My Girls

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„My Girls“
სინგლიAnimal Collective
ალბომიდან Merriweather Post Pavilion
გამოსვლის თარიღი 23 მარტი, 2009
ჩაიწერა თებერვალი 2008
ჟანრი ნეო-ფსიქოდელია, ელექტრონიკა
ხანგრძლივობა 5:44
ხმისჩამწერი ლეიბლი Domino
ავტორ(ებ)ი Animal Collective
პროდიუსერი ბენ ჰ. ალენი, Animal Collective
Animal Collective — სინგლების ქრონოლოგია
„Fireworks“
(2007)
My Girls
(2009)
„Summertime Clothes“
(2009)

My Girls — პირველი სინგლი Animal Collective-ის ალბომიდან Merriweather Post Pavilion, გამოსული 2009 წლის 23 მარტს Domino Records-ზე მხოლოდ პრომო CD-ს სახით. 2007-2008 წლების ტურების დროს სიმღერა ცნობილი იყო სახელით House.

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

My Girls ეხება Panda Bear-ის მეუღლეს და შვილს. მან აუხსნა ჟურნალ Clash-ს, რომ სიმღერის ტექსტი იყო მისი სურვილის შესახებ, რომ ჰქონოდა საკუთარი სახლი და უსაფრთხო გარემო შეექმნა თავისი ოჯახისთვის და ძვირფასი მისთვის ადამიანებისთვის.[1]

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

My Girls Pitchfork Media-მ დაასახელა 2009 წლის საუკეთესო სიმღერად და შეიყვანა 2000-იანი წლების საუკეთესო სიმღერების სიაში მეცხრე ადგილზე. NME-მ კი 2000 წლის საუკეთესო სიმღერებში მას მეხუთე ადგილი მიანიჭა.

Taken by Trees-მა ჩაწერა სიმღერის საკუთარი ვერსია სახელით My Boys, რომელიც შევიდა მის მეორე სტუდიურ ალბომში East of Eden.

ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ვიდეოში ჩანს ჯგუფის სამი წევრი, რომლებიც ასრულებენ სიმღერას სემპლერებსა და სინთეზატორებზე. ანიმაცია შექმნა ჯონ ვერმილიამ, რომლის ილუსტრაციებიც გამოყენებულია Animal Crack Box-ის გაფორმებაში. ჯგუფის წევრებს მხოლოდ პირები უჩანთ, დანარჩენი სხეული სხვადასხვა ფერის აქვთ, ბოლოს მწვანეები ხდებიან და დნებიან.[2]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„My Girls“5:44

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=My_Girls&oldid=4586311“-დან