Strawberry Jam

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Strawberry Jam
სტუდიური ალბომი - Animal Collective
გამოცემის თარიღი 10 სექტემბერი, 2007
ჩაწერის თარიღი იანვარი 2007[1]
ჟანრი ელექტრონიკა, ამბიენტი, არტ როკი, ფსიქ პოპი
ხანგრძლივობა 43:36
ლეიბლი Domino
პროდიუსერი Animal Collective[2]
Animal Collective-ის სტუდიური ალბომები - ქრონოლოგია
Feels
(2005)
Strawberry Jam
(2007)
Merriweather Post Pavilion
(2009)
სინგლები ალბომიდან Strawberry Jam
  1. Peacebone
    გამოვიდა: 13 აგვისტო, 2007
  2. Fireworks
    გამოვიდა: 5 ნოემბერი, 2007
 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic (79/100)[3]
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars[4]
Drowned in Sound (10/10)[5]
NME (8/10)[6]
No Ripcord (1010)[7]
Pitchfork Media (9.3/10)[8]
Punknews.org 4.5/5 stars[9]
Rockfeedback 5/5 stars[10]
Stylus Magazine B−[11]
Tiny Mix Tapes 3.5/5 stars[12]

Strawberry Jam — ჯგუფ Animal Collective-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2007 წლის 11 სექტემბერს.[1] ესაა ჯგუფის პირველი ალბომი, გამოცემული Domino Records-ზე. ალბომის სახელი და სიმღერების ჩამონათვალი Geologist-მა გაამხილა ინტერნეტ-ფორუმზე Collected Animals, 2007 წლის 16 მაისს.[13] Strawberry Jam-მა პრესაში ძირითადად დადებითი გამოხმაურება მიიღო. ზოგი მის ჟღერადობას ჯგუფის ევოლუციაში წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს უწოდებდა. ალბომი მოხვდა ბილბორდის ტოპ 200-ში და დაიკავა 72-ე ადგილი. [14]

ალბომის iTunes ვერსიაში შედიოდა Cuckoo Cuckoo-ს საკონცერტო ჩანაწერი, Peacebone-ის ვიდეო და ციფრული ბუკლეტი.

ჩაწერა[რედაქტირება]

ალბომი ჩაიწერა სტუდია Wave Lab-ში, შტატ არიზონის ქალაქ ტუსონში. ბრაიან ვეიტცმა ახსნა ამ სტუდიის არჩევის მიზეზი Collected Animals-ის ფორუმზე [2]:

მე და დეივი რამდენიმე თვის წინ ვსაუბრობდით ჩასაწერ გარემოზე და ერთ-ერთმა ჩვენგანმა თქვა, იქნებ კარგი იყოს, უდაბნოს ჩანაწერი გავაკეთთო? და ყველამ ვიფიქრეთ, რატომაც არა, ასეთი რამ ჯერ არ გაგვიკეთებია და მგონი ეს შეეფერება სიმღერებს და იმ ჟღერადობას, რომელიც ჩვენ გვინდა. შეიძლება ეს ვერავინ გაიგოს ჩვენს გარდა, იმიტომ რომ როდესაც უდაბნოზე ფიქრობ, გაგონდება გიტარის წკრიალა ხმა, მორიკონეს საუნდტრეკები და ინდიელ მოჩვენებასთან ერთად მოსეირნე ჯიმ მორისონი. მაგრამ ჩვენ ამას ასე არ ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ ბევრი სტუდია სამხრეთ კალიფორნიიდან ნიუ მექსიკომდე და ამოვარჩიეთ ტუსონის სტუდია. თანაც მე დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდი ტუსონის მახლობლად.

