრის მოედანი და კონსერვატორია 1913 წლის მდგომარეობით

კონსერვატორია 1862 წელს რუსმა პიანისტმა და კომპოზიტორმა ანტონ რუბინშტეინმა დააარსა. რუბინშტეინის გადადგომიდან, 1867 წლიდან კონსერვატორიას ზარემბა განაგებდა. ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი პროფესორად დაინიშნა 1871 წელს, ხოლო კონსერვატორიამ მისი სახელი 1944 წელს მიიღო. 1887 წელს, საერთო სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, რუბინშტეინი დაბრუნდა კონსერვატორიაში. მან გადახედა სასწავლო პროგრამას, უნივერსიტეტიდან გაუშვა დაბალი მოსწრების სტუდენტები, თანამდებობიდან გაათავისუფლა მრავალი პროფესორი, ხოლო მისაღები გამოცდის მოთხოვნები უფრო მკაცრი გახადა. 1891 წელს მან კვლავ დატოვა დირექტორის პოსტი.

ამჟამინდელი შენობა აშენებულია 1890-იან წლებში სანქტ-პეტერბურგის ძველი დიდი თეატრის ადგილზე.

სკოლის კურსდამთავრებულთა შემადგენლობაში შედიან ისეთი შესანიშნავი კომპოზიტორები, როგორებიცაა: პეტრე ჩაიკოვსკი, სერგეი პროკოფიევი, არტურ კაპი და რუდოლფ ტობიასი და დმიტრი შოსტაკოვიჩი, რომლებიც 1960-იან წლებში კონსერვატორიაში ასწავლიდნენ; ამან კონსერვატორიას დამატებითი „პოპულარობა/დიდება“ მოუტანა.

კომპოზიტორი ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვი თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში ასწავლიდა კონსერვატორიაში; მისი ბრინჯაოს ძეგლი შენობის გარეთ თეატრის მოედანზე მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]