Off the Wall (ალბომი)
| Off the Wall | ||
| Off the Wall | ||
| გამოცემის თარიღი | 10 აგვისტო, 1979 | |
| ჩაწერის თარიღი | 1978-1979 | |
| ჟანრი | პოპ მუსიკა, R&B, დისკო | |
| ხანგრძლივობა | 42:16 (პირველი გამოცემა) 60:17 (სპეციალური გამოცემა) |
|
| ლეიბლი | Epic EK-35745 |
|
| პროდიუსერი | მაიკლ ჯექსონი კუინსი ჯონსი |
|
| ქრონოლოგია: მაიკლ ჯექსონი | ||
|---|---|---|
| Forever, Michael (1975) |
Off the Wall (1979) |
Thriller (1982) |
| ალტერნატიული გარეკანი | ||
ალბომის ყდა, საიუბილეო გამოცემა
|
||
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
| Blender | |
| Robert Christgau | (A) |
| Melody Maker | (სასურველი) |
| Q | |
| Rolling Stone | (სასურველი) |
| Yahoo! Music | (სასურველი) [2] |
Off the Wall — მაიკლ ჯექსონის მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1979 წლის 10 აგვისტოს, ლეიბლზე Epic Records. იგი გამოვიდა მას შემდეგ, რაც ჯექსონმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჯადოქარი“. უკანასკნელზე მუშაობისას (მასში ასევე მომღერლის სიმღერები ჟღერს) ჯექსონი და პროდიუსერი კუინსი ჯონსი დამეგობრდნენ და შეთანხმდნენ, რომ შემდეგ სტუდიურ ალბომზე ერთად იმუშავებდნენ.
ალბომი იწერებოდა 1978 წლის დეკემბრიდან 1979 წლის ივნისამდე, ალენ ზენცის სტუდიაში, სტუდიაში Westlake და Cherokee, ლოს-ანჯელესში. ჯექსონი ასევე თანამშრომლობდა რამდენიმე სხვა მუსიკოსთან, რომელთა შორის იყვნენ სტივი უანდერი, პოლ მაკ-კარტნი და როდ ტემპერტონი. ალბომიდან გამოიცა ხუთი სინგლი, აქედან სამს ახლდა მუსიკალური ვიდეო. სამი სიმღერის ავტორი თავად ჯექსონია - მათ შორის არის პლატინის სტატუსის მქონე „Don't Stop 'til You Get Enough“. 2009 წელს გარდაცვალებამდე აგრეთვე იყო მაიკლის პირველი სოლო გამოცემა ლეიბლზე Epic Records.
მუსიკალურად ეს ჩანაწერი ცვლილებაა ლეიბლისათვის Motown ჩაწერილ სიმღერებთან შედარებით. კრიტიკოსების აზრით Off the Wall აგებული იქნა ფანკის, დისკო-პოპის, სოფტ როკის, ჯაზისა და პოპ-მუსიკის სტილის ბალადებისგან. ალბომზე გაჟღერებული ვოკალისათვის ჯექსონმა დადებითი შეფასებები მიიღო. ჩანაწერს ზოგადად კარგი შეფასებები მიენიჭა. მან მუსიკოსს უკვე 1970-იან წლებში პირველი „გრემი“ მოუტანა. ამ ალბომით ჯექსონი იქცა პირველ სოლო შემსრულებლად, რომლის ერთი ალბომიდან გამოცემული ოთხი სინგლი მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეებში. კომერციულად დისკს დიდი წარმატება ხვდა წილად. დღეისათვის აშშ-ში იგი აღნიშნულია 8 გზის მულტი-პლატინით და მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია 20 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით, რითაც იკავებს ადგილს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში.
2011 წლის 16 ოქტომბერს ლეიბლზე Sony Records გამოიცა Off the Wall-ის სპეციალური ვერსია. Allmusic-ისა და Blender-ის უკანასკნელი პერიოდის მიმოხილვებში Off the Wall XXI საუკუნეშიც დადებით შეფასებას იმსახურებს. 2003 წელს ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში Off the Wall-ს 68-ე ადგილი მიანიჭა. ჩანაწერებით მოვაჭრეთა ეროვნულმა ასოციაციამ ალბომს ყველა დროის 200 რჩეული დისკის სიაში 80-ე ადგილი მიანიჭა. 2008 წელს Off the Wall შეყვანილი იქნა გრემის დიდების დარბაზში.