ალბომი[რედაქტირება]

გამოცემამდე ბილბორდთან ინტერვიუში Deakin-მა განაცხადა, რომ სიმღერების უმეტესობა სრულდებოდა 2005-2006 წლებში ჯგუფის კონცერტებზე. თუმცა იქნებოდა რამდენიმე ახალი სიმღერა, რომლებიც არასდროს შესრულებულა.[15]

ორი სიმღერა, რომლებიც კონცერტებზე სრულდებოდა, Safer და Street Flash, არ შევიდა ალბომში. ამასთან დაკავშირებით Avey Tare-მა ფანებს მისწერა, რომ მათ ჩაწერეს ორივე სიმღერის სტუდიური ვერსია, მაგრამ გადაწყვიტეს არ შეეტანათ ალბომში. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, მათი სიგრძე იყო. საბოლოოდ Safer გამოიცა ალბომის პირველი სინგლის Peacebone-ის B-მხარეზე, ხოლო Street Flash და სხვა სტუდიური ნარჩენები შევიდა 2008 წლის EP დისკში Water Curses.

სახელი და ყდა[რედაქტირება]

სახელი Strawberry Jam Panda Bear-ის იდეა იყო. ერთხელ მან გახსნა ჯემის შეკვრა და ისე მოეწონა მისი შესახედაობა, რომ გამოთქვა სურვილი, მათი ახალი ალბომის ჟღერადობა ისეთივე ყოფილიყო, როგორც ჯემი გამოიყურებოდა. სინთეტიკური, ბასრი და ფუტურისტული შესახედაობის, მაგრამ ამავე დროს გემრიელი და ტკბილი.[16]

გარეკანის დიზაინი ეკუთვნის Avey Tare-ს. დამატებითი დიზაინი კი რობ კარმაიკლმა გააკეთა, რომელთანაც ჯგუფმა რამდენიმე სხვა პროექტზეც ითანამშრომლა.

გაჟონვა ინტერნეტში[რედაქტირება]

ალბომის ინტერნეტში გაჟონვა 2007 წლის 12 ივნისს იმით იყო აღსანიშნავი, რომ ის გამოჩნდა სამ სამსიმღერიან ნაწილად რამდენიმე კვირის განმავლობაში. Geologist-მა ფორუმზე დაწერა, რომ ალბომის სარეკლამო ასლები ციფრულად დანიშნული იყო და გაირკვეოდა იმ ჟურნალისტების სახელები, ვინც სიმღერები გაავრცელა.[17] 19 ივნისს ჯგუფის პუბლიცისტმა მუსიკალურ ჟურნალისტებს მისწერა, რომ დამნაშავის ვინაობა დაადგინეს და მას დიდი უსიამოვნება შეექმნა. იგი კინაღამ დაითხოვეს სამსახურიდან და ასევე აიძულეს ბოდიშის წერილი მიეწერა პერსონალისთვის და Domino Records-ის ხელმძღვანელობისთვის.[18]

Panda Bear-მა Shout Mouth-თან ინტერვიუში ისაუბრა ჯგუფის მოსაზრებაზე გაჟონვასთან დაკავშირებით:[19]

ვიკიციტატა
„ერთადერთი, რაც გვწყინს, ისაა, რომ მხოლოდ ნაწილი გავრცელდა. მგონი ექვსი სიმღერაა გაჟონილი. ხალხს არ შეუძლია, მთლიანად მოისმინონ ალბომი, რაც ყველას გვაბრაზებს. ასე რომ, თუ გვისმენთ გამჟონავებო, დადეთ დარჩენილი სამი სიმღერაც, მალე.“

დარჩენილი სამი სიმღერა —-Fireworks, Cuckoo Cuckoo და Derek გავრცელდა 4 ივლისს.

სიმღერების სია[რედაქტირება]

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Peacebone   5:13
2. Unsolved Mysteries   4:25
3. Chores   4:30
4. For Reverend Green   6:34
5. Fireworks   6:50
6.
  1. 1  
4:32
7. Winter Wonder Land   2:44
8. Cuckoo Cuckoo   5:42
9. Derek   3:01
10. Cuckoo Cuckoo (საკონცერტო, iTunes-ის ბონუსი) 6:43

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Strawberry_Jam&oldid=2698011“-დან