The Jackson 5

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Jackson 5
Jackson-5.jpg
ბიოგრაფია
ასევე ცნობილი
როგორც
Jackson 5ive, The Jackson Brothers, The Jacksons
წარმოშობის ადგილი გერი, ინდიანა, აშშ
ჟანრ(ებ)ი რითმ-ენდ-ბლუზი, სოული, პოპ მუსიკა, დისკო, ფანკი
აქტიური 1964–1989, 2001, 2009–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Steeltown, Motown, Philadelphia International, Epic
ასოციაციები მაიკლ ჯექსონი
წევრები
ჯეკი ჯექსონი
მარლონ ჯექსონი
ტიტო ჯექსონი
ჯერმეინ ჯექსონი
ყოფილი წევრები
მაიკლ ჯექსონი
რენდი ჯექსონი

Jackson 5 (იგივე The Jackson Five და The Jackson 5ive), ასევე ცნობილი, როგორც The Jacksons - პოპულარული ამერიკული საოჯახო ჯგუფი ინდიანას შტატიდან. მისი დამაარსებლები იყვნენ ჯეკი ჯექსონი, მარლონ ჯექსონი, ტიტო ჯექსონი, ჯერმეინ ჯექსონი და მაიკლ ჯექსონი. თავდაპირველად არსებობდა ტრიო The Jackson Brothers, რომელშიც მათი უფროსი ძმები შედიოდნენ.

Jackson 5 განსაკუთრებით აქტიური იყო 1964-1989 წლებში. მათი შემოქმედება მოიცავდა სოულის, პოპ-მუსიკისა და დისკოს ჟანრებს. მათმა უდიდესმა წარმატებამ დიდი პოპულარობა და შემოსავალი მოუტანა ლეიბლს Motown.

Jackson 5 იყო მუსიკის ისტორიაში პირველი ჯგუფი, რომელიც პირველი ოთხი სინგლი, გამოცემული სტაბილურ ლეიბლზე მოხვდა ბილბორდის 100-ეულში. ესენი იყო "I Want You Back", "ABC", "The Love You Save" და "I'll Be There". სხვა სინგლებმა ასევე მოიპოვეს წარმატება. პირველი ჰიტ-სინგლების ავტორები იყვნენ "The Corporation"-ის თანამშრომლები, ხოლო უფრო მოგვიანებით დაწერილი სიმღერები ჰელ დევისს ეკუთვნის.

იმის გამო, რომ მაიკლ ჯექსონი გამოეყო ჯგუფს და საკუთარ სოლო-კარიერაზე ზრუნვა დაიწყო, ჯგუფის სახელი შეიცვალა The Jacksons-ზე. სხვადასხვა დროს და საკონცერტო გამოსვლებზე ამ პროექტში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ძმები, არამედ მათი დებიც. ფორმალურად ჯგუფი დაიშალა, მაგრამ 2009 წლიდან ძმები ცდილობენ შეკრებას და საკონცერტო ტურის გამართვას.

დისკოგრაფია [რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : The Jackson 5-ის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები
ლეიბლი Motown (The Jackson 5)
ლეიბლი CBS (The Jacksons)


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Jackson_5&oldid=2389623-დან“