განხილვა:Red Hot Chili Peppers

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რა მაინტერესებს - თუ არსებობს კოულდლეი, მაშინ რატომ არის ფეფერსი და არა პეპერსი? --გიგი 12:30, 1 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჰო, წესით „რედ ჰოტ ჩილი პეპერსი“ (ან პეპერზი) უნდა იყოს. - Island 09:34, 2 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ისე, მაგარი პაპსავიკი ჯგუფია, მუსიკის აზრზე არ არიან.. --178.134.110.216 15:41, 16 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

"1990-იანები" - ამ პარაგრაფში ერთგან, რომელიღაც სიმღერა თუ ალბომი, "გენიალურ ჰიტად" არის მოხსენიებული... მე ვფიქრობ გარდა, იმისა, რომ სუბიექტური აზრია და ვიკის წესების დარღვევაა, (სიმართლეც რომ იყოს), ასევე, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს... მეორეს მხრივ, ვინც როკ მუსიკაში კარგად ერკვევა, დამეთანხმება, რომ "გენიალური" ამ ჯგუფს არაფერი გამოუშვია, ყველამ კარგად იცის რა ჯგუფიც არის. ნამდვილად გენიალური ჯგუფების სტატიებში არ წერია ასეთი რამ და დაუშვებელია აქ ეწეროს... --178.134.110.216 08:59, 18 მარტი 2011 (UTC)!!!!!!![უპასუხე]

გენიალური არის თუ არა, ეგ აქ სასაუბრო არ არის (ვიკიპედია ინტერნეტ-ფორუმს არ წარმოადგენს). შეგვიძლია მარტო იმაზე საუბარი, რა გავლენა იქონია თანამედროვე მუსიკაზე და ა.შ. ყველაფერს ფაქტების მოყვანა სჭირდება. მომავალში ეს სტატია თავისთავად შესაცვლელი იქნება (ან მისაწერი ექნება წყაროები, რაც ამჟამად მასში არ არის).

რაც შეეხება ’პაპსავიკობას’ (ტერმინს, რომლის მნიშვნელობა ზოგიერთს საერთოდ არ ესმის), ეგეც არ არის აქ განსახილველი თემა. განხილვაში განიხილება მხოლოდ ის, რაც კონკრეტულად იმოქმედებს სტატიაზე. ’პაპსავიკია’, ’სუსტია’, ’არ არის გენიალური’ და მსგავსი ფრაზების წარმოთქმა განხილვაში არანაკლებ აბსურდულია, ვიდრე თავად სტატიაში სიტყვები ’საუკეთესო’, ’გენიალური’, ’შედევრი’ და.ა.შ.

მით უმეტეს, რომ თავად გაქვთ წინა თვეში სტატიებში სუბიექტური აზრები ჩაწერილი. წყაროს მითითების გარეშე.— BH განხილვაწვლილი 09:09, 18 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე ჩავიკითხე ეგ სექცია, მაგრამ სიტყვა'გენიალური' არ შემხვდა...—G.G. 09:13, 18 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე ამოვშალე ორ ადგილას. მაგის დადასტურებას ხომ არ დავიწყებთ. დაიწერება სტატია წესიერად როგორმე და იქ მითითებული იქნება კრიტიკოსთა აზრები. — BH განხილვაწვლილი 09:15, 18 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, მე მგონია, მაინც გასარკვევია ბოლომდე ქართულად წერა ამ შემთხვევაში.

რედ ჰო რატომ უნდა იყოს, თუ არის red hot - ანუ ’თ’ არის იმიტომ, რომ წარმოთქმისას ჟღერს, როგორც ’თ’? მაშინ გამოდის, რომ ’ფეფერსი’ უნდა იყოს, ვინაიდან წარმოთქმისას ჟღერს, როგორც ’ფ’ და არა ’პ’. რას ფიქრობ ამაზე?

ანუ რა გამოსავალია - უნდა იყოს ან რედ ჰოტ ჩილი პეპერსი, ან კიდევ ორიგინალში იქნას დატოვებულ-გადატანილი. — BH განხილვაწვლილი 16:37, 9 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მეც, დიდი ხანია, მინდოდა მსგავსი რამის დაწერა. გეთანხმები სრულად (სინგლზე რომ ვქმნიდი სტატიას, თავიდან 'ჰოტ' დავწერე:)). რედ ჰოტ ჩილი პეპერსი ჩემთვის მისაღებია, მაგრამ რამდენად მისაღებია ჯერ მისაღები წესისთვის ამგვარი სახელების შესახებ :)? მგონი, ასეთ შემთხვევებში ორიგინალზე ვტოვებთ (ვთვლით რა, რომ გადმოქართულებისას ფონეტიკურად მახინჯდება).—G.G. 17:03, 9 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
მისაღები წესიც დასრულებული არ მაქვს, სამწუხაროდ. მგონია, სხვას არავის ადარდებს. თუ გინდა, გადაიტანე და მერე awb-თი დავუვლი მე ან შენ, რომ შეცვალოს ყველგან. ერთი რაღაც არ მესმის - თუ არ ვცდები, awb-ს ავტობოტის შემდეგაც აჩენს ჰო, ’შავი ფურცლის’ (თუ რაც არის) გზავნილს? — BH განხილვაწვლილი 17:05, 9 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ჩემთან არ აჩენს, თუ სტატია შემოწმებულია, რა თქმა უნდა. მომხმარებლის ავტოშემოწმებულის ფუნქციით სარგებლობს (თუ მას გააჩნია იგი). არ აქვს მნიშვნელობა, რა პროგრამულ ინტერფეისს იყენებ, მომხმარებელი ხომ მაინც შენ ხარ.—G.G. 17:15, 9 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

უცნაურია, დავაკვირდი, რომ awb-თი დამუშავების შემდეგ გაჩნდა სტატიებში, რომლებიც მანამდე შევამოწმე.

მოკლედ, თუ სურვილი და დრო გექნება, გადაიტანე. — BH განხილვაწვლილი 17:17, 9 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მგონი, აქ awb არაფერ შუაში უნდა იყოს, სტატიაში გამოყენებულ შეუმოწმებელ თარგებში შეიტანდა ბოტი რაიმე ცვლილებას და ეს დაემთხვეოდა მაგ მომენტს. ყავახანაში გვქონდა ამაზე საუბარი. შედეგად, ყველა რეგისტრირებულ ბოტს სანდო მომხმარებლის სტატუსი მივეცი, ხოლო ხშირად გამოყენებადი თარგები (მაგ: თარგი:!- და სხვა რამდენიმე) პირადად შევამოწმე. მანამდე ყველა მათგანს შევუქმენი ინფოს ქვეგვერდი, ასე ორმაგად დავაზღვიე: 1. თარგი შემოწმებულია და ყველა ბოტი სანდოა და 2. უშუალოდ თარგში ინტერვიკებს აღარ ჩაყრის ბოტი, ჩაყრის მის ინფოგვერდზე.
რაც შეეხება მისაღებ წესს, სხვასაც ადარდებს, როცა ამა თუ იმ ჯგუფის შესახებ ქმნის სტატიას, ასე რომ, იქნებ დაასრულო (მგონი, ბევრიც არ უნდა ეკლდეს) და გავიტანოთ განხილვაზე.—G.G. 17:39, 9 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]