Dangerous (ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Dangerous
სტუდიური ალბომი - მაიკლ ჯექსონი
გამოცემის თარიღი 26 ნოემბერი, 1991
ჩაწერის თარიღი 25 ივნისი, 1990 - 29 ოქტომბერი, 1991
ჟანრი პოპ მუსიკა
ხანგრძლივობა 76:58
ლეიბლი Epic Records
EK-45400
პროდიუსერი მაიკლ ჯექსონი
ტედი რაილი
ბილ ბოტრელი
მაიკლ ჯექსონი - ქრონოლოგია
Bad
(1987)
Dangerous
(1991)
HIStory
(1995)
ალტერნატიული გარეკანი
2001 წლის სპეციალური გამოცემა
2001 წლის სპეციალური გამოცემა
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3.5/5 stars[1]
რობერტ კრისტგოუ A−[2]
Entertainment Weekly B−[3]
Q 4/5 stars[4]
Rolling Stone 4/5 stars[5]
Virgin Encyclopedia 4/5 stars[6]

Dangerousმაიკლ ჯექსონის მერვე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1991 წლის 26 ნოემბერს. იგი ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის ჩარტში გამოსვლისთანავე #1 ადგილზე მოხვდა, სადაც ასევე შემდეგი ოთხი კვირა გაატარა. 17 წლის განმავლობაში იგი 32 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა - აქედან 7 მილიონი გაიყიდა მხოლოდ აშშ-ში, რამაც ალბომი ყველაზე სწრაფად გაყიდვად დისკად აქცია, წინა სტუდიურ ნაშრომთან Bad შედარებით. ალბომმა მაიკლს მოუტანა 'გრემის' ჯილდო საუკეთესო ხმის ინჟინერის კატეგორიაში.

პროექტი[რედაქტირება]

ალბომის რემასტერინგული გამოცემის ანოტაციის მიხედვით, ჩაწერა დაიწყო 1990 წლის 25 ივნისს, ლოს ანჯელესში, სტუდიაში Ocean Way/Record One. სესიები დასრულდა იმავე სტუდიაში, შემდეგი წლის 29 ოქტომბერს. მაიკლის ხმისჩამწერი სესიებიდან ეს ყველაზე ხანგრძლივი იყო.

1991 წლის მარტში მუსიკოსმა მოაწერა ხელი ლეიბლთან Sony Music 15 წლიან კონტრაქტს. ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში მაიკლმა მიიღო 1 ბილიონი დოლარი, მაგრამ ეს არ დადასტურდა. იმ პერიოდში კომპანიამ გათვალა, რომ თუ ახალი კონტრაქტით გამოცემული ალბომები გაიყიდება ისევე, როგორც ყველა წინა დისკი, მაშინ მთლიანობაში გაყიდვები შემოიტანეს 1 ბილიონ დოლარს. 2006 წლის მარტისათვის, როდესაც კონტრაქტი ამოიწურა, კომპანიამ მას 45 მილიონი დოლარი გადაურიცხა (წელიწადში 1 მილიონი, ასევე 5 მილიონი ყოველი ალბომისთვის). ეს ციფრები არ მოიცავდა ალბომების, სინგლების, ვიდეოფილმების და სხვა პროდუქციის გაყიდვიდან შემოსულ თანხას. კონტრაქტის მიხედვით, მაიკლმა დაახლოებით 175 მილიონი დოლარი მიიღო - მხოლოდ ამ ალბომის გაყიდვიდან.

Dangerous უკვე იწერებოდა, კუინსი ჯონსის რჩევით მოყვანილი პროდიუსერების ტედი რაილისა და ბილი ბოტრელის ხელმძღვანელობით. პირველი მათგანი ე.წ. 'ნიუ ჯეკ სვინგის' გამომგონებელი იყო, ხოლო მეორე - 'გრემის' გამარჯვებული. წინა ალბომი Bad იყო უკანასკნელი დისკი, რომელიც სპეციალურად გრამფირფიტის ფორმატისათვის იწერებოდა, 50 წუთიანი პროგრამისათვის, ხოლო ახალი უკვე 77 წუთს შეადგენდა - 14 სიმღერით დაკომპლექტებულ კრებულს, რომლითაც თითქმის იწურებოდა დაშვებული 80 წუთიანი ლიმიტი. გრამფირფიტისათვის იგი ორ დისკად გამოიცა.

თავდაპირველი გამოცემა წარმოადგენდა დიდ ყუთს, ჯექსონის თვალებით. მისი გაშლის დროს უკვე ნამდვილი ყდა ჩანდა, სიურეალისტი მხატვრი მარკ რაიდენის მიერ შექმნილი. Dangerous-ს ყველა მსმენელი დიდი ინტერესით ელოდა. ამ ინტერესს ხაზი გაუსვა ლოს ანჯელესის აეროპორტიდან მოპარულმა ალბომის 30.000 პირველმა ასლმა.

