Grass — პირველი სინგლი ჯგუფ Animal Collective-ის 2005 წლის ალბომიდან, Feels. სინგლმა მაღალი შეფასება მიიღო კრიტიკოსებისგან მელოდიური პოპის და ყეფის შესანიშნავი ბალანსისთვის. Pitchfork Media-მ ის 31-ე ადგილზე შეიყვანა 2005 წლის ტოპ 50 სინგლის სიაში.[1]Stylus-მა ის აგრეთვე შეიყვანა წლის 50-ეულში, ამჯერად 44-ე ადგილზე.[2]
სინგლი გამოიცა დიდ ბრიტანეთში CD-სა და გრამფირფიტაზე. ის აშშ-სა და კანადაში 2006 წლის 21 მარტს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 3 ივლისს გამოვიდა ბონუს DVD-სთან ერთად. DVD-ზე შევიდა Grass-ის, Who Could Win a Rabbit-ისა და Fickle Cycle-ის კლიპები.