Avey Tare
| Avey Tare | ||
|---|---|---|
Avey Tare 2007 წლის სექტემბერში
|
||
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | დევიდ პორტნერი | |
| ასევე ცნობილი როგორც |
Avey Tare | |
| დაიბადა | 24 აპრილი, 1979 | |
| ჟანრ(ებ)ი | ექსპერიმენტული როკი ელექტრონული მუსიკა ფოლკ მუსიკა New Weird America ფრიკ ფოლკი |
|
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა, პიანინო, სინთეზატორი, პერკუსია | |
| აქტიური | 2000 - დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Paw Tracks, FatCat Records, Domino Records, Catsup Plate, St. Ives | |
| ასოციაციები | Animal Collective, Avey Tare & Kría Brekkan, Terrestrial Tones | |
| საიტი | http://www.myanimalhome.net | |
დევიდ მაიკლ პორტნერი[1] (დ. 24 აპრილი, 1979), ცნობილი მეტსახელით Avey Tare — ამერიკელი მუსიკოსი, Animal Collective-ის წევრი. ის ცხოვრობს ბრუკლინში, ნიუ-იორკში.[2]
სექციების სია |
Animal Collective [რედაქტირება]
პორტნერმა ჯოშ დიბი (Deakin), ნოა ლენოქსი (Panda Bear) და ბრაიან ვეიტცი (Geologist) სკოლაში გაიცნო. წლების განმავლობაში ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ მუსიკალურ იდეებს და უკრავდნენ სხვადასხვა შემადგენლობით. Avey Tare-მა ჩაწერა Spirit They're Gone, Spirit They've Vanished Panda Bear-თან ერთად და გამოუშვა ის ჯგუფის საკუთარ ლეიბლზე Animal, 2000 წელს. ეს ალბომი ითვლება Animal Collective-ის პირველ ოფიციალურ ჩანაწერად.
სკოლის დამთავრების შემდეგ Avey Tare და Geologist გადავიდნენ ნიუ-იორკში სწავლის გასაგრძელებლად. საბოლოოდ Panda Bear და Deakin-იც ნიუ-იორკში გადავიდნენ და ჯგუფმა უფრო მჭიდროდ დაიწყო თანამშრომლობა. საბოლოოდ მათ შეარჩიეს სახელი "Animal Collective".
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი სიმღერებს ერთობლივი ძალებით ქმნის და არ ჰყავს ტიპიური ლიდერი, Avey Tare-ს სხვა წევრები უწოდებენ "სიმღერების მთავარ ავტორს". 'Spirit They've Gone Spirit They've Vanished'-ის (რომელიც მთლიანად პორტნერმა დაწერა) შემდეგ გამოსულ ყველა ჩანაწერზე სიმღერების ნახევარზე მეტი მისი დაწერილია.
სხვა პროექტები [რედაქტირება]
Avey Tare-ის სხვა პროექტები და ჩანაწერებია Terrestrial Tones Black Dice-ის ერიკ კოუპლენდთან ერთად, საერთო 12" დევიდ გრაბსთან ერთად და ალბომი მის მაშინდელ მეუღლესთან კრისტინ ანნა ვალისდოტირთან (ასევე ცნობილი როგორც კირა ბრეკანი) ერთად - Pullhair Rubeye. თავისი პირველი სოლო ალბომი "Down There" მან 2010 წლის ოქტომბერში გამოუშვა.
პირადი ცხოვრება [რედაქტირება]
მისი და ები პორტნერი არის მუსიკოსი და მხატვარი, ის ქმნის Animal Collective-ის ზოგიერთი ჩანაწერის გაფორმებას. პორტნერი გაშორებულია ცოლთან.
სოლო დისკოგრაფია [რედაქტირება]
ალბომები [რედაქტირება]
- Down There (2010, Paw Tracks)
სინგლები [რედაქტირება]
- Lucky (2010, Paw Tracks)
- Crumbling Land (2003, Fat Cat Records) (საერთო 12" დევიდ გრაბსთან ერთად)
Animal Collective-თან ერთად [რედაქტირება]
ალბომები [რედაქტირება]
- Spirit They're Gone, Spirit They've Vanished (2000) - Animal
- Danse Manatee (2001) - Catsup Plate
- Hollinndagain (2002, 2006) - St. Ives, Paw Tracks
- Campfire Songs (2003) - Catsup Plate
- Here Comes the Indian (2003) - Paw Tracks
- Sung Tongs (2004) - FatCat Records
- Feels (2005) - FatCat
- Strawberry Jam (2007) - Domino Records - (აშშ #72)
- Merriweather Post Pavilion (2009) - Domino Records - (აშშ #13, ბრიტ. #26)
- ODDSAC (2010) - Plexifilm
Terrestrial Tones-თან ერთად [რედაქტირება]
- Blasted (2005, Psych-o-Path records)
- Oboroed/Circus Lives (2005, UUAR)
- Dead Drunk (2006, Paw Tracks)
კირა ბრეკანთან ერთად [რედაქტირება]
- Pullhair Rubeye (2007, Paw Tracks)
სქოლიო [რედაქტირება]
|
||||||||||||||||||||