კომერციული წარმატება[რედაქტირება]

Dangerous გამოიცა 1991 წლის 26 ნოემბერს. იგი იქცა მის ყველაზე გაყიდვად დისკად შტატებში - პირველი ორი თვის განმავლობაში იქ მხოლოდ 4 მილიონი დისკი გაიყიდა. ამან ბევრად გაუსწრო დისკის Bad (1987) წარმატებას.

ალბომი მოხვდა ბილბორდის 200 უახლესი ალბომის ჩარტის #1 ადგილზე. პირველ კვირაში უკვე გაიყიდა 326.000 ასლი. იგი კვლავ იმყოფებოდა საუკეთესო ათეულში გამოსვლიდან 65-ე კვირას. 1993 წლის 'გრემის' დაჯილდოვებაზე მაიკლის მიერ ჯილდოს მიღების შემდეგ იგი კვლავ იმყოფებოდა #10 ადგილზე. იმ დროისათვის მან ბილბორდის ჩარტში 117 კვირა გაატარა. RIAA-ს შეფასებით, მან მიიღო 7x პლატინის სტატუსი, რადგან მხოლოდ შტატებში გაიყიდა მისი 7 მილიონი ასლი.

ბრიტანეთში იგი კიდევ უფრო პოპულარული იყო. იგი ჩარტების მოხვდა #1 ადგილზე და უკან დატოვა U2-ს Achtung Baby. თუმცა, მეორე კვირას მას ჩაენაცვლა Queen-ის Greatest Hits II - პოპულარობა გამოიწვია ფრედი მერკურის გარდაცვალებამ.

ალბომის პოპულარობამ გამოიწვია საკონცერტო ტურის Dangerous ჩატარება. მაიკლის შემდეგი ალბომის HIStory: Past, Present and Future, Book I გამოსვლამდე დისკი უკვე გაიყიდა 22 მილიონი ასლის ოდენობით.

სიმღერების სია[რედაქტირება]

Dangerous
# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. Jam   რენე მური, ბრიუს სვედიენი, მაიკლ ჯექსონი, ტედი რაილი 5:39
2. Why You Wanna Trip on Me   რაილი, ბერნარდ ბელი 5:24
3. In the Closet   ჯექსონი, რაილი, რეპი - ვეშოუნი 6:31
4. She Drives Me Wild   ჯექსონი, რაილი, რეპი - აქილ დევიდსონი 3:41
5. Remember the Time   რაილი, ჯექსონი, ბელი 4:00
6. Can't Let Her Get Away   ჯექსონი, რაილი 4:58
7. Heal the World   ჯექსონი 6:24
8. Black or White (გიტარა - სლეში) ჯექსონი, რეპი - ბილ ბოტრელი 4:15
9. Who Is It   ჯექსონი 6:34
10. Give In to Me (გიტარა - სლეში) ჯექსონი, ბოტრელი 5:29
11. Will You Be There   ჯექსონი 7:40
12. Keep the Faith   გლენ ბელარდი, სიდა გერეტი, ჯექსონი 5:57
13. Gone Too Soon   ლერი გროსმენი, ბაზ კოჰენი 3:26
14. Dangerous   ჯექსონი, ბოტრელი, რაილი 6:59

სინგლები[რედაქტირება]

  1. ოქტომბერი 1991 - Black or White აშშ #1 / ბრიტანეთი #1
  2. იანვარი 1992 - Remember the Time აშშ #3 / ბრიტანეთი #3
  3. აპრილი 1992 - In the Closet აშშ #6 / ბრიტანეთი #8
  4. ივლისი 1992 (აშშ); September 1992 (UK) - Jam აშშ #26 / ბრიტანეთი #12
  5. აგვისტო 1992 (Europe); თებერვალი 1993 (აშშ) - Who Is It აშშ #14 / ბრიტანეთი #10
  6. ოქტომბერი 1992 - Heal the World აშშ #27 / ბრიტანეთი #2
  7. თებერვალი1993 - Give In to Me ბრიტანეთი #2 (მხოლოდ ევროპული სინგლი)
  8. მაისი 1993 - Will You Be There აშშ #7 / ბრიტანეთი #8
  9. ნოემბერი 1993 - Gone Too Soon ბრიტანეთი #33 (მხოლოდ ბრიტანული სინგლი)

სქოლიო[რედაქტირება]

წინამორბედი:
Achtung Baby - U2
#1 ალბომები (ბილბორდი, აშშ)
14 დეკემბერი, 1991 – 10 იანვარი, 1992
შემდეგი:
Nevermind - ნირვანა
წინამორბედი:
We Can't Dance - ჯენესისი
#1 ალბომები (ბრიტანეთი)
30 ნოემბერი, 1991 – 6 დეკემბერი, 1991
შემდეგი:
Greatest Hits II - Queen
წინამორბედი:
Achtung Baby - U2
#1 ალბომები (ავსტრალია)
8 დეკემბერი, 1991 – 17 იანვარი, 1992
შემდეგი:
Soul Deep - ჯიმი ბარნზი
წინამორბედი:
Waking Up the Neighbours - ბრაიან ადამსი
#1 ალბომები (შვეიცარია)
1 დეკემბერი, 1991 – 21 დეკემბერი, 1991
შემდეგი:
Greatest Hits II - Queen