სექციების სია |
სიმღერების სია [რედაქტირება]
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
|---|---|---|---|
| 1. | Don't Stop 'til You Get Enough | მაიკლ ჯექსონი | 6:05 |
| 2. | Rock with You | როდ ტემპერტონი | 3:40 |
| 3. | Workin' Day and Night | ჯექსონი | 5:14 |
| 4. | Get on the Floor | ჯექსონი, ლუი ჯონსონი | 4:39 |
| 5. | Off the Wall | ტემპერტონი | 4:06 |
| 6. | Girlfriend | პოლ მაკკარტნი | 3:05 |
| 7. | She's out of My Life | ტომ ბალერი | 3:38 |
| 8. | I Can't Help It | სიუზი გრინი, სტივი უანდერი | 4:28 |
| 9. | It's the Falling in Love (პეტი ოსტინთან ერთად) | დევიდ ფოსტერი, კეროლ სეიჯერი | 3:48 |
| 10. | Burn This Disco Out | ტემპერტონი | 3:40 |
| 2001 წლის სპეციალური გამოცემა | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | ხანგრძლივობა | |||||||
| 11. | კუინსი ჯონსის ინტერვიუ 1 | 0:37 | |||||||
| 12. | სიმღერის Don't Stop 'Til You Get Enough დემო-ვერსიის წარდგენა | 0:13 | |||||||
| 13. | Don't Stop 'Til You Get Enough (1978 წლის ორიგინალური დემო-ვერსია) | 4:48 | |||||||
| 14. | კუინსი ჯონსის ინტერვიუ 2 | 0:30 | |||||||
| 15. | სიმღერის Workin' Day and Night დემო-ვერსიის წარდგენა | 0:10 | |||||||
| 16. | Workin' Day and Night (1978 წლის ორიგინალური დემო-ვერსია) | 4:19 | |||||||
| 17. | კუინსი ჯონსის ინტერვიუ 3 | 0:48 | |||||||
| 18. | როდ ტემპერტონი Interview | 4:57 | |||||||
| 19. | კუინსი ჯონსის ინტერვიუ | 1:32 | |||||||
პერსონალი [რედაქტირება]
- მაიკლ ჯექსონი – ვოკალი, დამატებითი ვოკალი, თანაპროდიუსერი, პერკუსია
- რენდი ჯექსონი – პერკუსია
- მაიკლ ბოდიკერი – კლავიშიანი ინსტრუმენტები, სინთეზატორები, პროგრამირება
- ლარი კარლტონი – გიტარა
- ჯორჯ დიუკი – კლავიშიანი ინსტრუმენტები, სინთეზატორები, პროგრამირება
- დევიდ ფოსტერი – კლავიშიანი ინსტრუმენტები, სინთეზატორები, პროგრამირება
- გერი გრანტი – საყვირი, ფლუგელჰორნი
- მარლო ჰენდერსონი – გიტარა
- ჯერი ჰეი – საყვირი, ფლუგელჰორნი
- კიმ ჰეჩკროფტი – საქსოფონი, ფლეიტა, საყვირი, ფლუგელჰორნი
- ლუის ჯონსონი – ბას გიტარა
- კუინსი ჯონსი – პროდიუსერი
- გრეგ ფილინგეინზი – კლავიშიანი ინსტრუმენტები, სინთეზატორები, პროგრამირება
- სტივ პორკარო – კლავიშიანი ინსტრუმენტები, სინთეზატორები, პროგრამირება
- უილიამ რეიხენბახი – ტრომბონი
- ჯონ რობინსონი – დასარტყმელი საკრავები
- ბრიუს სვიდინი – ხმისჩამწერი ინჟინერი
- ფილ აპჩერჩი – გიტარა
- ბობი უოტსონი – ბას გიტარა
- ვა ვა უოტსონი – გიტარა
- დევიდ უილიამსი – გიტარა
- ლარი უილიამსი – საქსოფონი, ფლეიტა
- რიჩარდ ჰითი – პერკუსია
- პაულინიო და კოსტა – პერკუსია
- დევიდ უილიამსი – გიტარა
- ჰოუკ ვოლინსკი – ელექტრონული პიანინო
- პეტი ოსტინი – ვოკალი
- ჯიმ გილსტრეპი – ვოკალი
- ოჯი ჯონსონი – ვოკალი
- მორტონეტ ჯენკინსი – ვოკალი
- პოლეტ მაკ-უილიამსი – ვოკალი
- ზედრიკ უილიამსი – ვოკალი
- საყვირების / სიმიანი ინსტრუმენტების არანჟირება - ჯერი ჰეი, ასრულებენ The Seawind Horns, ბენ რაიტი, ჯონი მენდელი
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Q (September 1999). „Off the Wall Review : Q magazine“. Q (magazine).
- ↑ Clay, Jennifer. Off the Wall. Yahoo! Music. დაარქივებულია ორიგინალიდან 2010-12-12-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-07-01.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||