Merriweather Post Pavilion (ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Merriweather Post Pavilion
სტუდიური ალბომი - Animal Collective
გამოცემის თარიღი 6 იანვარი, 2009
ჩაწერის თარიღი თებერვალი 2010
ჟანრი ინდი როკი, ნეო-ფსიქოდელია, ექსპერიმენტული როკი
ხანგრძლივობა 54:42
ლეიბლი Domino
პროდიუსერი ბენ ჰ. ალენი, Animal Collective
Animal Collective-ის სტუდიური ალბომები - ქრონოლოგია
Strawberry Jam
(2007)
Merriweather Post Pavilion
(2009)
Centipede Hz
(2012)
სინგლები ალბომიდან Merriweather Post Pavilion
  1. My Girls
    გამოვიდა: 23 მარტი, 2009
  2. Summertime Clothes
    გამოვიდა: 29 ივნისი, 2009
  3. Brother Sport
    გამოვიდა: 9 ნოემბერი, 2009
 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic 89/100[1]
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4.5/5 stars[2]
The A.V. Club (A)[3]
BBC Music (სასურველი)[4]
Drowned in Sound 9/10 stars[5]
NME (8/10)[6]
Pitchfork (9.6/10)[7]
PopMatters (9/10)[8]
Slant 5/5 stars[9]
Tiny Mix Tapes 4.5/5 stars[10]
Uncut 5/5 stars[11]

Merriweather Post Pavilion — ამერიკული ინდი როკ ჯგუფ Animal Collective-ის მერვე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 2009 წლის იანვარში. ალბომის სახელი აღებულია კოლუმბიაში, მერილენდში მდებარე საკონცერტო არენის სახელწოდებიდან. მისი ხანგრძლივობა თითქმის 55 წუთია და ჯგუფის ყველაზე ხანგრძლივი ალბომია სადებიუტო Spirit They're Gone, Spirit They've Vanished-ის შემდეგ. თავდაპირველად გეგმაში იყო ალბომის გამოსვლი შემდეგ Merriweather Post Pavilion-ზე კონცერტის გამართვა, თუმცა ეს იდეა არ განხორციელდა. ალბომი ჩაიწერა გიტრისტის, Deakin-ის გარეშე, რომელმაც პირადი მიზეზების გამო გადაწყვიტა შეესვენა ჯგუფისგან.

კრიტიკოსების გამოხმაურება[რედაქტირება]

ალბომმა დადებითი გამოხმაურება მიიღო კრიტიკოსებისგან. Metacritic-ზე მისი საშუალო ქულა, 36 მიმოხილვაზე დაყრდნობით, იყო 89. მიუხედავად იმისა, რომ ალბომი იანვარში გამოვიდა, ის თავიდანვე დაასახელეს 2009 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად.

კრიტიკოსები წერდნენ, რომ ეს იყო Animal collective-ის ყველაზე ადვილად მოსასმენი ალბომი, მათ წინა უფრო ავანგარდულ ნამუშევრებთან შედარებით. Pitchfork Media-მ ალბომს მიანიჭა 9.6 ქულა 10-დან, მოგვიანებით კი დაასახელა 2009 წლის საუკეთესო ალბომად და ასევე შეიყვანა 2000-იანი წლების 200 საუკეთესო ალბომის სიაში მე-14 ადგილზე.[12] 2009 წლის საუკეთესო ალბომად Merriweather Post Pavilion ასევე დაასახელეს ჟურნალმა Clash[13], Spin Magazine-მა[14], Entertainment Weekly-მ[15] და KEXP-მა. Rolling Stone-ის სიაში ის 14-ე ადგილზე მოხვდა.[16]

ყდა[რედაქტირება]

ალბომის გარეკანზე გამოსახულია ოპტიკური ილუზია, რომელიც დაფუძნებულია იაპონელი ფსიქოლოგის აკიიოში კიტაიოკას ნაშრომებზე. მისი დათვალიერებისას ადამიანს ეჩვენება, თითქოს ნახატი ტალღისებურად მოძრაობს.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — Animal Collective, გარდა მითითებულისა.. 

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. In the Flowers   5:22
2. My Girls   5:40
3. Also Frightened   5:14
4. Summertime Clothes   4:30
5. Daily Routine   5:46
6. Bluish   5:13
7. Guys Eyes   4:30
8. Taste   3:53
9. Lion in a Coma   4:12
10. No More Runnin   4:23
11. Brother Sport   5:59

პერსონალი[რედაქტირება]

  • Avey Tare – ვოკალი, ელექტრონიკა, სემპლები, კლავიშები, გიტარა, პერკუსია
  • Panda Bear – ვოკალი, სემპლები, ელექტრონიკა, პერკუსია
  • Geologist – ელექტრონიკა, სემპლები
  • ბენ ალენი – ხმის ინჟინერია, მიქშირება
  • აარონ ერსოი – ასისტენტი ინჟინერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Merriweather Post Pavilion Reviews, Ratings, Credits, and More at Metacritic. Metacritic.com. წაკითხვის თარიღი: 2011-12-04.
  2. Bush, John. (2009-01-20)Merriweather Post Pavilion - Animal Collective. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 2011-12-04.
  3. Battaglia, Andy. (2009-01-20)Animal Collective: Merriweather Post Pavilion | Music | Music Review. The A.V. Club. წაკითხვის თარიღი: 2011-12-04.
  4. Music - Review of Animal Collective - Merriweather Post Pavilion. BBC. წაკითხვის თარიღი: 2011-12-04.
  5. Lukowski, Andrzej. (2009-01-12)Animal Collective - Merriweather Post Pavilion / Releases / Releases // Drowned In Sound. Drownedinsound.com. წაკითხვის თარიღი: 2011-12-04.
  6. NME Album Reviews - Animal Collective. Nme.Com (2009-01-09). წაკითხვის თარიღი: 2011-12-04.
  7. Richardson, Mark. (2009-01-05)Animal Collective: Merriweather Post Pavilion | Album Reviews. Pitchfork. წაკითხვის თარიღი: 2011-12-04.
  8. Raper, Dan. Animal Collective: Merriweather Post Pavilion < PopMatters. Popmatters.com. წაკითხვის თარიღი: 2011-12-04.
  9. Animal Collective: Merriweather Post Pavilion | Music Review. Slant Magazine (2009-01-19). წაკითხვის თარიღი: 2011-12-04.
  10. Animal Collective: Merriweather Post Pavilion | Music Review. Tiny Mix Tapes (2009-). წაკითხვის თარიღი: 2012-2-12.
  11. Album review: Animal Collective - Merriweather Post Pavilion - Review. Uncut.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2011-12-04.
  12. http://pitchfork.com/features/staff-lists/7710-the-top-200-albums-of-the-2000s-20-1/
  13. http://www.clashmusic.com/feature/clash-album-of-2009-animal-collective-merriweather-post-pavillion
  14. http://www.spin.com/gallery/40-best-albums-2009?page=40#main
  15. http://www.ew.com/ew/gallery/0,,20326356_20333365_10,00.html
  16. http://www.rollingstone.com/news/story/31421097/the_25_best_albums_of_2009/11